კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო იმყოფება მუდმივად შოკში ლიკა ქორქია და აპირებს თუ არა ის პირად ცხოვრებაში რადიკალურ ცვლილებებს

„15 წლის ვიყავი, როდესაც ჩემს საქმეში აქტიურად ჩავერთე და მას შემდეგ იმდენი თავისუფალი დრო არ მქონია, რომ დამესვენა ერთი ან ორი თვით. სხვათა შორის‚ წელს ყოველმხრივ კარგი წელი მქონდა. გარდა იმისა, რომ პროფესიული თვალსაზრისით ბევრი რამ გავაკეთე, რაღაცეები გადავაფასე, საბოლოოდ ჩამოვყალიბდი: რა მინდა, სამომავლოდ რის გაკეთებას ვაპირებ, რა როგორ იქნება და, შესაბამისად‚ ახლა მომზადებულად შევხვდები მომავალ წელს – ყველაფერი დაწყობილი და დალაგებული მაქვს და ახალ ცხოვრებასაც დავიწყებ,“ – ეს სიტყვები ლიკა ქორქიას ეკუთვნის, რომელთან საუბარი და, ზოგადად‚ ურთიერთობა ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა.

 

ლიკა ქორქია: აქამდე ფიზიკურად არასდროს მქონია დრო, მეფიქრა იმაზე: რა გავაკეთე, რა ხდებოდა. თუმცა‚ ძალიან კარგია, როდესაც გადატვირთული გრაფიკი გაქვს – ამ მხრივ‚ გამიმართლა. თან‚ მე ძალიან აქტიური ადამიანი ვარ, არ შემიძლია‚ ბედნიერად ვიჯდე და რაღაცას ველოდო. თუ ქრონიკულად არ გამოჩნდა რამე აქ წასასვლელი, იქ წასასვლელი, სადმე არ მეჩქარება, გადარბენაზე არ ვარ, ისე არ შემიძლია. მაგრამ‚ ბოლო პერიოდში გადავწყვიტე, დამესვენა, ამომესუნთქა. საქმეზე იმდენად ვიყავი გადართული, რომ ბევრს ვკარგავდი‚ თუნდაც იმას, რომ ჩემს მეგობრებს აღარ ვეკონტაქტებოდი. ადამიანებთან ურთიერთობით, თუნდაც ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ძალიან კარგ და დადებით ენერგიას იღებ. საბედნიეროდ, მე ყოველთვის ისეთი მეგობრები მყავს, რომ მათი მდგომარეობა ჩემს განწყობაზე, ჩემს მდგომარეობაზე ძალიან კარგად აისახება. შესაბამისად‚ მივხვდი, რომ ბევრი დრო დავუთმე საქმეებს და ნაკლებ დროს ვუთმობდი ჩემს მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ასევე‚ ჩემს გართობას, იმას‚ რაც ძალიან მომწონდა. ბოლო დროს‚ როდესაც ამ ყველაფერს დავუთმე დრო, ძალიან მომეწონა და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი უნდა დავაბალანსო. ახლა კი ვფიქრობ, როგორ დავაბალანსო. 

– თავიდან ეს ცოტა რთული იქნება.

– რთული აღმოჩნდა, თან‚ გაურკვევლობაშიც ვარ. მეგობრებთან ერთად სადმე რომ გავდივარ‚ ეკლებზე ვზივარ: ამდენ ხანს აქ რატომ ვარ; მგონია, რომ სასწრაფოდ სადმე უნდა წავიდე, რადგან, ხვალ დილით ადრე უნდა ავდგე; ან რაღაც გადაღება მაქვს, ან ჩემს ტელეფონში უნდა ჩავიხედო – იქ რაღაც მიწერია, ხომ არ გამომრჩა... – სულ შოკში ვარ. ასეთი გრაფიკი რომ გაქვს, მერე არაფრის დროც არ გრჩება და ხალისიც არ გაქვს, რომ ბავშვებთან ერთად სადმე წახვიდე – ვთქვათ, იპოდრომზე ბავშვები ასეირნო. თუმცა, ახლა უკვე გამოვყოფ ამისთვის დროს. ვერ გეტყვი, რომ კარგად ვჯირითობ, თუმცა, განტვირთვისთვის კარგია. ბებიაჩემი საოცარი ცხენოსანი იყო, როსტომ  აბაშიძის შვილიშვილი და იმერეთის ბოლო მეფის შთამომავალი გახლდათ და, შესაბამისად‚ ეს ყველაფერი ტრადიციულად მოჰყვებოდათ. ამიტომაც‚ სულ მეუბნებიან, რომ ეს‚ ალბათ‚ გენებში მაქვს. რამდენიმე დღის წინ ანის ვეუბნებოდი: მე მივხვდი, ჩემი ადგილი იპოდრომზეა-მეთქი. ანიმ დამცინა: თუ ამდენ ხანს ამაზე ფიქრობდი, რომ შენი ადგილი აქ არის, მაშინ, ღირსი ხარ, დაგტოვოთო. უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, როდესაც აუზზე მივდივარ, ვცურავ, ვვარჯიშობ. ცურვით ყველაზე კარგად ვისვენებ – ენერგიას ვხარჯავ, მაგრამ‚ სამაგიეროდ‚ უფრო დიდ ენერგიას ვიძენ  და იქიდან ახალი ადამიანი გამოვდივარ. მეგობრებთან ერთად ყოფნაც განტვირთვის ძალიან კარგი საშუალებაა. ძირითადად დადებითი და ბედნიერი შეკრებები გვაქვს ხოლმე. 

