კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აღელვებული ტიპი სასტუმროს ადმინისტრატორს მიუვარდა: – მე თქვენ გიჩივლებთ! სიდედრთან კამათი მომივიდა და ფანჯრიდან ხტებოდა... – ეს კერძო შემთხვევაა‚ ბატონო‚ ჩვენ რა შუაში ვართ?! – როგორ‚ თქვენი ბრალი არ არის‚ რომ ფანჯარა არ იღება?

 

***

– გადასარევი ქვეყანაა ეს საბერძნეთი‚ მაგრამ‚ რად გინდა: დილით იღვიძებ და – ირგვლივ ბერძნებია...

***

ახალგაზრდას გამთენიისას მფარველი ანგელოზი გამოეცხადა:

– კარგა ხანია, გაკვირდები: მართალი ადამიანი ხარ‚ კეთილი... მინდა, რაიმე სურვილი აგისრულო. მითხარი‚ რა გინდა: სიმდიდრე – ისეთი‚ რომ ამქვეყნად ვერავინ შეგედაროს‚ სიბრძნე – ყველაზე აღმატებული‚ თუ სიყვარული‚ რომელიც ვარსკვლავებისა და პოეტების გულებს ანთებს...

ახალგაზრდამ სიბრძნე აირჩია.

– ახლა‚ რას მეტყვით‚ ო‚ ბრძენთა შორის ყველაზე ბრძენო?..

– ფული უნდა ამეღო‚ ფული!..

***

ორადგილიან ნომერში ორი ტიპი ცხოვრობს. პირველ დღეს ერთი შუაღამისას დაბრუნდა‚ როცა მეზობელს ღრმა ძილით ეძინა. მეორე დღეს კი, მეორე საერთოდ დილით მოვიდა‚ მეზობელს უკვე შხაპიც მიეღო და შემოსულს ჰკითხა:

– ქალაქს ათვალიერებდი?

– ეჰ‚ ისეთ ისტორიაში გავიხლართე... მაგარი ქალი გავიცანი‚ სახლში ამიყვანა. ის იყო‚ უნდა დაგვეწყო რამე‚ რომ ზარია კარებზე. აუ‚ მგონი‚ ჩემი ქმარი მივლინებიდან ადრე დაბრუნდაო – ხელში ფანჯრის საწმენდი ხსნარი მომაჩეჩა და მითხრა‚ შენ ხმა არ ამოიღოო... კარი გააღო და შემოვიდა‚ მაგრამ, რა შემოვიდა – უშველებელი კაცი‚ ბატიბუტივით ეყარა კუნთები. ჩემს დანახვაზე წარბები მაღლა აზიდა და ქალს დაუღრიალა – ეს ვინ არისო... 

იმანაც – ძალიან გადავიღალე და „კეთილმომსახურების ბიუროდან“ გამოვიწერე დამხმარე... თეთრეულს და ფარდებს დააუთოვებს‚ ფანჯრებსაც დაწმენდს და ჩამოკიდებსო... მეც რაღას ვიზამდი...

– ვაჰ‚ რა არტისტია ეს ქალი!..

– შენ რა‚ იცნობ?

– შენ რომ ფარდები და თეთრეული აუთოვე‚ ისინი გუშინ მე გავრეცხე...

***

– არ ვიცი, ცოლი როგორ შემოვირიგო – ორი დღის წინ მაგრა „დავიწვი“....

– რა ქენი ასეთი?

– ძმაკაცები ფეხბურთს ვუყურებდით‚ ლუდიც ბლომად დავლიე.... ჩაკიდულებიც.... მივედი სახლში‚ საძინებელში შევედი და ცოლს მივუწექი‚ ვეფერები‚ ისიც მპასუხობს ალერსითვე‚ ჰა და ჰა, უნდა დავიწყოთ და ყურში ჩავუჩურჩულე‚ ქმარი სად არის-მეთქი... შენ იმისი თვალები უნდა გენახა... ჰოდა, ორი დღეა, აღარ მელაპარაკება...

***

– იცი, კარგი გოგო ხარ‚ მაგრამ, მე უკვე მყავს შეყვარებული...

– თუ მაგარ „მერსედესს“ გთავაზობენ‚ რა‚ ეტყვი‚ რომ უკვე „ოპელი“ მყავსო?

