კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დასთხარა გიორგი მეთერთმეტემ თვალები ბეჟან სააკაძესა და მის ძმას

15 წლის წინანდელ სამეცნიერო პუბლიკაციაში, რომელიც ჯავახიშვილთა გვარს ეხება, მოყვანილია ხალხური ლექსი. ჩვენი რესპონდენტი, ფსიქოლოგი გელა გარაყანიძე მიიჩნევს, რომ „ლექსი სუსტია და კურიოზის კატეგორიას უფრო მიეკუთვნება”...

– ბატონო გელა, მინიატურული ზომის გამო, გვაქვს საშუალება, ლექსსაც გავეცნოთ და თქვენგან მისი დაწუნების მიზეზსაც. 

– „ციციაანთ ქალობა, თარხნიაანთ გალობა,

ბაგრატიონთ ქონება, ჯავახიანთ – გონება”.

... ჩემი ბავშვობისას, გასული საუკუნის 50-60-იან წლებში, თარხნიშვილების დიდებული ხმა არაერთხელ მაქვს მოსმენილი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვიდეოჩანაწერის ტექნოლოგია დანერგილი არ გახლდათ... სადღა ჰქონდათ მეოცე საუკუნეში ბაგრატიონებს ქონება?! ბოლშევიკები რამეს გაუჩერებდნენ?! 

და, როცა ჰქონდათ, ფეოდალურ ხანაში, ვინმეს სმენია რამე თარხნიშვილთა სიმღერაზე? რომელიმე მატიანეში ან წერილობით ძეგლში არის ნათქვამი ამის შესახებ?!

– როგორც თქვენ განაცხადეთ, ამ შეუსაბამობამ აღგიძრათ მოტივაცია – დაგედგინათ, რით იყო გამორჩეული სააკაძე-მოურავიშვილ-თარხნიშვილთა გვარი. თუ შეიძლება მოკლედ გვაცნობეთ, რა დაასკვენით?

– ორ პუნქტად ჩამოვაყალიბებ: 1. მტრის კარზე ადვილად აღზევდებიან. 2. მოშურნეთა ინტრიგების წყალობით, ხშირად ისჯებიან სიკვდილით.

ძალიან გთხოვთ, მტრის კარზე აღზევებულ იმ ქართველთა ვინაობა არ მკითხოთ, რომელნიც სიბერით გარდაიცვალნენ... ამაზე ნაფიქრი მაქვს, დასახელებაც შემიძლია, მაგრამ, თემას არ გადავუხვიოთ.

– მაშინ, დაგვისახელეთ აღზევებულნი და, შეძლებისდაგვარად, მათი სიკვდილის გარემოებანიც მიმოვიხილოთ.

– ბეჟან სააკაძე პირველია გვარში, ვინც „ბედის უკუღმართობით” სპარსეთში მოხვდა და გარკვეულ მდგომარეობას მიაღწია შაჰის კარზე მეთექვსმეტე საუკუნეში. სიტყვები – „ბედის უკუღმართობით“ – იმიტომ ჩავსვი ბრჭყალებში, რომ დღეს ველოსიპედის გამოგონება არ მინდა... 

ბეჟან სააკაძის შესახებ ორი ვერსია არსებობს: სპარსული წყაროს მიხედვით, იგი იმავე საუკუნეში დაბრუნდა ქართლში და მტკვრის პირას, გორის მიდამოებში დაეფუძნა. შემდეგ კი ის ვერაგულად მოკლეს... მისი ცოლი, თავის სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, სპარსეთში დაბრუნებას გადაწყვეტს. გზაში მათ ერთადერთ მარჩენალ ძროხას შარაგზის ყაჩაღი წაართმევს, დედა და მისი ორი ვაჟიც გარდაიცვლებიან და უკან მხოლოდ 11 წლის როსტომ სააკაძე ბრუნდება... 

