კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პრობლემა – ჭარბთმიანობა!

 

სხვათა შორის, ეს პრობლემა ოდითგანვე არსებობდა და საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ სხეულის სხვადასხვა მონაკვეთიდან ზედმეტი თმის მოსაშორებლად. ჩვენს ეპოქაში უამრავი საშუალება არსებობს ამ დისკომფორტის მოსახსნელად, უბრალოდ, თავად უნდა ამოირჩიოთ, რომელი გირჩევნიათ.

ფოტოეპილაციის დროს, თმის ღერებსა და ფესვებზე ზემოქმედებას ახდენს სხივის ძლიერი იმპულსი. თმისთვის ფერის მიმცემი პიგმენტი მელანინი შთანთქავს სინათლის ტალღას და, შედეგად, ღერი კვდება. მუქი თმა მეტი რაოდენობით მელანინს შეიცავს, ვიდრე ქერა ან ჭაღარა. ამიტომ, ფოტოეპილაცია გაცილებით უფრო ეფექტურია მუქი თმის, ნაკლებად – ღია ფერის თმის შემთხვევაში და არ გამოიყენება ჭაღარა თმის მოსაშორებლად. ფოტოეპილაციით ზედმეტი თმის მოშორება შეიძლება სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე. როგორც წესი, შედეგი 3-6 პროცედურის შემდეგ მიიღწევა.

ელექტროეპილაცია არის თმის მოშორება დენით, რომელიც ნემსის მეშვეობით შეიყვანება კანში ღერის ფოლიკულის სიღრმეზე, სადაც ხდება თმის ზრდის ზონის დარღვევა. ეს მეთოდი გამოიყენება ნებისმიერი ტიპის თმის (მათ შორის, გაუფერულებული და გაჭაღარავებული) შემთხვევაში. პროცედურის წინ სპეციალისტი ატარებს ზონის გაუტკივარებას. სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა 5-დან 10-მდე სეანსის ჩატარება.

ლაზერის გამოყენება პირველად ქირურგებმა დაიწყეს, დღეს კი აქტიურად იყენებენ კოსმეტოლოგებიც. ლაზერული ეპილაცია ძალიან ჰგავს ფოტოეპილაციას, ოღონდ, ამ შემთხვევაში, თმის თითოეულ ბოლქვზე უშუალოდ მოქმედებს ლაზერი. ლაზერულ ეპილაციას გართულებები არ მოჰყვება, არ ზიანდება კანის ქსოვილი. სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია ერთსა და იმავე ზონაზე 5-7 სეანსის ჩატარება. ნაკლები შედეგი გექნებათ ჭაღარა ან გაუფერულებული თმის მოშორების შემთხვევაში.

ლაზერული და ფოტოეპილაციის გაკეთებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში თავი შეიკავეთ მზეზე ყოფნისგან, ასევე, არ არის რეკომენდებული მზისგან დამცავი კრემების გამოყენება.

ელოს-ეპილაცია – წარმატებული შეხამება

ეს არის ფოტოეპილაციისა და ელექტროეპილაციის შერწყმა. ამ დროს ფოლიკულებზე ერთდროულად მოქმედებს სხივური იმპულსი და დენი. ელექტრონული და სხივური ენერგიის ზემოქმედების ხარჯზე თმის ბოლქვი ცხელდება და იშლება. მასში ირღვევა სისხლის მიმოქცევა, რაც ხელს უშლის შემდგომში თმის ღერის ამოსვლას. ამასთან, ამ პროცესში არ ერთვება კანის დანარჩენი უჯრედები და, ამდენად, გამორიცხულია რაიმე სახის გართულება და ალერგიული რეაქცია.

ელოს-ეპილაცია გამოიყენება სხეულის ნებისმიერ, თვით ყველაზე მგრძნობიარე მონაკვეთებზეც კი. რეკომენდებულია 6-8 პროცედურა.

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ეპილაციისთვის ოპტიმალურია მენსტრუაციის ციკლებს შორის შუა პერიოდი. თითოეულ მეთოდს გააჩნია უკუჩვენება, ამიტომ, დერმატოლოგის კონსულტაციის გარეშე პროცედურებისგან თავი შეიკავეთ.

 

скачать dle 11.3