კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქათამი კარით და სოკოთი

საჭირო ინგრედიენტები: 2 ცალი ქათმის მკერდი, 100 გრამი ნიახურის ძირი, 5 ცალი ქამა სოკო, 1 ცალი სტაფილო, 100 გრამი ხახვი, 1 ჩაის კოვზი მშრალი რეჰანი, 3 სადილის კოვზი კარაქი, სადილის კოვზი ზეთი, 1 ჭიქა რძე, 1 სადილის კოვზი ფქვილი, 1 თავი ნიორი, 2 ჩაის კოვზი კარის ფხვნილი, მარილი და წიწაკა – გემოვნებით.

მომზადების წესი: ქათმის ხორცი დაჭერით და კარაქში შებრაწეთ. ქათმის ნაჭრები ამოიღეთ თეფშზე. ყველანაირი ბოსტნეული თხლად და წვრილად დაჭერით. ნიახური ცხიმიან ტაფაზე მოათავსეთ, 2-3 წუთის შუალედით დაუმატეთ სტაფილო და 2 სუფრის კოვზი წყალი. 5 წუთში მოშუშულ ბოსტნეულს დაასხით ზეთი, უყავით მარილი და წიწაკა. დააყარეთ სოკო  და როცა მოიშუშება, შემწვარი ქათმის ნაჭრებიც  ჩააწყვეთ. ტაფას დაახურეთ და ცეცხლი გამორთეთ. მოამზადეთ სოუსი – ტაფაზე გაადნეთ კარაქი, დააყარეთ ფქვილი და 2 წუთით შუშეთ. ფქვილი უნდა გაოქროსფრდეს, შემდეგ ნელ-ნელა დაასხით რძე და ცეცხლს ჩაუწიეთ. სოუსს გამუდმებით ურიეთ, რომ არ მიიწვას. როცა შესქელდება, დააყარეთ კარის ფხვნილი, დაასხით მოშუშულ ბოსტნეულსა და ხორცს, შუაში მოათავსეთ მთლიანი ნივრის თავი, მოაყარეთ  რეჰანი, დაახურეთ სახურავი და 10-15 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე ხარშეთ.

скачать dle 11.3