კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ადამიანები არიან მეტად მომთმენები და ვისთან არ ღირს ზედმეტი ემოციის გამოხატვა

 

ადამიანმა თავისი დაბადების ზოდიაქოს ნიშანზე მეტად ყურადღება უნდა მიაქციოს ასტროლოგიურ სტიქიას. როგორც ცნობილია, სულ არსებობს 12 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ოთხ ასტროლოგიურ სტიქიად არის დაყოფილი. საჭიროა, რომ ამ ოთხი სტიქიის ნიშან-თვისებები თითოეულმა ჩვენგანმა კარგად ვიცოდეთ და, შესაბამისად, გავითვალისწინოთ კიდეც ყოველდღიურ ცხოვრებაში და ადამიანებთან ურთიერთობის დროს. ეს კიდევ უფრო დაგვეხმარება წინსვლაში, ადამიანებთან კეთილგანწყობის მოპოვებასა და ყოველდღიურ საქმიანობაში.

თითოეულ სტიქიაში ზოდიაქოს სამი ნიშანი ერთიანდება და ისინი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც ნიშან-თვისებებით, ისე ქცევის მანერითა და ურთიერთობებით. 

ცეცხლის სტიქიაში ერთიანდებიან: ვერძი, ლომი და მშვილდოსანი. ამ სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს აქვთ ძალაუფლების მოპოვებისა და პირველობისკენ (ხელმძღვანელი პირის რანგში) სწრაფვა, ასევე, შეპყრობილნი არიან ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილით. ამ ადამიანებს, აგრეთვე, ახასიათებთ ეგოიზმიც. გარკვეული პარამეტრებით ისინი განსხვავდებიან, თუმცა, კარგად უგებენ ერთმანეთს. მათ ძალიან უყვართ ნათესავები, ოჯახის წევრები, ახლობლები, ცხოვრების საერთო პრინციპები მათ ერთმანეთთან აახლოებს. 

ჰაერის სტიქიაში ერთიანდებიან ტყუპების, სასწორისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანები. ზოგადად, ჰაერისა და ცეცხლის სტიქიების ქვეშ დაბადებულები კარგად უგებენ ერთმანეთს. ჰაერის სტიქიის „წარმომადგენლები“ ძალიან ცნობისმოყვარეები, თავისუფლების მოყვარულები, გონებამახვილები და ინტელექტუალები არიან. ასევე, აქვთ განუსაზღვრელი ფანტაზიის უნარი. შეუძლიათ, იოცნებონ არარეალურზე და სჯეროდეთ, რომ ის ოდესღაც ახდება. უყვართ მოგზაურობა. ადამიანებში მუდმივად სიყვარულსა და სითბოს ეძებენ. არიან კომუნიკაბელურები, იუმორით აღსავსე, დიპლომატიურები. ამ სტიქიის ნიშნები კარგად უგებენ ერთმანეთს. 

წყლის სტიქიაში ერთიანდებიან მორიელის, კირჩხიბისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები. მათთვის ძირითადი დამახასიათებელი პარამეტრები და ნიშან-თვისებებია: უცნაური სიზმრები, ემოციურობა, სიღრმისეული ინტუიცია, სხვების დახმარება, გულმოწყალება, გადაჭარბებული რომანტიკულობა, გიჟმაჟური სიყვარული, წინასწარმეტყველების უნარი, საოცარი მგრძნობიარობა, დიპლომატიის უნარი, გულწრფელობა, სამართლიანობა, კოსმიური საკითხებითა და ამოუცნობი ფენომენებით დაინტერესება, ტრადიციებისადმი პატივისცემა, უფროსების რჩევა-დარიგებების გათვალისწინება; ასევე, უყვართ იმიჯის ხშირად შეცვლა და ამით საკუთარი გუნება-განწყობის გახალისება. გიჟდებიან კომპლიმენტებსა და შექებაზე.

მიწის სტიქიაში ერთიანდებიან კუროს, თხის რქისა და ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები. მათ ახასიათებთ პრაქტიკულობა, არ აშინებთ ცხოვრებისეული სიძნელეები, არიან დისციპლინირებულები, ტრადიციულები, პუნქტუალურები, ორგანიზებულები, შეუპოვრები, მომთმენები, ნებისყოფიანები, სტაბილურები. კარგად ეწყობიან წყლის სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს. მათ ბევრი საერთო თვისება აქვთ – თავისი ფსიქოტიპით მონათესავე სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებთან, მაგრამ, მიწის სტიქიის ქვეშ გაერთიანებულ ზოდიაქოს ნიშნებით დაბადებულ ადამიანებს ურთიერთობა უჭირთ ჰაერისა და ცეცხლის სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. შეუძლიათ საკუთარი პრინციპების დაცვა და, თუ საჭირო გახდა, ცხოვრებას რქებით აწვებიან. 

 

скачать dle 11.3