კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი გრამი მარილი სჭირდება ადამიანის ორგანიზმს დღეში

 

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად და შეუფერხებლად იმუშაოს. ეს ნივთიერება შეიცავს ნატრიუმს, რომელიც გამოდევნის ორგანიზმიდან ჭარბ კალიუმს, რაც ძალიან მავნებელია. ზოგი ადამიანი, გაცილებით მეტი რაოდენობით მარილს მოიხმარს, ვიდრე ეს საჭირო და აუცილებელია.

ნატრიუმისა და კალიუმის ბალანსი ორგანიზმში სითხის მარაგის საჭირო რაოდენობით შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ასევე, სისხლძარღვების მუშაობას უწყობს ხელს და აუცილებელია კუჭში მარილმჟავას წარმოქმნისთვის. ორგანიზმში ჭარბი მარილის დაგროვება კი ისეთივე საშიში და საზიანოა, როგორც მისი დეფიციტი.

ადამიანის ორგანიზმს დღეში დაახლოებით 13 გრამი მარილი ესაჭიროება. ჭარბი მარილის კომპენსირება ადვილად არის შესაძლებელი. უნდა იცოდეთ და დაიცვათ შემდეგი პირობა – წლის განმავლობაში მეტი ბოსტნეული ჭამეთ, გაზარდეთ სითხის რაოდენობა, სვით ისეთი წყალი, რომელიც მინერალურ ნივთიერებებს შეიცავს.

ორგანიზმში მოხვედრილი ჭარბი მარილი აზიანებს თირკმელებს, გულსა და სასიცოცხლო არტერიებს. ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევისას, ორგანიზმში სითხე გროვდება. ეს კი, შეშუპებისა და ჭარბი წონის მიზეზი ხდება. ძალიან მარილიანი საკვების მიღება, აგრეთვე, იწვევს გულის იშემიურ დაავადებებსა და ათეროსკლეროზს.

მარილის ძირითადი რაოდენობა საკვებიდან უნდა მიიღოთ. ასაკის მატებასთან ერთად, იცვლება და იზრდება მოთხოვნა მარილზე, ჯანმრთელ ადამიანს კი ნაკლებმარილიანი და ნაკლებად მწარე საკვების მოთხოვნილება აქვს. უმარილო დიეტა ძალიან სასარგებლოა გაცხიმოვნების დროს. მაგალითად, ამ დროს ყველა კერძი მარილის გარეშე უნდა მოამზადოთ. აუცილებლობის დროს კი, მწიკვი მარილი მოაყარეთ მომზადებულ საკვებს.

საკვები უნდა მიიღოთ დღეში 5-ჯერ, სუფრიდან ადგომისას კი ოდნავ დაუნაყრებლობის გრძნობა უნდა გქონდეთ. უბრალო დიეტაში შეგიძლიათ შემდეგი პროდუქტები გამოიყენოთ: დღეში 200 გრამი ხორბლის პური, მჭლე ხორცი, თევზი, მოთუთქული ან უმი ბოსტნეული – კიტრი, კომბოსტო, თალგამი, ლობიო, პომიდორი, კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი; ასევე, ხილი, კენკროვნები, ხაჭო, კვერცხი, ჩაი და ყავა.

უმარილო დიეტის დროს იკრძალება: მაკარონი, შაქარი, ყურძენი, საზამთრო, ბანანი, შებოლილი პროდუქტი, ბურღულეული, მწარე და მჟავე საკვები.

უმარილო დიეტა, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმელების დაავადებების დროს გამოიყენება. ამ დროს უნდა მიირთვათ უმარილო, ორთქლზე მომზადებული კერძები. ასევე, იკრძალება შემწვარი საჭმელი, კარაქი და ზეთი კი მომზადების შემდეგ უნდა დაამატოთ. ამ დროს მკაცრად გამორიცხეთ ცხიმიანი, მწარე, შებოლილი პროდუქტები, მარინადები, ცხვრის ხორცი და საკონდიტრო ნაწარმი.

 

შავ ქლიავს სამკურნალო თვისებები გააჩნია

შავ ქლიავს განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები აქვს. ის მდიდარია პექტინებით, უჯრედისით, სორბიტით, ვიტამინებით, მიკრო და მაკროელემენტებით. მას ახასიათებს საფაღარათო, შარდმდენი და ნაღველმდენი თვისებები.

შავ ქლიავს იყენებენ ქრონიკული შეკრულობის, ქოლეცისტიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს.

ანემიის დროს განსაკუთრებით ეფექტურია ქლიავის ახალგამოწურული წვენის მიღება, რადგან ის დიდი რაოდენობით რკინას, მარილებსა და ასკორბინის მჟავას შეიცავს. სწორედ ამითაა განპირობებული მისი სისხლწარმომქმნელი სტიმულაცია.

