კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იუმორი

 

– მამი‚ მოდი‚ გაკოცებ‚ რა!  – ფული აღარ მაქვს‚ დედაშენმა უკვე მაკოცა...

***

 

ცოლმა გადაწყვიტა‚ სექსში მრავალფეროვნება შეიტანოს და ქმარს ეუბნება:

– მოდი‚ ვითომ, მე ვარ გოგონა გამოძახებით...

– აა... შეიძლება‚ მე თვითონ ავირჩიო?

***

ექსკურსია ჯოჯოხეთში: აჩვენებენ‚ როგორ იტანჯებიან‚ ეწამებიან მეტ-ნაკლებად ცოდვილები ცეცხლსა და მდუღარე კუპრში... ექსკურსანტებმა თვალი მოჰკრეს გამდნარ კუპრში კმაყოფილი სახით მოლივლივე, აკურატულად გამოწყობილ ადამიანს. დაინტერესდნენ და ჰკითხეს:

– თქვენ ვინ ხართ?

– მასწავლებელი...

– ჯოჯოხეთში როგორ მოხვდით?

– რას ამბობთ‚ ეს რა ჯოჯოხეთია?! – უპასუხა მან‚ გრაციოზულად შეხტა და კუპრის ტალღებში სიამოვნებით გადაეშვა...

***

ძველი დროა‚ „ზავოდობა“ რომ აკრძალული იყო.

მიხომ „სარაიაში“ შეიტანა ქვაბი და ხდის არაყს. ქვაბის გასაგრილებელი წყლის მოსატანად გავიდა და – უკან დაბრუნებულს, მოწანწკარე არაყთან, ორი მილიციელი დახვდა.

– არაყს ხდი განა? რო არ შეიძლება?! დაჯე‚ აჰა „პასტა“‚ აჰა – ფურცელი და დაწერე ახსნა-განმარტებითი ბარათი!

დაწერა. კითხულობენ მილიციელები: „ვხედავ‚ ჩემი „სარაიიდან“ კვამლი გამოდის. ვიფიქრე‚ რაღაცას ცეცხლი მოეკიდა-მეთქი. დავავლე ხელი ვედროებს‚ წყლით ავავსე და „სარაიისკენ“ გავქანდი‚ რომ ჩამექრო... მივვარდი და, ვხედავ‚ ორი მილიციელი დგას და არაყს არა ხდის?!“

***

ბირჟაზე უბნელები ჩამომსხდარან, მიხო ჟურნალს კითხულობს: 

„2050 წლისთვის ჩვენ ვიქნებით 20 მილიარდი‚ – აცხადებენ ჩინელი მეცნიერები“. 

– ჯო‚ რა ჩემ ფეხებად გვინდა ამდენი ჩინელი მეცნიერი?! – უკვირს მიტუას.

***

კარიერა წარმატებულია მაშინ‚ როდესაც, ის ხალხი‚ რომელთა სამსახურიდან გათავისუფლება თქვენ შეგიძლიათ‚ იმაზე მეტია‚ ვიდრე ისინი ვისაც თქვენი გათავისუფლება შეუძლია.

***

ექიმთან გაპრანჭული ქალი მივიდა:

– მიშველეთ‚ ფუტკარმა მიკბინა! 

– არა უშავს‚ ახლავე მალამოთი დავამუშავებ...

– აჰ‚ ვერ დაიჭერთ‚ უკვე კარგა ხანია, გაფრინდა...

– არა‚ ქალბატონო‚ ვერ გამიგეთ‚ იმ ადგილს დავამუშავებ სადაც გიკბინათ...

– აჰ‚ ეს პარკში იყო‚ განაპირა სკამზე ვიჯექი...

– არა‚ მე თქვენი სხეულის იმ ადგილს დავამუშავებ‚ სადაც გიკბინათ.

– ო‚ ეგრე გეთქვათ! თითზე მიკბინა...

– კარგი‚ მაჩვენეთ‚ რომელია...

– მე როგორ გამოვიცნობ‚ ყველა ფუტკარი ერთნაირია...

***

მეზღვაურს სთხოვეს‚ მოეყოლა შემთხვევა‚ როდესაც ყველაზე მეტად შეეშინდა.

– მიგვაქვს ერთხელ ტვირთი – 10 000 თოჯინა. ამოვარდა შტორმი და, როდესაც გემი გვერდზე გადაიხარა‚ ყველამ ერთად დაიძახა: „მამაა!“

***

სხედან ლოჯიაში ძმაკაცები – კოტე და ნიკო და სვამენ.