– ახალი წლიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ, ახალი გეგმები მაქვსო, თქვი. ძირითადად, საქმეში აპირებ ცვლილებების შეტანას? 

– არანაირ რადიკალურ ცვლილებებს არ ვგეგმავ, ალბათ‚ ეს უფრო საქმეს შეეხება. ვერც იმას ვიტყვი, რომ პირად ცხოვრებაშიც უნდა შევცვალო რამე, რადგან, თუ შესაცვლელია‚ ისედაც შეიცვლება. საქმეს რომ დავაწყობ სწორად, შესაბამისად‚ მერე სხვაგან ყველაფერი კარგად მექნება მოწყობილი. 

– გიყვარს რადიკალური ცვლილებები? 

– არ მიყვარს. აქამდე ისე მქონდა ყველაფერი დალაგებული, არ ვფიქრობდი იმაზე, რომ რამე უნდა შემეცვალა. თან‚ მეგონა, რომ ყველაფერი თავისით შეიცვლებოდა. მაგრამ, „პოდნოსზე“ დადებული არაფერი მოდის. მართალია,  ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა ასე, მაგრამ, ცოტა მოსაწყენია, როდესაც რაღაც მზა მოდის. ამიტომ, გადავწყვიტე‚ რაღაცეები შევცვალო, გავაკეთო ის‚ რაც, ვიცი, რომ მომეწონება და თავს კარგად ვიგრძნობ. 

– ცოტა ხნის წინ საკუთარ თავს კარგი დასვენება მოუწყვე – პრაღასა და ვენაში იყავი. 