ქლიავის ჭამა, ასევე, კარგია მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროსაც. ის ანეიტრალებს კუჭის წვენს და ბაქტერიოციდულად მოქმედებს ლორწოვანაზე.

შავი ქლიავი, ფიტონციდების შემცველობის წყალობით, გამოირჩევა ბაქტერიოციდული თვისებებით და ახასიათებს მადეზინფიცირებელი მოქმედება არა მარტო კუჭ-ნაწლავის, არამედ პირის ღრუს ლორწოვანას დაავადებების დროსაც. შავი ქლიავი ორგანიზმის საუკეთესო გამწმენდია. ის გამოდევნის მავნე ნივთიერებებს, მაგალითად, ქოლესტერინს, კანცეროგენებს, მძიმე ლითონების შემცველ მარილებს. ამიტომ,  ის აუცილებლად უნდა მიირთვას მოწამლულმა ადამიანმა.

ორგანიზმის გაჯანსაღებისა და სიმსივნური დაავადების პროფილაქტიკისთვის ორი კვირის განმავლობაში მიირთვით ერთი ჩაის ჭიქა გატარებული ქლიავისა და ერთი კოვზი თაფლის ნარევი.

ქლიავის ჭამა არ არის სასურველი შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ან ჭარბი წონის მქონე პირებისთვის, რადგან ის დიდი რაოდენობით შეიცავს გლუკოზას.

 

რა დროს აქვს არაყს სამკურნალო თვისებები

გარკვეული ალკოჰოლური სასმლის მცირე დოზით მიღება სასარგებლოა ორგანიზმისთვის. სამკურნალო თვისებები გააჩნია ღვინოს, ლუდს და არაყსაც კი.

მცირე დოზით მიღებული არაყი ააქტიურებს ორგანიზმს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, განაპირობებს ორგანიზმის ყველა ორგანოს სისხლით მომარაგებას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ხსნის ორგანიზმში ნერვულ დაძაბულობას, ამაღლებს გუნება-განწყობას.

მაღალი ხარისხის არაყი ამარაგებს ადამიანის ორგანიზმს არომატული, აქროლადი ნივთიერებებითა და ნაერთებით, რომლებიც ქოლესტერინის დონეს დაბლა სწევს.

არსებობს საკვები, რომელზეც არყის დაყოლება მავნეა ორგანიზმისთვის, ასეთებია: მწვანილი, ბოსტნეული, ხილი, სუპები, თევზი. ზემოთ ჩამოთვლილი საკვების ჭამისას, თუ არაყს დალევთ, მიღებული საკვები ვერ შეითვისება ორგანიზმის მიერ. არაყთან რეაქციაში მწვანილსა და ბოსტნეულში არსებული ორგანული მჟავები წარმოქმნის მავნე ნივთიერებებს, რამაც შეიძლება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლა გამოიწვიოს. არყის მიყოლება სასარგებლოა ხორცთან და ცხიმიან საკვებთან.

 

 იწვევს თუ არა არასწორი სქესობრივი კონტაქტი ქრონიკულ პროსტატიტს

ქრონიკული პროსტატიტი წინამდებარე ჯირკვლის ანთებაა. ამით არა მხოლოდ ასაკში შესული მამაკაცები, არამედ ხშირად ახალგაზრდებიც ავადდებიან. ქრონიკულ პროსტატიტს იწვევს ბაქტერიული ინფექცია, რომელიც საშარდე არხით, სისხლით ან ორგანიზმში არსებული ნებისმიერი ანთებითი კერიდან ლიმფოგენური გზით ხვდება წინამდებარე ჯირკვლებში.

პროსტატიტით დაავადებულები უჩივიან ტკივილის შეგრძნებას საზარდულისა და შორისის არეში, რომელიც გადაეცემა გარე სასქესო ორგანოებს და გავა-წელის არეს. ინფექციის დროს ძნელდება შარდვის პროცესი და ადამიანს უჩნდება ისეთი გრძნობა, თითქოს შარდის ბუშტი მთლიანად არ არის დაცლილი.

პროსტატიტი ქრონიკული პროცესია, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში შესაძლებელია ავადმყოფობის გართულება – მატულობს ტკივილი, ტემპერატურა, ავადმყოფი უჩივის ქრონიკულ უძილობას.

ამ დროს კატეგორიულად იკრძალება თვითმკურნალობა, განსაკუთრებით ანტიბაქტერიული პრეპარატებით; არასწორი მკურნალობის შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადების გამომწვევი მიკრობი კი არ მოისპოს, არამედ სახე იცვალოს. ეს კი მკურნალობის პროცესს აძნელებს და შემდგომში მეტ გართულებებს იწვევს.