– ეგ გასაგებია‚ მაგრამ, ვხედავ‚ რომ კიდევ ერთ „ოპელს“ მთავაზობენ...

***

წარწერა თეატრში, გარდერობთან:

„გთხოვთ, ჩაბარებული ტანსაცმლის ჯიბეებში არ ჩატოვოთ ძვირფასი ნივთები‚ წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი 100-ლარიანი ხელფასით‚ პასუხს არ ვაგებ...“

***

კაცები ეჭვიანობენ‚ როცა უყვართ.

ქალები კი მაშინაც ნერვიულობენ‚ როცა არ უყვართ.

***

ექიმთან მწყემსი მივიდა:

– ექიმო‚ ცნობა მომეცით‚ რომ მე შიდსით ვარ ავად.

– აბა‚ სად არის თქვენი ანალიზები?

– რომელი ანალიზები‚ მე‚ უბრალოდ‚ ცნობა მინდა‚ რომ შიდსი მჭირს...

– კი მაგრამ‚ რისთვის?

– ჯერ ერთი‚ ჩვენს სოფელში მე ვიქნები პირველი‚ ვისაც შიდსი სჭირს; მეორეც‚ როცა ცხვარს მთაში წავასხამ‚ ჩემს ცოლს არავინ მიეკარება და, მესამეც... ისიც მაინტერესებს, ამის გაგებაზე რა სახეები ექნებათ იმათ‚ ვინც ჩემს ცოლთან უკვე იწვა...

***

– მამა‚ მე როგორ გავჩნდი?

– წერომ მოგიყვანა...

– ეე‚ დედას რომ თავი დავანებოთ‚ ირგვლივ ამდენი კარგი გოგოა და შენ წეროებთან დადიხარ?

***

მარტო წელს მსოფლიოში ორჯერ მეტი დაიხარჯა მკერდის პლასტიკასა და „ვიაგრაზე“‚ ვიდრე ალცჰეიმერის დაავადებაზე... თუ ტენდენცია ასე გაგრძელდა‚ 20 წელში ყველა ქალი დიდრონი მკერდით ივლის და ყველა კაცს „რკინისებური“ ერექცია ექნება, მაგრამ, ვერ გაიხსენებენ, ეს ყველაფერი რისთვის სჭირდებათ.

***

მატარებელმა ორი საათით დააგვიანა. გამცილებელი მგზავრებს ბილეთების ჩვენებას სთხოვს.

– რატომ უნდა გაჩვენოთ ბილეთი‚ მე ხომ‚ წესით‚ უკვე სახლში ვარ?..

***

ხარირემს‚ რაც უფრო დიდი და დატოტვილი რქები აქვს‚ მით ლამაზი ცოლი ჰყავს... ადამიანებში კი პირიქით არის: რაც უფრო ლამაზი ცოლი ჰყავს‚ მით უფრო დიდი რქები აქვს...

***

აფთიაქში შედის ქალი, რომელსაც წავის ქურქი აცვია. უცბად, აიქნია ქურქის კალთები – სრულიად შიშველია... და, პროვიზორ მამაკაცს მიმართავს:

– იცით‚ მე მთელი თვეა, მამაკაცი არ მინახავს...

– ახლავე მოგართმევთ თვალის წვეთებს...

***

ცოლი მეგობრის დაბადების დღიდან დაბრუნდა და ქმარს უყვება:

– მაგარი დრო გავატარე‚ სამი ჭიქა დავლიე და მთელი საღამო არ გავჩერებულვარ‚ სულ ვმღეროდი და ვმღეროდი...

– ძალიან კარგი გიქნია, ვერ ვიტან მაგ ხალხს...

***

– თქვენში არის რაიმე‚ როგორც იტყვიან‚ ქიშმიშის მარცვალი?

– რას ამბობთ! შეიძლება ითქვას‚ რომ კექსი ვარ...

***

პირველი ფრაზა‚ რომელსაც ამბობენ გოგონები‚ როცა ხელში ფოტოაპარატი უჭირავთ: „როგორ წავშალო“.

***

– გოგონი‚ გიყურებთ თქვენ და სიტყვები არ მყოფნის...

– ფული?

***

– ქალბატონო‚ შეიძლება‚ გაგაცილოთ?

– მზერით‚ ახალგაზრდავ‚ მხოლოდ მზერით...

 

скачать dle 11.3