კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

ილია მეორე: ისტორიულად ქართველ კაცს არ ახასიათებდა მიწიერი საუნჯის მოხვეჭა – იგი უფრო სულიერი საუნჯის შეკრებით იყო დაკავებული. სახარებაში წერია: „სადაც არს საუნჯე შენი, მუნ არს გული შენი“.

ნიკოდიმოს ათონელი: როგორც უსაქმურობა, ასევე საქმეთა სიჭარბე, ფუსფუსი და ზრუნვა წარმოშობს უამრავ ბოროტებას. მათ შესახებ ბრძანა უფალმა, როცა საუბრობდა იმ ეკლებზე, რომლებიც ღვთაებრივი მცნებების თესლს თრგუნავს და ხელს უშლის ყოველივე მშვენიერისა და კეთილის აღმოცენებას. „რომელი იგი ეკალთა შორის დავარდა, ესენი არიან, რომელთა ისმინიან სიტყუაი და ზრუნვისაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენად და შეაშთვიან და არანაყოფიერ იქმნიან“. ასეთ ადამიანებს, როცა ლოცვის, ეკლესიაში წასვლის, ზიარების, აღსარების ჟამი დგება, ამისთვის დრო აღარ რჩებათ. ისინი სრულებით ჩაფლულნი არიან საქმეში. როგორც კი ერთ საქმეს თავს ანებებენ, მაშინვე მეორეს იწყებენ, მაგრამ რაიმე სულის მარგებლის წასაკითხად დრო არ რჩებათ. ისინი იმ თოკს ჰგვანან, რომელიც ათასობით კვანძით არის შეკრული, რომლებიც ვერასოდეს გაიხსნება. და ამგვარად ეშმაკს ტყვედ ჰყავს ისინი, რომლებსაც შესაძლოა, სურთ კიდეც მისგან თავის დახსნა, მაგრამ ვერ პოულობენ გზას, რითაც ამას შეძლებენ. ეშმაკი სულ უფრო და უფრო დაბლა, მიწასთან დრეკს მათ, მათთვის სხვადასხვა საქმესა და საზრუნავს ეძიებს, რათა დრო აღარ ჰქონდეთ არა მხოლოდ სიკეთის აღსასრულებლად, არამედ, მასზე საფიქრებლადაც კი. ამგვარად, ყოველდღიური საქმეები და საზრუნავები ხდება ბადე, რომელიც იჭერს ადამიანებს, ქედს ადრეკინებს მათ და გონების დაბნელებამდე მიჰყავს ისე, რომ მათში კეთილი ზნეობის კვალიც კი აღარ რჩება.

ბერი იოსები: აღსრულებული ნატვრა სულისთვის ტკბილია, ბრიყვთათვის კი ბოროტებისგან განრიდება საძულველია.

სოლომონი: ბრიყვს მისი სირეგვნისებრ ნუ უპასუხებ, რომ თავად მისი მსგავსი არ გახდე. ბრიყვს მისი სირეგვნისებრ უპასუხე, რომ თავისი თავი ბრძენი არ ეგონოს. საკუთარ ფეხებს იკვეთავს და თავს იწვალებს, ვინც ბრიყვს სიტყვას აბარებს. რაღა კოჭლის თეძოები და რაღა იგავი ბრიყვის ბაგეზე. რაღა შურდულზე ქვის მიმბმელი და რაღა ბრიყვის პატივისმცემელი. რაღა ეკლიანი ჯოხი მთვრალის ხელში და რაღა იგავი ბრიყვის პირში.

იოსებ ათონელი: იქ, სადაც მორჩილება, სიმდაბლე და ღვაწლია, ეშმაკები ვერასოდეს დაატყვევებენ ადამიანს. სიკერპე, ურჩობა და ამპარტავნება შობს მოწყინებასა და სიზარმაცეს და მაშინ მოდიან ეშმაკები და აწყობენ სინარცხესა და ბაგას ასეთი ადამიანის სულში და ვერ ისვენებენ მანამ, სანამ დამნაშავედ არ გახდიან ძველსა და ახალ ცოდვებში და სრულიად არ დაატყვევებენ.

ნილოს სინელი: წმიდა საქმეა, სიკეთე აირჩიო სხვა არაფრისთვის, თუ არა – თავისი სიკეთისთვის.

скачать dle 11.3