ქართული ვერსიით, ბეჟან სააკაძე 1615-1619 წლებში ქართლის მეფის, ბაგრატ მეშვიდის (ბაგრატ-ხანის) სახლთუხუცესია. რასაკვირველია, სპარსული წყარო სცოდავს. როსტომის ორი ძმაც სპარსეთის კარზე ჩანს. როსტომი ირანის სპასალარია, 1642 წელს კი, მეშურნეთა გარჯის შედეგად, სიკვდილით დაისაჯა. ცოლად ქაიხოსრო ბარათაშვილის ასული უნდა ჰყოლოდა...

– თუ ფარსადან ციციშვილს მისთვის მამა არ მოუკლავს, მაშ, რატომ დაარბია საციციანო როსტომ სააკაძემ 1633 წელს?

– როგორც ჩანს, ფარსადანსა და ბეჟანს სხვა სახის კონფლიქტი ჰქონდათ. მამამისი ფარსადანს მართლა რომ მოეკლა, ერთი რომელიმე ქართველი მემატიანე მაინც გახდიდა ამ ფაქტს ყურადღების ღირსად.

მოურავზე დღეს არაფერს ვიტყვი... მეოთხე სააკაძედ, ვინც სპარსეთში ძალზე გაითქვა სახელი, ზორაბ-ხანს დავასახელებ, რომელიც გახლდათ თეიმურაზ მეორის სიძის – ადილ-შაჰის ვეზირი. იგი ქეთევან თეიმურაზის ასულის მაზლმა მოკლა, რაც ძმებს შორის სიძულვილის დასაბამი გამხდარა. ასეთ ცნობას გვაწვდის თეიმურაზ ბატონიშვილი თავის „ახალ ისტორიაში”. ეს ამბავი მეთვრამეტე საუკუნის 40-იანი წლების მიწურულს მომხდარა. 

– ზორაბ-ხანი მოურავის შთამომავალია?

– არა მგონია, უფრო – როსტომ სპასალარის ან მისი ძმების. საკვირველია, რატომ არაფერს ამბობს ამ საკითხზე პაპუნა ორბელიანი, რომელიც ადილ-შაჰის ამბებს დაწვრილებით აგვიწერს თავის ნაშრომში...

რიგით მეექვსედ დავასახელებ დავით სააკაძეს, რომელიც გახლავთ რუსეთის არმიის პოდპოლკოვნიკი. 1801 წელს დაპყრობილი ქართლ-კახეთის დედაქალაქში ის კომენდანტად დანიშნეს 1803 წლის 17 მარტს. ორ წელზე ცოტა მეტხანს დაყო ამ თანამდებობაზე. ბუნებრივი სიკვდილით აღესრულა, არავის მოუკლავს. არც მამამისი, ცნობილი პოეტი დიმიტრი სააკაძეა მოურავის შთამომავალი... 

– მასზე უფრო ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწეა იოსებ ტფილელი. მის შესახებ რას გვეტყვით?

– ლიტერატურის ისტორიის სპეციალისტს, ქალბატონ რიმა ფირცხალაიშვილს, არც ის მიაჩნია მოურავის შთამომავლად, თუმცა, ქართული წერილობითი წყაროების თანახმად, იგი მოურავის ვაჟის – იორამის ერთ-ერთ შვილად ფიქსირდება. 

დამრჩა კიდევ ერთი „მტრის კარზე აღზევებული”, მეხუთე ნომერი, რომელიც შეგნებულად ბოლოსთვის მოვიტოვე.

– რადგან ფინიშის სწორზე გავსულვართ, იქნებ, ორიოდე სიტყვით სხვა სააკაძეები თუ თარხნიშვილებიც გავიხსენოთ. 

– ვინაიდან მამასთან ერთად იმყოფებოდა სპარსეთშიც და ოსმალეთშიც, ავთანდილიც სათვალავშია ჩასათვლელი, ისე, როგორც ბიძამისი ქაიხოსრო, რომელიც 1623 წელს დაიღუპა სპარსელთა მიერ ბაღდადის  აღებისას. 

