კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ შეიძლება გიორგობის დღესასწაულზე ყოჩების მიყვანა, ღრეობა და როგორ უნდა ვევედროთ წმიდა გიორგის განსაცდელებისა და სნეულების ჟამს

  ყოველი ერი განსაკუთრებულ პატივს მიაგებს რომელიმე წმიდანს; ყოველ ერს ჰყავს თავისი განსაკუთრებული ზეციური მფარველი, რომელიც ლოცულობს ერისთვის და იფარავს მას განსაცდელთაგან. წმიდა გიორგი არის საქართველოს განსაკუთრებული მფარველი. ისტორიიდან ცნობილია, რომ წმიდა გიორგი ხილულადაც იბრძოდა ქართველთა ლაშქარში. ბევრ ევროპულ ქვეყანაში საქართველოს წმიდა გიორგის სახელის მიხედვით „გეორგიას“ ეძახიან, ჩვენთან ეკლესიების უმეტესი ნაწილი წმიდა გიორგის სახელზეა აგებული.  საქართველოს მეფეების, ბაგრატიონების გერბზე, წმიდა გიორგი გამოსახულია როგორც გველეშაპის შემმუსვრელი. წინათ დიდმოწამის ხატი ქართული ლაშქრის დროშებზე აბრეშუმით იყო ამოქარგული. ბრძოლის დროს რუსთავის ეპისკოპოსს დროშა ეჭირა, მღვდლებს კი – ხატები. არცთუ იშვიათად, წმიდა გიორგის გამოსახულება მეომართა ფარებზე იყო ამოტვიფრული... გიორგობის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):

 

– ქრისტიანები დღეს ხშირად მხოლოდ დღესასწაულებზე მოდიან ეკლესიაში, ასევე‚ მარხვების პერიოდში და შემდეგ ისევ ტოვებენ, ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან. რატომ უნდა დაბრუნდეს ქრისტიანი ეკლესიაში, რატომ უნდა იაროს მან ყოველკვირა წირვა-ლოცვებზე? იმიტომ, რომ, თითქმის ყოველი კვირა და ყოველი დღე არის რომელიმე დღესასწაული ან წმიდანის ხსენების დღე. ის, ვინც არ იმყოფება იმ დროს ეკლესიაში, ვერ იზეიმებს ამ დღესასწაულს და ვერ აღნიშნავს რომელიმე წმიდანის ხსენების დღეს. ამიტომაც, სასურველია‚ დავრჩეთ ეკლესიაში, მოვუსმინოთ ტიპიკონს, რომლის საშუალებითაც ეკლესია შეგვახსენებს‚ თუ ვინ უნდა ვადიდოთ, როგორ უნდა ვადიდოთ და როგორი ქრისტიანები უნდა ვიყოთ. ჯერ კიდევ 17 საუკუნის წინ, მსოფლიო იმპერატორმა, დიოკლეტიანემ  თავისი ერთ-ერთი სხდომა ამ სიტყვებით დაამთავრა: „ქრისტიანები აღარ უნდა არსებობდნენ“. ეს არის მეათე დევნის დასაწყისი, რომელიც ძალიან მკაცრი განაჩენი, გადაწყვეტილება იყო და მყისიერად იქნა აღსრულებული – დაიწყო ქრისტიანების სასტიკი დევნა. საქართველოში ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ, თითქოს, არსებობს თეთრი წმიდა გიორგი, ასევე, 360 წმიდა გიორგი – ეს ყველაფერი ზღაპარია, რადგან, არსებობს მხოლოდ ერთი – კაპადოკიელი წმიდა გიორგი, დიდმოწამე, რომელიც ევნო ქრისტეს სახელისთვის და მან დიადი გამარჯვება მოიპოვა ჩვენი განმტკიცებისთვის, რწმენისთვის. ამიტომაც, იმ დღესვე შეიყვარა ის ქართველმა ერმა. სამწუხაროდ‚ დღეს ბევრი ქართველი დამახინჯებით ზეიმობს წმიდა გიორგის ხსენებას.

– რას გულისხმობთ ამაში?