– მეც დამალევინეთ‚ რა! – გამოსძახა გალიიდან თუთიყუშმა.

– შეგვეშვი, ჩიტო‚ ჩვენც არ გვეყოფა... – უთხრა ნიკომ.

– გეხვეწებით‚ ძმურად!

– კარგი‚ დაგალევინებ ერთ ჭიქას‚ ოღონდ‚ ხვალ თუ პახმელიაზე გამოსასვლელად ერთ ბოთლს მომთხოვ‚ ერთ ღერ ბუმბულს არ დაგიტოვებ‚ იცოდე‚ გაგპუტავ! 

დილით იღვიძებს ნიკო და ხედავს‚ გალიაში გაუჩერებლად‚ აქეთ-იქით დადის თუთიყუში‚ აშკარად დაძაბულია.

– რა გჭირს? – ეკითხება ნიკო.

– კაცო‚ ვფიქრობ: მჭირდება კი ეს ამდენი ბუმბული?!

***

პროფესორი მივლინებიდან დაბრუნდა და ცოლს თავის კოლეგასთან საწოლში მიუსწრო...

– და თქვენ‚ ამის შემდეგ‚ რა შეგიძლიათ, მითხრათ‚ როგორც ინტელიგენტმა ინტელიგენტს? – მიმართა კოლეგას პროფესორმა.

– როგორც ინტელიგენტმა – ინტელიგენტს? შემოსვლამდე უნდა დააკაკუნოთ...

***

ორკესტრის რეპეტიციაზე დირიჟორი შენიშვნას აძლევს დასარტყმელ ინსტრუმენტებზე დამკვრელს... იგივე მეორდება... დირიჟორი უკმაყოფილოა და ორაზროვნად ამბობს:

– როდესაც მუსიკოსს არანაირ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა არ შეუძლია‚ მას ორ ჯოხს აძლევენ და მხოლოდ დასარტყმელ ინსტრუმენტებს ანდობენ...

– და თუ დასარტყმელ ინსტრუმენტებზეც ვერ უკრავს‚ ერთ ჯოხს ართმევენ და... გამოდის დირიჟორი‚ – გადაუჩურჩულა ნაწყენმა მუსიკოსმა უკანა რიგს...

***

– ჩვენმა ზედა მეზობლებმა ახალი ავეჯი რომ მოიტანეს‚ შენც იგივე მომთხოვე; ელექტროტექნიკა იყიდეს – მეც მაყიდვინე‚ აღარაფერს ვამბობ მანქანაზე... კი მაგრამ, ახლა რატომ არ იღებ ხმას? ახლაც მომთხოვე იგივე...

– რამე ახალი იყიდეს? 

– არა‚ კაცმა ახალი ცოლი მოიყვანა...

***

უფროსი მიმართავს თანამშრომელს:

– ძალიან გთხოვთ‚ ნუ მომმართავთ‚ როგორც ბოსს‚ შეფს... არ მიყვარს ასეთი მაღალფარდოვანი უცხოური სიტყვები... მომმართეთ უბრალოდ‚ ჩვენებურად‚ ქართულად – მამა-მარჩენალო-თქო!

***

– გუშინ სასტიკი ბრძოლა გამოვუცხადე სმას, თუმცა‚ დიდი უპირატესობით მომიგო...

***

განცხადება სადარბაზოს შესასვლელთან:

„გთხოვთ, საყვარლები უბანში შეარჩიეთ‚ მანქანის დასაყენებელი ადგილი აღარსადაა!“

***

ყველას ბედნიერების თავისი საზომი აქვს: სასადილო მაგიდაზე‚ ჩარჩოში მიდევს წარწერა – „ხვალ ვიწყებ დიეტას“... ყოველ დილით ვუყურებ წარწერას და ვამბობ: რა კარგია‚ ხვალ ვიწყებ და არა დღეს...

***

ძვირფასო ცოლებო‚ რომლებიც იტანჯებით ქრონიკული თავის ტკივილით‚ წელის გაკავებით‚ დაღლილობით‚ ძილის სიყვარულით... დიდი მადლობა თქვენი პოზიციისთვის. თქვენი წყალობითაა‚ რომ ჩვენ, ქალების გარკვეული კატეგორია‚ მარტო არ ვართ...

 

скачать dle 11.3