კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მზადება მარხვისთვის

 

კუნძულ ალასკაზე 4 წლის ცხოვრების შემდეგ, დიდმარხვაში, პირველად გავემგზავრე კუნძულ აკუნზე ალეუტებთან, რათა მომემზადებინა ისინი მარხვისთვის. როდესაც კუნძულს მივუახლოვდი, დავინახე, რომ ისინი, ყველანი საზეიმო სამოსში გამოწყობილნი, სანაპიროზე იდგნენ. როდესაც ნაპირზე გამოვედი, ისინი გახარებულნი მოცვივდნენ ჩემთან. შეხვედრა ძალზე ალერსიანი და თავაზიანი იყო.

მე ვკითხე: საზეიმო ტანსაცმელში რატომ გამოწყობილხართ?

– იმიტომ, რომ ჩვენ ვიცოდით, შენ აქეთ გამოემგზავრებოდი და დღეს ჩვენთან მოხვიდოდი, ამიტომაც გამოვედით ნაპირზე, რომ შეგხვედროდით, – მიპასუხეს მათ.

 – ვინ გითხრათ, რომ მე თქვენთან დღეს უნდა მოვსულიყავი, ან როგორ მიხვდით, რომ სწორედ მე ვარ მამა იოანე?

– ჩვენმა შამანმა, მოხუცმა ივანე სმირენნიკოვმა გვითხრა: წადით, დღეს თქვენთან მღვდელი მოვა, ის უკვე გამოსულია ზღვაში, ის გასწავლით ღვთისადმი ლოცვას, შემდეგ აღგვიწერა თქვენი გარეგნობა, ზუსტად ისე, როგორიც სინამდვილეში ხართ.

– შემიძლია, თქვენი შამანის ნახვა?

– რატომაც არა? შეგიძლიათ, მაგრამ ახლა ის აქ არ არის, როცა მოვა, ვეტყვით, რომ მისი ნახვა გინდათ, თუმცა, ის უამისოდაც მოვა თქვენთან.

ამ გარემოებამ მე, მართალია, ცოტა გამაოცა, მაგრამ მოუცლელობის გამო ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან საჭირო იყო, მოვმზადებულიყავი მარხვისთვის და ამეხსნა მათთვის მარხვის მნიშვნელობა.

რამდენიმე საათის შემდეგ ჩემთან გამოცხადდა მოხუცი შამანი. მან გამოთქვა სურვილი ემარხულა და ყველა წირვას ესწრებოდა. აღსარების დროს დამავიწყდა მისთვის მეკითხა, თუ რატომ ეძახდნენ შამანს და დამემოძღვრა იგი ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ვაზიარე მოხუცი და გავუშვი.

და რა მოხდა? ჩემდა გასაოცრად შემდეგ მოვიდა ტაიენთან (მამასახლისი, რომელსაც ალეუტები ირჩევენ) და უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მე არ ვკითხე აღსარებაზე, რატომ ეძახიან შამანს, რადგან მისთვის ძალიან არასასიამოვნო იყო ამ წოდების ტარება, და თანაც ის სულაც არ იყო შამანი.

ტაიენმა, რა თქმა უნდა, გადმომცა მისი სიტყვები და მე მაშინვე დავიბარე იგი, რომ აეხსნა ჩემთვის, რაში იყო საქმე.

ჩემ მიერ გაგზავნილ ხალხს სმირენნიკოვი გზაში შეხვდა და უთხრა: „ვიცი, რომ მე მამა იოანე მიბარებს და ახლა სწორედ მასთან მივდივარ“.

საუბრის დასაწყისში ვკითხე, თუ სახელდობრ რის გამო იყო იგი ჩემით უკმაყოფილო. შემდეგ ვკითხე, იცოდა თუ არა წერა-კითხვა. მან მიპასუხა, რომ მიუხედავად წერა-კითხვის უცოდინრობისა, სახარება და ლოცვები იცოდა. მაშინ მე შევეკითხე, საიდან მიცნობდა ისე, რომ ჩემი გარეგნობაც კი აუწერა თანასოფლელებს, ან როგორ გაიგო, რომ მე უნდა ჩამოვსულიყავი მათთან და ლოცვა მესწავლებინა.

მოხუცმა მიპასუხა, რომ ამის შესახებ მას აცნობა მისმა ორმა მეგობარმა. ვინ არიან ეს მეგობრები? – ვკითხე მე.

– თეთრი ადამიანები, – მიპასუხა მოხუცმა, – მათ ამის გარდა მაცნობეს, რომ ახლო მომავალში შენს ოჯახს ხმელეთით გაგზავნი, თავად ზღვით წახვალ დიდ ადამიანთან და მას ჩვენზე ელაპარაკები.

– სად არიან ეს შენი მეგობრები, ვინ არიან ისინი და როგორ გამოიყურებიან?

– ისინი აქედან შორს ცხოვრობენ, მთებში. ჩემთან კი ყოველდღე მოდიან.

ამასთან ერთად, მოხუცმა ისინი ისეთები აღწერა, როგორც გამოსახავენ მთავარანგელოზ გაბრიელს თეთრ სამოსში და მხარზე გადაფენილი ვარდისფერი ლენტით.

– პირველად როდის მოვიდნენ შენთან ეს თეთრი ადამიანები?

– ისინი მოვიდნენ მას შემდეგ, რაც დეკანოზმა მაკარიმ მოგვნათლა.

ამ საუბრის შემდეგ მე ვკითხე სმირენნიკოვს, შეიძლება თუ არა, მეც მენახა ისინი?

– ამის შესახებ საჭიროა, მათ ვკითხო, – მიპასუხა მოხუცმა და წავიდა.

მცირე დროის გავლის შემდეგ მეც გავემგზავრე სხვა კუნძულებზე სახარების საქადაგებლად. ჩამოვედი თუ არა სმირენნიკოვს ვკითხე:

– ჰკითხე შენს მეგობარ თეთრ ადამიანებს, შეიძლება თუ არა მათი ნახვა? უნდათ თუ არა მათ ჩემი მიღება?

– ვკითხე, მათ კი განმიცხადეს, რომ სურთ შენი მიღება, მაგრამ დაამატეს, რაში სჭირდება მას ჩვენი ნახვა, როცა იგივეს გასწავლით, რასაც ჩვენ? წავიდეთ, მე მიგიყვან მათთან.

მიტროპოლიტ ინოკენტის შრომებიდან

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

скачать dle 11.3