კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იტირა ფეხბურთის მწვრთნელმა კოზაკის გამო და როგორ დაემშვიდობა „შვილობილი“ მას

 

1998-99 წლებში თურქმენეთის ფეხბურთის ნაკრებს  ვწვრთნიდი და, ტრაბახი არ გამომივა, თუ ვიტყვი, რომ გუნდმა ისეთ წარმატებას მიაღწია, მთელი ქვეყანა ჩემს ქებაში იყო.

ქება ქებად და, იქაურები ყველანაირად ცდილობდნენ, რაიმე ესიამოვნებინათ ჩემთვის. მაგრამ, პატივისცემა ხომ ინდივიდუალურია და ყველას თავისებურად გამოსდის. ასე მოხდა იმ შემთხვევაშიც.

ბაზარში ვარ. მომესალმა ერთი სიმპათიური მამაკაცი-ფანი. მიკითხვა-მოკითხვის შემდეგ უცერემონიოდ მომახალა ჩემთვის სრულიად მოულოდნელი რამ:

– ია ხოჩუ ვამ მალენკი ვერბლიუდ პოდარიც...

 – რა? – გადავირიე, – კოზაკი რად მინდა? სასტუმროში ვცხოვრობ... არა, კოზაკი არ მინდა...

 – არაო, – არ მეშვება, – მართალია, ექვსი შვილი მყავს, მაგრამ, შვილს ვერ გაჩუქებ. განა მენანება, კანონი კრძალავს და ისევ კოზაკს გაჩუქებო.

ზრდილობიანი უარითა და ხელების სავსავით დავშორდი.

რად გინდა მერე! – გამეღვიძა მეორე დილით და, სასტუმროს წინ არ აბია ჩემი მომავალი „შვილობილი“?! შუბლზე ფურცელი აქვს მიმაგრებული, წარწერით: „ვ ზნაკ ბლაგოდარნოსტი“.

რას ვიზამდი? გზააბნეულ, ერთი თვის უმწეო არსებას ქუჩაში ხომ არ გავუშვებდი?!

დავიხმარე დამლაგებელი ქალი და მივუჩინეთ პატარა ოთახი სასტუმროს სარდაფში. „ჟერებიონოკი“ დავარქვი. მომეჩვია და მერე როგორ!.. მომეჩვეოდა, აბა რა, სულ „სნიკერსებითა“ და საუკეთესო ნამცხვრებით ვუმასპინძლდებოდი.

ასე გაგრძელდა კარგა ხანს, მაგრამ, ყველაფერს აქვს დასასრული და დამთავრდა ჩემი მოღვაწეობაც იმ ქვეყანაში.

საქართველოში გამომგზავრების წინ გამოსამშვიდობებლად მივაკითხე „შვილობილს“. არ ვიცი, როგორ იგრძნო, რომ სამუდამოდ ვშორდებოდი. ლაპარაკი რომ სცოდნოდა, ვიფიქრებდი, დამლაგებელმა უთხრა-მეთქი. მოკლედ, ძალიან უხასიათოდ შემხვდა. დავუძახე და არ მოვიდა. ისევ მე მივედი. ცრემლიანი თვალებით ამომხედა და ჩემ მიერ მირთმეულ ნუგბარს არათუ პირი არ დააკარა, ზედაც არ შეხედა. აშკარად ცრემლით გლოვობდა ჩვენს განშორებას, რამაც კინაღამ მე და ჩემი თანამოზიარე დამლაგებელიც აგვატირა. სხვას არ დავუჯერებდი, ჩემი თვალით რომ არ მენახა...

ჯემალ გუგუშვილის ნაამბობის მიხედვით 

 

 

скачать dle 11.3