კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საიდან წარმოიშვა მარქსიზმ-ლენინიზმის შენობის აბრევიატურა „იმელი” და თბილისის რომელი სასაფლაოს საფლავის ქვები გამოიყენეს მშენებლობის დროს

რუსთაველის გამზირზე მდებარე ეგრეთ წოდებულ „იმელის” შენობას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საბჭოთა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. არქიტექტურული და  ისტორიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ნაგებობა დღეს სავალალო მდგომარეობაშია და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ძველი ფოტოების დახმარებით ვიმოგზაურებთ ამ ისტორიული შენობის წარსულში.

„იმელი”

1933 წელს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანმა, ლავრენტი ბერიამ, მოსკოვში მარქს-ენგელს-ლენინის  ინსტიტუტის დაარსების პარალელურად, თბილისში სტალინის ინსტიტუტი დააარსა. ინსტიტუტის მთავარი ფუნქცია სტალინის კულტის განდიდება და რევოლუციამდელ კავკასიაში მისი, როგორც ბოლშევიზმის უპირობო ლიდერის სახელის განმტკიცება იყო. ინსტიტუტის დაარსებასთან ერთად, იმავე წელს, ბერიამ ინსტიტუტის შენობის დასაპროექტებლად დახურული კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ მოსკოვისა და თბილისის საუკეთესო არქიტექტორები: სევეროვი, ვლასოვი, ფომინი, კოკორინი და შჩუსევი. ჟიურის მიერ, რომელსაც ბერია თავმჯდომარეობდა კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა აკადემიკოს ალექსეი შჩუსევის პროექტი. შჩუსევი იმ დროის საბჭოთა კავშირის ნომერ პირველ არქიტექტორად ითვლებოდა, ის იყო სტალინური პრემიის ოთხგზის ლაურეატი და მოსკოვის წითელ მოედანზე ლენინის მავზოლეუმის პროექტის ავტორი. ინსტიტუტის მშენებლობა რუსთაველის გამზირისა და კურსანტების ქუჩის კუთხეში 1934 წელს დაიწყო და ოთხ წელიწადს გაგრძელდა. ცნობილია, რომ მონუმენტური შენობის აგებას პირადად ხელმძღვანელობდა ლავრენტი ბერია, რომელიც თითქმის ყოველდღე ათვალიერებდა მშენებლობას, ხოლო მისი არყოფნის პერიოდში მშენებლობას არქიტექტორი სარდარიანი ედგა სათავეში. სწორედ მშენებლობის პროცესში შეეცვალა შენობას სახელი და, „სტალინის ინსტიტუტის“ ნაცვლად, „მარქსის-ენგელსის-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალი“ დაერქვა. იმ პერიოდში დამკვიდრდა ამ შენობის რუსული აბრევიატურა „„თმცლ” -  თíñòèòóò მჭðêñჭ-ცíჯåëüñჭ-ლåíèíჭ”. „სტალინური ამპირის” სტილში აგებული მონუმენტური შენობის მშენებლობაში, პირველად კავკასიაში გამოიყენეს არმირებული პემზობეტონი, რითაც მოხერხდა იმ დროს დეფიციტური სამშენებლო მასალის – აგურისა და ცემენტის ჩანაცვლება. შენობის გარე ფასადზე კი ბოლნისური ტუფია გამოყენებული. შენობის ფასადს ამშვენებდა ორი ბარელიეფი, რომლებზეც გამოსახული იყო სტალინი. ბარელიეფი ქართველი მოქანდაკის – იაკობ ნიკოლაძის მიერ იყო შექმნილი და, სამწუხაროდ, 90-იანი წლების დასაწყისში ვანდალურად განადგურდა. შენობის გარე ფასადს დღემდე ამშვენებს თამარ აბაკელიას ფრიზი. თავდაპირველად იგეგმებოდა ერთი საერთო ფრიზის გაკეთება, თუმცა, საბოლოოდ, ის ოთხ ნაწილად გაიყო და სხვადასხვა კომუნისტურ თემატიკას შეეხო: „ოქტომბრის რევოლუცია საქართველოში”, „სოფლის მეურნეობა საქართველოში” და სხვა. ინსტიტუტის შენობა 1938 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და მისი აგება 14 მილიონი მანეთი დაჯდა. მთავარი შესასვლელი მოწყობილი იყო რუსთაველის გამზირიდან. ხუთსართულიან გრანდიოზულ შენობაში გახსნილი იყო: 550 ადამიანზე გათვლილი დარბაზი, სამკითხველო დარბაზი, მუზეუმი და 200 ათას წიგნზე გათვლილი უნიკალური ბიბლიოთეკა. რამდენიმე ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ „იმელის” მშენებლობის დროს გამოყენებულ იქნა ვერის ძველი მართლმადიდებლური სასაფლაოდან მოტანილი მარმარილოსა და ბაზალტის საფლავის ქვები, რომლებზეც დღემდეა შემორჩენილი წარწერები. გარდა ამისა, შენობის სარდაფებში მოწყობილი იყო წინასწარი დაკავების იზოლატორები, რაც იმას მოწმობს, რომ წარსულში აქ დატყვევებული ჰყავდათ ადამიანები. 

1954-1956 წლებში, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, „მარქს-ენგელს-ლენინს” სტალინის სახელიც დაემატა და ინსტიტუტი მარქსის, ენგელსის, ლენინისა და სტალინის სახელობის გახდა, თუმცა, მცირე ხნით, რადგან, საბჭოთა კავშირის მთავრობაში ნიკიტა ხრუშჩოვის მოსვლისთანავე, ინსტიტუტს სტალინისა და ენგელსის სახელები გამოაკლეს და მარქსიზმ-ლენინიზმის სახელი დაუტოვეს. ასეთი სახელით იყო ცნობილი შენობა 1991 წლამდე, საბჭოთა კავშირის დაშლამდე. 90-იანიების პირველ წლებში „იმელის” შენობაში განთავსებული იყო მთავრობის აპარატი, 1992-1995 წლებში აქ დაიდო ბინა საქართველოს პირველმა არჩეულმა პარლამენტმა და სწორედ „იმელის” ცნობილ დარბაზში, 1995 წლის 25 აგვისტოს, პარლამენტმა მიიღო დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია. შემდგომ წლებში ამ შენობაში განთავსებული იყო ცენტრალური საარჩევნო კომისია, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. 2007 წელს ამ ისტორიულ შენობას გაუუქმდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სახელი და კერძო ინვესტორს გადაეცა, რომელიც მის ადგილზე ფეშენებელური სასტუმროს აშენებას გეგმავს. ამჟამად „იმელის” შენობა დემონტაჟის პროცესში, უმძიმეს მდგომარეობაშია. შენობა შიგნიდან მთლიანად არის დანგრეული, რადგან, სახურავი ახდილი აქვს და წვიმისა და თოვლისგან ნადგურდება. არქიტექტურული და ისტორიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაგებობა შველას საჭიროებს. ამასთან დაკავშირებით, „იმელთან” პერიოდულად იმართება აქცია „გადავარჩინოთ „იმელი”, რომლის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელია თბილისზე მზრუნველთა საზოგადოება „ტფილისის ჰამქარი”.

скачать dle 11.3