კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ყოველ წელს გამოდის საეკლესიო კალენდარი, რომელზეც ხატებია გამოსახული. მომავალი წლისთვის კი, ეს კალენდარი რასაკვირველია, გამოუსადეგარია. რა უნდა ვუყოთ ხატებით დამშვენებულ ძველ კალენდარს?

პასუხი: შეგიძლიათ, ამოჭრათ ხატები, გაუკეთოთ ჩარჩო, აკურთხებინოთ და ილოცოთ მათზე, ხოლო წერილობითი ნაწილი სუფთა ადგილზე დაწვათ. ასევე, თუ კალენდარში გვხვდება საეკლესიო თხზულებები, წმიდა მამათა ნააზრევი და ასე შემდეგ, ამოჭერით და შეინახეთ.

კითხვა: შეიძლება თუ არა, გამოუვალ მდგომარეობაში, მაგალითად, უცხოეთში ყოფნისას, მართლმადიდებელმა ადამიანმა ილოცოს კათოლიკურ ეკლესიაში?

პასუხი: მართლმადიდებლისთვის კათოლიკურ მესაში მონაწილეობა დაუშვებელია, ისევე, როგორც ლუთერანულ, პროტესტანტულ და სხვა ეკლესიებში, რადგან, ამ ეკლესიებსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არ არის ლოცვითი (ევქარისტიული) კავშირი. უცხოეთში ყოფნისას, შეგიძლიათ, ილოცოთ ნებისმიერ მართლმადიდებლურ ტაძარში (ბერძნულ, რუსულ, სერბიულ და სხვა).

კითხვა: ითვლება თუ არა ტოტალიზატორში თამაში ცოდვად?

პასუხი: ტოტალიზატორში აზარტული თამაში მძიმე ცოდვაა. ამ თამაშების მეოხებით, ბევრმა ადამიანმა დაანგრია ოჯახი, ბევრისთვის კი ის უბედურების მაუწყებლად იქცა. აღარაფერს ვიტყვით კაზინოთა შესახებ, რომელსაც ადამიანი სულიერ და ფიზიკურ დეგრადაციამდე მიჰყავს.

კითხვა: რა მანძილით უნდა იყოს დაშორებული სასაფლაო დასახლებული ადგილიდან?

პასუხი: ქრისტიანული ტრადიციით, სოფელს ან რომელიმე დასახლებულ ადგილს საერთო სასაფლაო უნდა ჰქონდეს. სასურველია, სასაფლაოზე იყოს ეკლესია, მის სიახლოვე-სიშორეს კი არანაირი განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს – სიკვდილი და სიცოცხლე ხომ მუდამ ერთმანეთის გვერდით არიან.

 

скачать dle 11.3