კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაიკარგა დებს შორის კავშირი 1985 წლიდან და ვინ ეძებს საქართველოში გათხოვილ დას რუსეთიდან

49 წლის ლარისა ივანეს ასული ვანიუკოვა ეძებს 45 წლის ირინა აზერაშვილს.

ისტორია: ვეძებ ჩემს დას, 45 წლის ირინა აზერაშვილს (მეუღლის გვარია, გვარის სისწორეში დარწმუნებული არ ვარ). მე და ირინას შორის კავშირი ბოლოს 1985 წელს შედგა, როდესაც მან ჩვენ წერილი გამოგვიგზავნა. ძალიან გთხოვთ, მაპოვნინოთ და ვგზავნი მის ფოტოს (უფრო გვიან გადაღებული სურათი არ გაგვაჩნია). თქვენი რუბრიკის დიდი იმედი გვაქვს.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ლარისამ „ჟდი მენიას“ საიტზეც განათავსა. მას დის პოვნის დიდი იმედი აქვს. მისი აზრით, შესაძლოა, ირინა დღესაც კოჯორში ცხოვრობს. თავად ლარისა კი კრასნოიარსკიდან დამიკავშირდა.

– როგორ დაკარგეთ დებმა ერთმანეთი?

– ჩემი და ცოლად ქართველს გაჰყვა და საცხოვრებლად საქართველოში, კოჯორში გადავიდა. ბოლოს ირინასგან წერილი 1985 წელს მივიღეთ და მას შემდეგ მასთან კავშირი არ მქონია. ძალიან მინდა ვიპოვო ჩემი და და დავრწმუნდე, რომ ის კარგადაა. ტერიტორიულად ერთმანეთისგან ძალიან შორს ვართ, მაგრამ, მინდა იცოდეს, რომ მე ის არც ერთი დღე არ დამვიწყებია.

– ამდენი წლის შემდეგ, ახლა დაიწყეთ მისი ძებნა თუ აქამდეც ეძებდით?

– ირინას მოძებნა და მასთან დაკავშირება სულ მინდოდა, მაგრამ, ვერაფრით ვერ მოვახერხე. როგორღაც, საერთო მეგობრებისგან გავიგე მიხეილის (ირინას მეუღლის) დის ტელეფონის ნომერი და დავრეკე, მაგრამ, მითხრეს, აქ მეორედ აღარ დარეკოთო. ამიტომ, ვერაფერი ვერ გავარკვიე. ირინას იმ მისამართზე კი, რომელიც ჩვენ გვაქვს, წერილებზე არავინ გვპასუხობს. ბუნებრივია, მთელი ოჯახი განვიცდით ამას. დედაჩვენი, ლიდია ტიშინა, ძალიან განიცდის ირინას ამდენი წლის უნახაობას. ძალიან მინდა დის მოძებნა.

– მას შემდეგ, რაც ირინა გათხოვდა, სტუმრად თუ ჩამოსულხართ ან ირინა თუ ყოფილა თქვენთან?

– ვერანაირად ვერ მოვაბი თავი და თავის დროზე ვერ ჩამოვედი. ახლა კი, როგორც გითხარით, მინდა დავრწმუნდე, სად ცხოვრობს ჩემი და ამჟამად. ადრე დანამდვილებით ვიცოდი, რომ კოჯორშია, მაგრამ, მას შემდეგ იმდენი წელია გასული, რომ აღარ ვიცი, რა ვიფიქრო.

– როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს თქვენ შორის კავშირის დაკარგვის მიზეზი?

– ვერ გეტყვით, არც ვიცი, რა ვიფიქრო. მე მაინც ტერიტორიულ სიშორეს ვაბრალებ ყველაფერს და, თან, დარწმუნებული ვარ, რომ ირინას მაინცდამაინც არ ეცალა ჩვენთვის. მოგეხსენებათ, როგორ სწრაფად გადის დრო, როდესაც დაკავებული ხარ. მეც, ჩემი მხრივ, ყოველდღე ველოდებოდი მის გამოხმაურებას, მის ზარს ან წერილს.

– დის პოვნის შემთხვევაში, სად ან როგორ აპირებთ შეხვედრას?

– მთავარია, ირინა ვიპოვო და შემდგომ ყველაფერი გაირკვევა. გავიგებ, თუ რატომ არ მოუწერია აქამდე ჩვენთვის არც ერთი წერილი და არ ჩამოსულა თავის მშობლიურ ქალაქში. დაგეგმვით ვერაფერს ვერ ვგეგმავ – ვაითუ, არ ამისრულდეს.

 თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3