კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბროკოლის დიეტა

ეს გემრიელი პროდუქტი შეიცავს ვიტამინებისა და მიკროელემენტების უნიკალურ კომპლექტს. თუ გახდომაზე ოცნებობთ, ბროკოლი თქვენი შეუცვლელი დამხმარე იქნება.

ბროკოლის დიეტის 10-დღიანი კურსის შედეგად, გარდა იმისა, რომ შესამჩნევად გაიუმჯობესებთ ჯანმრთელობას, 5 კილოგრამითაც დაიკლებთ წონაში, რაშიც განსაკუთრებით დაგეხმარებათ ამ პროდუქტში დიდი რაოდენობით შემავალი ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი), რომელიც აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.

ბროკოლის დიეტის რაციონი ძალიან მრავალფეროვანია და გათვლილია 10 დღეზე, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პირობით: ყოველდღიურად, ყოველ ჯერზე უნდა მიირთვათ ორთქლზე მომზადებული ან მდუღარე, მარილიან წყალში მოთუთქული კომბოსტო.

პირველი 6 დღე დიეტის მთავარი ფაზაა და, თუკი თქვენთვის სასურველ შედეგს მიიღებთ, შეგიძლიათ, შეწყვიტოთ, მაგრამ, უმჯობესია, თუ დიეტას 10 დღის განმავლობაში განაგრძობთ.

პირველი-მეორე დღე

საუზმე: 200 გრამი ბროკოლი (ორთქლზე მოხარშული ან მარილწყალში მოთუთქული), 1 ცალი მოხარშული კვერცხი, შავი ჩაი ან ყავა (უშაქროდ).

სადილი: 150 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი, 250 მილილიტრი ბულიონი (ქათმის), 100 გრამი ბროკოლი.

ვახშამი: 250 გრამი ბროკოლი, მწვანე ჩაი.

სითხე – დღეში 2 ლიტრამდე (ტკბილი და გაზიანი სასმელების გარდა).

მესამე-მეოთხე დღე

საუზმე: 200 გრამი ბროკოლი, 100 გრამი ბოსტნეულის რაგუ, 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.

სადილი: 150 გრამი ბროკოლი, 2 ცალი პომიდვრისა და 1 პატარა თავი ხახვის სალათა ზეითუნის ზეთით. 1 ჩაის ჭიქა ნებისმიერი ხილის ახალგამოწურული წვენი.

ვახშამი: გაიმეორეთ საუზმის მენიუ, ოღონდ, მინერალური წყლის ნაცვლად დალიეთ 1 ჩაის ჭიქა ბალახეულის ჩაი 1 ჩაის კოვზი თაფლით.

მეხუთე-მეექვსე დღე

საუზმე: 100 გრამი ბროკოლი, 100 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, 2 სადილის კოვზი ნაკლებცხიმიანი არაჟანი. 1 ჩაის ჭიქა უცხიმო კეფირი ან მაწონი.

სადილი: 200 გრამი ბროკოლი, 1 ულუფა სპაგეტი.

ვახშამი: 150 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, 1 ჩაის ჭიქა მელისას ნახარში 1 ჩაის კოვზი თაფლით.

მეშვიდე-მერვე დღე

საუზმე: 100 გრამი ბროკოლი, 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ჭიქა შავი ჩაი.

სადილი: 300 მილილიტრი ქათმის ბულიონი 100 გრამი ბროკოლითა და პატარა კონა ოხრახუშით.

ვახშამი: 100 გრამი ბროკოლი, 2 პატარა ნაჭერი შავი პური, 1 ჩაის ჭიქა ტომატის წვენი.

მეცხრე-მეათე დღე

საუზმე: 100 გრამი ბროკოლი, 2 ცალი უმი სტაფილო.

სადილი: 100 გრამი ბროკოლი, 100 გრამი მოხარშული თევზი.

ვახშამი: 200 გრამი ბროკოლი, 1 ცალი პომიდორი, 1 ცალი კარტოფილი (კანიანად მოხარშული), 1 ჩაის ჭიქა ასკილის ნახარში 1 ჩაის კოვზი თაფლით.

კვებასა და კვებას შორის სვით რაც შეიძლება მეტი წყალი. თუ შუალედებში ძალიან მოგშივდათ, მიირთვით 1 ჭიქა ნატურალური იოგურტი ან უცხიმო მაწონი.

скачать dle 11.3