– მსოფლიოში მხოლოდ ქართველები აღვნიშნავთ 23 ნოემბერს წმიდა გიორგის მოწამეობას, მარტვილობას, ხოლო 6 მაისი, წმიდა გიორგის თავისკვეთის დღე‚ მსოფლიო დღეა. ქართველი მართლმადიდებლის ცხოვრებაში ვერანაირი სხვა მოვლენა ვერ დაიკავებს ამ დღესასწაულის ადგილს. ამიტომაც‚ სასურველია‚ ყველა დღესასწაული გვერდზე გადავდოთ და ვიზეიმოთ გიორგობა და არა სხვა რამ. „ქრისტიანები აღარ უნდა არსებობდნენ“ – ამ სიტყვებს კიდევ ერთხელ გაიმეორებს ანტიქრისტე, რომელიც იქნება მსოფლიოს ბატონ-პატრონი. ხუთივე კონტინენტზე ცხოვრობენ ქრისტიანები, მაგრამ, ვინ როგორი ქრისტიანია, ვინ როგორ მიჰყვება ქრისტეს – ეს ჯერ კიდევ საკითხავია. აქედან გამომდინარე, როდესაც ანტიქრისტე გამეფდება მთელ მსოფლიოზე, გახდება ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, რა თქმა უნდა‚ მას არ ექნება იმის სურვილი, რომ დედამიწაზე იყვნენ ქრისტიანები. თუმცა‚ ის ამას ისე არ იტყვის, როგორც ანტიქრისტე, ის იტყვის: უნდა არსებობდნენ, მაგრამ, დამახინჯებული ქრისტიანები, ანუ, მწვალებლები, ყალბი, ფსევდო ქრისტიანები. ჩვენც რომ მათ შორის არ აღმოვჩნდეთ, ბევრი რამ უნდა დავიმახსოვროთ და ვისწავლოთ. როგორც იგვემა და ეწამა წმიდა გიორგი, რა თქმა უნდა, ჩვენ მსგავსი რამ არ  გვემუქრება, არავინ გეტყვით: უარყავი საკუთარი თავი, ოჯახი, სამსახური და უარყავი ქრისტე. პირიქით: შეგაქებენ, რომ ქრისტიანი ხარ, მოძღვარი გყავს, მაგრამ, გეტყვიან: მაშინ‚ რა დააშავა ბუდისტმა, მუსლიმანმა, ბაპტისტმა და ასე შემდეგ?! შენც მათ გვერდით უნდა ილოცო, მათი მსგავსი მორწმუნე უნდა იყო და მათ უნდა დაუთმო შენი ადგილი, მარტო შენ არ ხარ ჭეშმარიტი აღმსარებელი. ძალიან ბევრი სასულიერო პირი ამ ცრუ სწავლებას მიიღებს და ქვეყნიერებაზე დამკვიდრდება პანეკუმენიზმი‚ ანუ, ყველა სარწმუნოების საყოველთაო აღიარება. ამის წინააღმდეგი იყო წმიდა გიორგი. ძალიან საინტერესო მონაკვეთი ამოვიკითხე მისი ცხოვრებიდან: როდესაც დიოკლეტიანემ დაინახა, რომ ვერაფერი ავნო წმიდა გიორგის, ვერაფერი დააკლო, ხან მკერდზე ლოდი დაადეს, რომელიც რამდენიმე კაცმა ძლივს ასწია, ხან ლურსმნებიანი ფეხსაცმელები ჩააცვეს, ხან ხაროში ჩააგდეს, ხარის შოლტითაც სცემეს. წმიდა გიორგი ამ ყველაფრის მიუხედავად, კიდევ უფრო ძლიერდებოდა. მაშინ დიოკლეტიანეს ურჩიეს: მოდი‚ დაუყვავე, შეაქეო. ამის შემდეგ დიოკლეტიანე მივიდა წმიდა გიორგისთან და უთხრა: გაუფრთხილდი შენს ახალგაზრდობას, შენს ვაჟკაცობას, მინდა‚ ჩემი შემცვლელი გახდე მომავალშიო – ანუ იმპერატორობა შესთავაზა. ოღონდ, წამოდი და კერპების წინაშე აღიარე, რომ ქრისტე ცრუ ღმერთია და სხვა ღმერთებიც არსებობენ‚ ანუ პანეკუმენიზმის აღიარება შესთავაზა. კარგი, მიმიყვანეთ თქვენს კერპებთან, – უთხრა წმიდა გიორგიმ. გაუხარდა დიოკლეტიანეს და მიიყვანა ის კერპებთან. წმიდა გიორგიმ აღავლინა ლოცვა და მიმართა კერპებს: მე გელაპარაკებით ჩემი ღმერთის სახელით. აღიარეთ: ვინ ხართ თქვენ და რას წარმოადგენთ. კერპებში დაბუდებულმა არაწმიდა სულებმა დაიწყეს კანკალი, ცახცახი და მათ აღიარეს: ჩვენ ვართ ეშმაკის სულები, წარმოგზავნილები და გვინდა ადამიანების შეცდენა. ამის შემდეგ დაემხო ყველა კერპი წმიდა გიორგის წინაშე. როგორც ამბობენ‚ იმ დღეს 45 ათასი ადამიანი მოექცა, თავად დიოკლეტიანეს მეუღლე, ალექსანდრაც გახდა მორწმუნე. ეს უკვე ვეღარ მოითმინა დიოკლეტიანემ და მან თავის მოკვეთა მიუსაჯა წმიდა გიორგის. ასე ახოვანებით გარდაიცვალა და ახოვანებით დგას წმიდა გიორგი ბურჯის სახით. როგორც იესო ქრისტე არის სახე მზისა, ყველა წმიდანი სხივი, გამომავალი მაცხოვრიდან, ერთ-ერთი სხივი, ვარსკვლავი – ეს არის წმიდა გიორგი, რომლის შესახებ ჯერ კიდევ წმიდა ნინომ იქადაგა.