დაავადების გამწვავების შემთხვევაში საკვები რაციონიდან უნდა გამორიცხოთ მწარე, მლაშე და დაკონსერვებული საკვები. ასეთ საკვებში შემავალი კომპონენტების გადამუშავების შემდეგ, ორგანიზმი შარდში გამოყოფს ისეთ ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება, გააძლიეროს წინამდებარე ჯირკვლის ანთებითი პროცესი. ასევე, არ შეიძლება, ალკოჰოლური სასმელები, ალკოჰოლი ხელს უწყობს მცირე მენჯის არეში დაფარული, შენელებული პროცესების გააქტიურებას, ქმნის მათი განვითარებისთვის სასურველ ნიადაგს. თუ თქვენს ორგანიზმს არ აქვს მიდრეკილება შეშუპებისადმი, ეცადეთ, მეტი რაოდენობით სითხე მიიღოთ. განსაკუთრებით სასარგებლოა სამკურნალო ნაყენების სმა, კერძოდ, მრავალძარღვას, არყის ხის კვირტების, დათვის კენკრას ნახარში.

ქრონიკულ პროსტატიტს ინფექცია იწვევს. ეს უკანასკნელი ორგანიზმში შეიძლება, სქესობრივი გზითაც მოხვდეს. ამიტომ, აუცილებელია, ამ დროს და ზოგადად, პირადი ჰიგიენის დაცვა.

ქრონიკული პროსტატიტის დროს დაუშვებელია გაციება, ზედმეტი გადახურება ან გადაციება. არასრული შარდვის შემთხვევაში, შეიძლება, განვითარდეს ორმხრივი ურეტეროჰიდრონეფროზი და მოხდეს არა მხოლოდ შარდის ბუშტის დაჭიმვა, არამედ ზედა საშარდე გზების დაჭიმვაც. ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს თირკმელების პროგრესირებად და ქრონიკულ უკმარისობას. შესაძლოა, განვითარდეს სქესობრივი პოტენციის დაქვეითება და დარღვევა.

ქრონიკული პროსტატიტით დაავადებულ ადამიანებს მკვეთრად ერღვევათ წინამდებარე ჯირკვლის ინკრეტორული და ექსკრეტორული ფუნქცია, რაც სქესობრივი უძლურების, უშვილობის, ნაადრევი ერექციისა და სხვა დაავადებების მიზეზი ხდება. ამიტომ, აუცილებელია, პროსტატიტის დროული გამოვლინება და სავალალო შედეგამდე, სწორი და დროული მკურნალობის კურსის ჩატარება.

 

რა იწვევს თვალის ანთებას და მხედველობის გაუარესებას 

უევიტი თვალის საკმაოდ სერიოზული და რთული დაავადებაა. მისმა განვითარებამ, შესაძლოა, მხედველობის მკვეთრი გაუარესება, კატარაქტა, გლაუკომა და სიბრმავეც კი გამოიწვიოს.

არ არის გამორიცხული, თვალის ანთების მიზეზი ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია აღმოჩნდეს. ხშირად ეს ინფექცია ნუშურა ჯირკვლებში ან ჰომოსის ღრუშია ლოკალიზებული. ეს ის ორგანოებია, რომელთაც თვალებთან საზიარო სისხლის მიმოქცევა აკავშირებს და ადვილი შესაძლებელია, მათ ინფექცია გადასდონ.

უევიტი, ასევე, შესაძლებელია, გამოიწვიოს ტუბერკულოზმა, რევმატიზმმა, სკლეროზმა, პიელონეფრიტმა, რევმატოლოგიურმა პოლიართრიტმა და ასე შემდეგ. ამ დროს ზიანდება ორივე თვალი. უევიტი აზიანებს თვალის კაკლის სისხლძარღვოვანი გარსის სტრუქტურას, ფერად გარსსა და ცილურ სხეულს.

მნიშვნელოვანი ფაქტორია თვალების დაცვა მაპროვოცირებელი ფაქტორებისგან, მაგალითად, ორგანიზმის გადაციების ან გადახურებისგან, ორპირი ან ძლიერი ქარისგან, ყინვისგან და ასე შემდეგ.

უევიტის დაავადების გამწვავების პერიოდში, ადამიანი უნდა მოერიდოს კითხვას, წერას, ტელევიზორის ყურებას, კომპიუტერთან ჯდომას, რადგან ამ დროს თვალები იცრემლება და ადვილად იღლება. სასურველია, ამ პერიოდში სინათლის ფილტრიანი სპეციალური სათვალის ტარება. ის დაიცავს თვალს დღის შუქის მკვეთრი გამოსხივებისგან. ყინვასა და ქარში კი აუცილებლად გაიკეთეთ მუქი ფერის სათვალე. თუ ადამიანს უევიტი ერთხელ დაემართა, მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგაც შესაძლოა, პათოლოგია განუვითარდეს.

 

скачать dle 11.3