– ზაფხულში ერთი თვე დაგვასვენეს, მაგრამ, ვერ დავისვენე. მივხვდი, რომ საქართველოში ვერ ისვენებ, რადგან‚ სადაც არ უნდა წახვიდე, გარემო მაინც არ იცვლება. შესაბამისად‚ ვცდილობ, ქვეყნიდან გავიდე‚ თუნდაც ცოტა ხნით. წელს ძალიან მინდოდა „ქოლდფლეის“ კონცერტზე წასვლა და, მოკლედ, მთელი ჩემი სამეგობრო მოდიოდა. მაგრამ, მიჩვეული ვარ იმას, რომ, თავიდან ყველა მოდის და ბოლოს მარტო მე მივდივარ ხოლმე. ახლაც ასე მოხდა – საბოლოო ჯამში ყველას რაღაც მიზეზი გამოუჩნდა. ასე რომ‚ დავრჩით მე, მაშო გაგუა და თამთა აბდუშელიშვილი და წავედით ჯერ პრაღაში, შემდეგ ვენაში, რა თქმა უნდა‚ წავედი „ქოლდფლეის“ კონცერტზე. პირველი ხუთი სიმღერა არ მახსოვს, რადგან, შოკში ვიყავი. იმის გარდა, რომ ვიყავი იმ ჯგუფის კონცერტზე, რომელიც ძალიან მიყვარს‚ ვიზუალური ეფექტები იყო შოკის მომგვრელი. როდესაც სამოგზაუროდ მიდიხარ‚ დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ არის შენთან ერთად. მაშო ისეთი ადამიანია, მასთან ერთად მთვარეზეც წახვალ და იქაც კარგად იქნები. თამთასთან ერთადაც მეორედ ვიყავი დასასვენებლად ნამყოფი, ძალიან კარგად დავისვენე და ვიცოდი, როგორი ადამიანია მოგზაურობაში. შესაბამისად‚ სამივე კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. როდესაც კომფორტი გექმნება, უკვე ამაღლებული განწყობით გეწყება დღე. პრაღა ძალიან ლამაზი, ზღაპრული ქალაქია. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ძალიან ბევრი მულტფილმისა და ზღაპრის სიუჟეტი აქ უნდა განვითარებულიყო. სულ ვამბობდი: ამ სახლში ჰარი პოტერი ცხოვრობს, აქ – ფიფქია და შვიდი ჯუჯა-მეთქი, რადგან, ზღაპრული გარემოა შექმნილი, თითქოს სხვანაირი ჰაერია, სხვანაირად სუნთქავ, რიტმიც აჩქარებულია და, საბოლოო ჯამში‚ დადებითად დავიმუხტე. რაც შეეხება ვენას, პრაღისგან ძალიან განსხვავდება – უფრო მშვიდია, წყნარი. კარგი ქალაქია, მაგრამ‚ ვფიქრობ‚ ცოტა მოსაწყენი იქნება. ალბათ‚ პრაღიდან, ხმაურიდან, სადაც უამრავი ტურისტი მეჯახებოდა ქუჩაში და სულ დაკარგული ვიყავი ხან მე, ხან ჩემი მეგობრები, უცებ, რომ აღმოვჩნდი ისეთ ადგილას, სადაც დიდი სივრცე და სიმშვიდე იყო, ამიტომაც მოვიწყინე ცოტა, თუმცა‚ ულამაზესი ქალაქია. მოკლედ‚ ფანტასტიკურად დავისვენე, მიუხედავად იმისა, რომ ეს დასვენება ჩამამწარა იმ მოვლენებმა‚ რაც იმ პერიოდში საქართველოში ვითარდებოდა. შევდიოდი „ფეისბუქზე“, ვკითხულობდი პოსტებს, წესიერად ვერ ვიგებდი‚ რა ხდებოდა. თუმცა‚ იქაც დავაფიქსირე ჩემი პოციზია – პრაღაში შევუერთდი პატიმრების მიმართ სოლიდარობის აქციას, რომელიც ძალიან კარგმა ადამიანებმა გააკეთეს. სულ ტელეფონზე ვეკიდე – რა ხდება, ხომ მშვიდობაა-მეთქი. ძალიან დაძაბული ვიყავი, თან‚ ყოველი მეორე-მესამე ადამიანი დაჭერილია და ესეც გაღელვებს – იქ რა ხდება. მაგრამ, ჩამოვედი და დამხვდა აბსოლუტურად შეცვლილი გარემო. ბევრი ცვლილება მოხდა და, იმედი მაქვს‚ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. თან‚ ხალხი ისეთი გაღიმებული მხვდება, ბედნიერი, გახარებული, ზოგჯერ ვფიქრობ: სხვა ქვეყანაში ხომ არ ვარ-მეთქი.

– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

– ეს ის თემაა, რომელსაც ვერასდროს დაგეგმავ. რაღაცეები სულ ხდება, თუმცა‚ მე ასეთი ურთიერთობისთვის არ ვარ მზად, ან, ჩემს თემებში იმდენად ვარ გადართული, რომ საკუთარ თავს ვაჩერებ: „არა, ამას უნდა მივხედო“. თან‚ მე არ მჯერა – „დავინახე და შემიყვარდა“, ვიზუალური ეფექტით შეყვარების თემაც ვერ გავიგე. ადამიანი, რომელიც ვიზუალურად არის აღსაფრთოვანებელი, ეს აღფრთოვანება ზუსტად ერთ დღეში გადაგივლის – ჩემს შემთხვევაში ასეა. პიროვნული თვისებების გაგება, გაცნობა და, საერთოდ, ყველაფერი‚ დროს მოაქვს, რომელიც მე არ მაქვს. ჩემი ცვლილებები რომ დავგეგმე, ყველაფერზე ვიფიქრე, გარდა ამისა. ახლა‚ რადგან დრო მექნება, შეიძლება‚ პირადი ურთიერთობისთვისაც გამოვნახო დრო და რაღაცეები აეწყოს. 

 

скачать dle 11.3