ავთანდილის ძმა, იორამი გახლავთ მოურავის ჯილაგის გამგრძელებელი. სულხან-საბა, რომლის დედისთვისაც იორამი მამიდაშვილია, ჯილაგს ასე განმარტავს – „გვარად საქმის მოდგმა.”

იორამი მამამისის მიერ „წუთისოფელში გამოყვანილი” ხოსრო-მირზას ერთგულიცაა და თავისი დისშვილის, ვახტანგ მეხუთისაც... რაც შეეხება ვახტანგის ვაჟს – გიორგი მეთერთმეტეს, მან ბეჟან სააკაძესა და მის ძმას სხვადასხვა გადაცდომათათვის თვალები დასთხარა, მაგრამ, ისინი ატენელ სააკაძეთა შტოს მიეკუთვნებიან, იორამის გარე ბიძაშვილნი ჩანან.

იორამი მაშინ გარდაიცვალა ყვავილით, როცა ვახტანგ მეფის დავალებას ასრულებდა იმერეთში. მისი შვილებიდან ყველაზე გამორჩეული, ალბათ, ავთანდილია, რომელიც ქართლის სამეფოს კარზე მეჯინიბეთუხუცესის სახელოსაც ფლობდა და თბილისის მოურავიც გახლდათ. 

– მახსოვს, თქვენ ადრე ლუარსაბ თარხანზეც ისაუბრეთ და, მიიჩნევთ, რომ იგი 1732 წელს კონსტანტინე კახთა მეფის სიკვდილში უდანაშაულოა და ტყუილად ცდილობენ მისი ბიოგრაფიიდან იმ ფაქტის ამოგდებას, ვითომ თურქებთან კონსტანტინეს მიტყუების შუამავლად არ გარჯილიყოს.

– თურქებმა ლუარსაბს ეს შრომა დაუფასეს და 1733 წელს მამულების ხელშეუვალობის ფირმანი უბოძეს. ლუარსაბი მაშინვე აყენებს საქმის კურსში თავის ბიძაშვილებსა და ყმა-აზნაურებს: „სტამბოლს წაველ და ბედნიერის ცათა სწორის ხელმწიფის ფარვანი მოვიტანე”.

– მოურავის ნაშიერთაგან ყველაზე ცნობილად ვინ მიგაჩნიათ?

– თარხნიშვილები მეთვრამეტე საუკუნეში გვარიანად გამრავლდნენ. ისე გამრავლდნენ, რომ მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ერთმანეთზე ჯვარსაც იწერდნენ. ესტატე თარხნიშვილი გიორგი მეთორმეტის შვილიშვილია, ჰოდა, მისმა ვაჟმა ლუკამ, ცოლად მოიყვანა თავისი გარე ბიძაშვილი, ერეკლე მეფის მიმბაშის, დავით თარხნიშვილის ასული – თამარი.

ყველაზე ცნობილად, პირადად მე, ამ ესტატეს ქალიშვილი – ელისაბედი (შინაურები კეკეს ეძახდნენ) მიმაჩნია, რომელიც ჩოფიკაშვილების რძალი გახდა და საქართველოს ალექსანდრე ყაზბეგი გაუზარდა. 

ზოგმა კი, რჩეულად, შეიძლება, დავით მიმბაშის ვაჟი, ლუკას ცოლისძმა – იოსები მიიჩნიოს, რომელმაც ღუნიბის აღებისას გამოიჩინა თავი და გენერალ-ადიუტანტის წოდებამდე მიაღწია. 

ასევე, გვარში გამორჩეული გახლდათ, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ივანე რამაზის ძე თარხანოვი, „დიდი რუსი ფიზიოლოგი”. ზუსტად 200 წლის წინათ, პაპამისი დიმიტრი თარხნიშვილი სწორედ რუსების წინააღმდეგ აჯანყებული კახელების აქტიური თანამდგომი იყო, რის გამოც ის ციმბირში გადაასახლეს... 

– მიმბაში რას ნიშნავს?

