კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში ვერ აუწყო ფეხი სიძემ დათო როსტომაშვილს და რატომ მიჰყავს მას ცოლი ამერიკაში

 

ჯერ თაფლობის თვე აქვთ... წინ გრძელი გზა ელით და სიახლეებისთვის მზად არიან. ცხადია, საქორწინო მოგზაურობასაც გეგმავენ. ჯვარი კი წმიდა ქალაქ იერუსალიმში დაიწერეს... დათო როსტომაშვილის ქალიშვილი შორს, ოკეანის გადაღმა, ამერიკაში გათხოვდა... სიძე ქართველია, ზუსტად ისეთი ქართველი, როგორიც ბატონ დათოს წარმოედგინა: სერიოზული, ტრადიციული, კარგი ოჯახიშვილი და, რაც მთავარია, ხატიაზე უზომოდ შეყვარებული.

ხატია როსტომაშვილი: ერთმანეთი ზღვაზე გავიცანით, გრიგოლეთში. ორი წლის წინ მეც მეგობრებთან ერთად ვიყავი და კოსტაც. მხიარული, მომღერალი მეგობრები ჰყავდა (იცინის), კარგად ერთობოდნენ და ჩვენც შევუერთდით. მაშინვე შეგვიყვარდა ერთმანეთი-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ, დავმეგობრდით. კოსტა ამერიკელი ქართველია, იქ ცხოვრობს, ზაფხულის მერე ამერიკაში გაემგზავრა და იქიდან მეკონტაქტებოდა. ჩამოვიდა და თბილისში განვაგრძეთ შეხვედრები. ერთ დღეს კი, აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთი გვიყვარდა.

კონსტანტინე ზარდაშვილი: თავიდან მართლა არ შემიმჩნევია, არც მას. მეორედ რომ ჩამოვედი ზაფხულში ორი თვით, მაშინ გაღრმავდა ჩვენი ურთიერთობა და მივხვდი, რომ მიყვარდა.

ხატია: როცა მითხრა, მიყვარხარო, მაშინ აღმოვაჩინე, რომ მეც მიყვარდა. ისე, რომ მირეკავდა, მსიამოვნებდა და საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ნეტავ ასე რატომ მიხარია-მეთქი. ძალიან ყურადღებიანია და ამით მომხიბლა.

– კონსტანტინე, ამერიკაში სწავლობ თუ მუშაობ?

კოსტა:  ვსწავლობ, კიდეც ვმუშაობ და, საერთოდაც, იქ ვცხოვრობ (იცინის). მამაჩემი 1997 წელს წავიდა და 2003 წელს მეც წამიყვანა, მანამდე ჩემს საბუთებს ელოდებოდა. იმის მერე იქ ვარ. სასწრაფო დახმარების მედპერსონალის სპეციალობა მაქვს. ბიზნესის მიმართულებით ვმუშაობ. გეგმებიც ბევრი მაქვს – მინდა, სამედიცინო სფეროში გავიღრმავო ცოდნა.

– ხატია, ამერიკელზე გათხოვდი?

ხატია: ასე გამოდის. მაგრამ, კოსტა ნამდვილი, ტრადიციული ქართველია, თუმცა, ამერიკის მოქალაქე. მამაჩემი, მგონი, ამით მოხიბლა.

– სწორედ მამაზე უნდა მეკითხა – როგორ შეხვდა მრისხანე დათო როსტომაშვილი ქალიშვილის გათხოვებას, თანაც ოკეანის გადაღმა?!

– არ არის მამა მრისხანე, ზომიერად მკაცრია. ჩემს ძმასთან ძმაკაცობს, მე და ჩემს დას კი სულ გვთხოვდა, თუ ვინმე შეგიყვარდებათ, მოდით და მითხარით, ნუ გაიპარებითო. მაინც მქონდა კომპლექსი და კოსტას ამბავი პირდაპირ ვერ ვუთხარი. დედას მოვუყევი და მივუგზავნე (იცინის). დილით მამამ შემომხედა და მითხრა, შენზე რაღაც გავიგეო. დავიწვი სირცხვილით, სულ გავწითლდი. კოსტა ამერიკაში იყო. როცა ჩამოვიდა და გავაცანი, მამამ მითხრა, ყოჩაღ, კარგი არჩევანი გაგიკეთებიაო. მოეწონა ძალიან. 

– სმაში არ გამოსცადა სიძე?

კოსტა: მქონდა მცდელობა, მაგრამ, ვერ ამიყოლია, მაშინვე ვაღიარე მისი უპირატესობა. მე კი არა, მთელი საქართველო აღიარებს ამას. ვერასდროს დავლევ იმდენს, დათო როსტომაშვილი რომ სვამს. ძალიან მაგარია. ისიც „მაპატია“, ხატია ფილადელფიაში რომ მიმყავს.

– თუმცა, ჯვრისწერა იერუსალიმში გქონდათ. ეს ვისი იდეა და სურვილი იყო?

ხატია: ჩემი. ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდი, ჯვარი იერუსალიმში უნდა დავიწერო-მეთქი, როცა ძალიან პატარა ვიყავი და საერთოდ არ მქონდა წარმოდგენა ამ ქალაქისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. ძალიან ადრე, ჟურნალში წავიკითხე, რომ ბრეჟნევის ქალიშვილმა დაიწერა ჯვარი იერუსალიმში და ამან დამაინტერესა და დამაინტრიგა. მერე ყველაფერი წავიკითხე და გავიგე იერუსალიმის შესახებ. 

– ანუ, მამის დამსახურებაა შენი ახდენილი ოცნება?

– არა (იცინის), მამის მეგობრის, ისრაელში მცხოვრები ქართველის – მოშე ბოთურაშვილის, რომელიც ქალაქ აშდოდში ძალიან გავლენიანი ადამიანია. მან გაუკეთა ორგანიზება ყველაფერს და მარტო მე და კოსტა კი არა, ოჯახებთან, მეჯვარეებთან და მამაოსთან ერთად ჩაგვიყვანა იერუსალიმში. იქაური ებრაელები ფეხზე დადგნენ და გამაოგნებელი პატივი გვცეს, მსგავსს ვერაფერს წარმოვიდგენდი. მერე ქორწილი თბილისში გვქონდა.

– მერე ქორწილი თუ მეორე კონცერტი?

– (იცინის) ჰო. ჩვენი ორივე ქორწილი დიდი კონცერტი იყო და არასდროს დამავიწყდება. იერუსალიმში ყველა ტურისტი ჩვენ გვიყურებდა და სურათებს იღებდნენ ჩვენთან. არაჩვეულებრივი იყო.

– ახლა კი ამერიკაში მიდიხარ...

– ჰო, მივდივარ. წელიწადში ორჯერ მომიწევს ჩამოსვლა გამოცდების ჩასაბარებლად. მაგისტრატურას აქ დავამთავრებ და მერე მეც იქ გავაგრძელებ სწავლას. დიდი გეგმები გვაქვს. გვინდა, ძალიან წარმატებულები და შემდგარი ადამიანები დავბრუნდეთ საქართველოში.

 

скачать dle 11.3