– ქართველ ხალხს განსაკუთრებულად უყვარს წმიდა გიორგი და მას გამორჩეულ პატივს მიაგებს. 

– წმიდა გიორგი წარმოშობით კაპადოკიელი იყო და, არსებობს სწავლება, რომლის მიხედვითაც ის ქართველი იყო. თითქმის ყველა ბრძოლა, ომი, რომელიც საქართველომ გადაიტანა და გაიმარჯვა‚ სწორედ წმიდა გიორგის მფარველობით მოხდა. ვინც წმიდა გიორგის ტროპარს ყურადღებით გადაავლებს თვალს, ნახავს, რომ იქ არის სამი მეოხება: პირველი მეოხება, რაც საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება, ეს არის ტყვეთა გათავისუფლება. თუ დავუკვირდებით, დღეს რაღაც პაროდიული სიტუაციაა: საქართველოს დიდმოწამე წმიდა გიორგი, ტყვეთა გამათავისუფლებელია, ამ დროს კი ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი პატიმარია; მეორე ვედრება – ეს არის გლახაკების ხელის აპყრობა, ანუ ვევედრებით, რომ გლაკახები შეიწყალოს, ამდენი გლახაკი კი საქართველოში ალბათ, არასდროს ყოფილა; მესამე – სნეულთა მკურნალი და, დამეთანხმებით, რომ საქართველოში ძალიან ბევრი სნეულია. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს ჩვენ ნაკლებად გვმფარველობს წმიდა გიორგი, ნაკლებად გვწყალობს, თითქოს მიგვატოვა. რატომ?! ამის გაგება მარტივია. როგორც ძველ აღთქმაში სამუელი ევედრება ღმერთს საულზე, პირველ მეფეზე, რომელმაც უარყო ჭეშმარტი სარწმუნოება, განუდგა უფალს, მაგრამ მას უფალი აღარ უსმენს – მიატოვა მან ისინი. ასევე, იერემია გოდებს, იცის‚ რა დაემართება ებრაელ ერს და ევედრება ღმერთს მათთვის, მაგრამ, ღმერთი მას უკრძალავს მათზე ლოცვას. ახალ აღთქმაში პავლე მოციქული, ტომით ებრაელი, ღმერთს ევედრება ებრაელებისთვის, მაგრამ არც მას უსმენს, არადა‚ პავლე მოციქული მზად იყო: მე წარმწყმიდე‚ უფალო, ჯოჯოხეთში გამიშვი, ოღონდ ებრაელი ერი არ დაღუპოო, მაგრამ ღმერთი არ უსმენს მას, რადგან, თავად ებრაელ ხალხს არ ესმის არაფერი. სრული საფუძველი გამაჩნია, რომ ზუსტად ასეთი რამ ვთქვა ქართველ ერზე: არ გვესმის კარგად‚ ვინ არის წმიდა გიორგი, მის სარწმუნოებას არ მივყვებით. დღეს უამრავ ქართველს ბევრ ტაძარში ამ დღეს ყოჩები მიჰყავს, უაზროდ ღრეობენ, ქეიფობენ, დროს ატარებენ და საერთოდ არ აინტერესებთ, ვინ იყო წმიდა გიორგი. იციან, რომ იყო ახოვანი მებრძოლი, ძლიერი კაცი და მეტი არაფერი. წმიდა გიორგის ჩვენთვის ასეთი ლოცვა, ვედრება არ დაუდგენია და ეს არის დიდი მკრეხელობა. ამიტომაც შეწყვიტა წმიდა გიორგიმ ჩვენ მიმართ მეოხება; ამიტომაც მოგვეთხოვება‚ წმიდა გიორგი განვადიდოთ ისე, როგორც მას ეკადრება; ჩვენი ცხოვრების წესებით ვიყოთ ერთგული მეგობრები ქრისტეში. ჩემთვის ყოველი გიორგობა, წმიდა გიორგის სახელის ხსენება, დიდი პასუხისმგებლობაა. ამიტომ‚ წმიდა გიორგის უნდა ვევედროთ, რომ ჩვენი ტყვეები, ჩვენი მეგობრები გაათავისუფლოს, სნეულები განკურნოს და პური არსობისა მოგვცეს. 

 

скачать dle 11.3