– მიმბაში ათასისთავსაც ნიშნავს და ციხისთავსაც. დავით მიმბაშის ღვიძლი ძმაა სოლომონი, რომელიც სარდალ იოანე ორბელიანის დის ქმარია. ალექსანდრე (პუპლია) ორბელიანის მოგონებით, ამ სოლომონს ისე ჰყავდა დამორჩილებული თავისი ცოლისძმა, რომ, „თუ უნდა აყენებდა და თუ უნდა დასომდა”... 

– იქნებ, დროა, დაანონსებულ თემაზე გადავიდეთ?

– როდესაც ვახტანგ მეექვსე 1724 წელს რუსეთის გზას დაადგა, მის ამალაში იმყოფებოდა ომან პაატას ძე მოურავიშვილი – ბაქარ ბატონიშვილის საუფლისწულო მამულების ეშიკაღასბაში (ანუ, ბოქაულთუხუცესი), ზემოთ ნახსენები ავთანდილ მეჯინიბეთუხუცესის შვილიშვილი. როცა ვახტანგი მიიცვალა, ერთი წლის თავზე ქართულ ჰუსართა ასეული შედგა და ომანი იქ სხვებთან ერთად ჩაეწერა. რუსებისთვის სახელი „ომანი“ არაბუნებრივად ჟღერდა და, ამიტომ, წინ ერთი ასო – „რ” ჩაუმატეს. რომან მოურავიშვილი 1739 წელს თურქებთან ბრძოლაში დაიღუპა. საქართველოში ცხოვრებისას მას უკვე ჰყავდა ორი შვილი: პაატა და ქაიხოსრო. ჯერჯერობით ზუსტად არ არის დადგენილი, ეს შვილები მამასთან ჩავიდნენ თუ რომანმა რუსეთში ცხოვრების დროს სხვა ცოლის შერთვა მოახერხა, მაგრამ, ანტონ მოურავოვი მისი ღვიძლი შვილია. იგი 1749 წლიდან 1764 წლამდე კი რუსეთის სამხედრო სამსახურშია, 1764 წლიდან სამოქალაქო სამსახურში შევიდა, ხოლო, ხუთი წლის შემდეგ კი, საქართველოს საქმეებში საგანგებო რწმუნებულად ინიშნება. საქმე ისაა, რომ რუსეთ-თურქეთის ომის (1768-1774 წწ) ფარგლებში, რუსეთის სამეფო კარს სურს, თურქებს მეორე ფრონტი გაუხსნას კავკასიაში. ამ დავალებას მისცემენ წარმოშობით გერმანელ გენერალს, გრაფ ტოტლებენს, რომლის მხოლოდ „მხლებელი” კი არ არის ანტონი, არამედ, მის მიერ საქართველოში ჩადენილ ბოროტებათა თანამონაწილეც. 

– ჩვენს მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ ტოტლებენმა მეფე ერეკლე 1770 წელს გამართული ასპინძის ბრძოლის წინ, საომარ ველზე მიატოვა. სხვა რომელ ბოროტებათა შესახებ ფლობთ ინფორმაციას?

– ტოტლებენის მარტო ბიოგრაფიის გაცნობაც კი ამაზრზენია... ზღვა მასალაა თავმოყრილი რუსეთის არქივებში მის მიერ ჩადენილ უკეთურებათა შესახებ. ანტონ მოურავოვის რეალური სახის წარმოჩენა მხოლოდ ისტორიკოს ვალერიან მაჭარაძის შრომების გაცნობის შემდეგ შეიძლება. არადა, საბჭოთა პერიოდში გამოცემულ სახელმძღვანელოებში ლამის დადებით პერსონად არის გამოყვანილი. მის გარემოცვაში სხვა ქართველებიც ჩანან – ჩოლოყაშვილი, ქობულაშვილი, რატიშვილი... ისინიც ვახტანგს გაყოლილ თავადთა ნაშიერნი არიან, მაგრამ საკუთარი ქართველობა არ ავიწყდებათ. ანტონი გადაგვარებული ქართველია. რა ვითარებაში აღესრულა, ზუსტად არ არის ცნობილი.

скачать dle 11.3