კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

 

კითხვა: მყავს ავტომობილი „გოლფ 3”. რამდენიმე დღის წინ მომიწია ტრასაზე გასვლა. საკმაოდ მაღალი სიჩქარით მოვდიოდი და მანქანამ  თავისთავად შეანელა სვლა, თითქოს მუხრუჭს დავაჭირე ფეხი. მეორე დღეს ეს არ გამეორებულა, მაგრამ, ორ-სამ დღეში პრობლემამ სხვა მხრივ იჩინა თავი: ავტომობილს ძალიან უჭირს დაქოქვა, ან, თუ დაიქოქა, მალევე ქრება. რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის მიზეზი?

პასუხი: გირჩევთ, უპირველესად, ბენზინის წნევა შეამოწმოთ. სავარაუდოდ, მას რაღაც  ზღუდავს (შესაძლოა, დასვრილი იყოს ბენზინის სისტემის რომელიმე განყოფილება, თვითონ ბენზინის პომპაც კი). „ფოლკსვაგენის” ამ მოდელებს საწვავის სისტემაში ორი პომპა აქვთ: ერთი, რომელიც უშუალოდ საწვავის ავზშია განთავსებული და, მეორე, რომელიც მის გარეთაა. თუკი საწვავის დონე ჩვენს ავზში ნახევარს გადასცილდა და პრობლემა მოიხსნა, ესე იგი, საწვავის ავზში განთავსებული პომპის შეცვლა მოგვიწევს. ის, უბრალოდ, დამხმარე ფუნქციას ასრულებს, როდესაც ავზში საწვავის დონე დაბალია, საწვავის ავზის გარეთ მდგარ მაღალი წნევის პომპას საწვავს აწვდის.  

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ ფოკუსი”, 2000 წლის, რომელიც 100 კილომეტრზე 15 ლიტრამდე ბენზინს მოიხმარს. ის აღჭურვილია 2.0 ლიტრი მოცულობის ძრავათი და მართვის ავტომატური კოლოფით. ამ მოდელისთვის ის საკმაოდ ბევრს წვავს და რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?

პასუხი: კარგი იქნებოდა, უფრო დეტალურად დაგეხასიათებინათ, თუ როდის მოუმატა წვას თქვენმა ავტომობილმა და როდის შეამჩნიეთ ეს. მაგრამ, თუ ზოგადად ვიმსჯელებთ, წვის მატებას იწვევს: ჰაერის დასვრილი ფილტრი, ბენზინის დასვრილი ფილტრი, რომელიმე დაზიანებული სენსორი (მაგალითად, ეგრეთ წოდებული „ლამბდა”), გაჭედილი კატალიზატორი ან მაყუჩი სისტემის რომელიმე მილი, საწვავის ავზში დაბრუნების სისტემის სარქველი (ეგრეთ წოდებული „აბრატნი კლაპანი”), ან, უბრალოდ, სისტემა დასვრილია და გაწმენდასა და რეგულირებას საჭიროებს. ამის გამომწვევი მიზეზი, ასევე, შეიძლება იყოს რომელიმე სანთლის (ეგრეთ წოდებული „სვეჩის”) დაზიანებაც. იმისთვის, რომ უფრო ზუსტად გაიგოთ მიზეზი, მიმართეთ საწვავი სისტემის ხელოსანს.

კითხვა: მყავს „ტოიოტა”. როგორც მითხრეს, ის დიდი ბრუნვებისთვის არ ვარგა. რატომ, რა არის ამის მიზეზი?

პასუხი: საერთოდ, ძრავებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შიდა დეტალების ბალანსსა და წონას. მაგალითად მოვიყვანოთ ქაღალდისა და ტყვიისგან ჩამოსხმული რგოლები, ორივეს გავუყაროთ ღერძი და ხელით დავატრიალოთ. რა თქმა უნდა, ქაღალდის ტრიალს უფრო სწრაფად მოვახერხებთ. თუ ამ ქაღალდის რგოლს ცალ მხარეს სიმძიმეს დავკიდებთ, ეს ნიშნავს, რომ მისი აჩქარებაც გაგვიჭირდება, შენელებაც და, მით უმეტეს, სტაბილურად ტრიალიც. მძიმე ბურთს ასევე სწრაფად ვერ დავატრიალებთ, მაგრამ, შეგვიძლია, მას ნელ-ნელა მოვუმატოთ სიჩქარე და თან დიდხანს ვატრიალოთ ისე, რომ არ დაზიანდეს და სწრაფბრუნვადი ძრავების მთელი პრინციპიც ესაა. ნელა ბრუნვადი ძრავები, ისევე, როგორც „ტოიოტა,” მძიმე დეტალებისგან შედგება, საკმაოდ კომფორტული სატარებელია, ანუ, ნაკლებად მკვეთრ აჩქარებას აკეთებს, შენელებისთვის თავის მასას იყენებს და რბილად ჩერდება და იძვრება. მკვეთრ გადასვლებს არ ახდენს, გათვლა კომფორტულობაზეა და ასეც არის. მაგრამ, შესაბამისად, მაღალ ბრუნს ვერ აღწევს, რადგან მძიმე ლითონისგან არის შექმნილი. აბსოლუტურად პირიქით ხდება მაღალბრუნვიან ძრავების შემთხვევაში მაგალითად „ჰონდა”  მოვიყვანოთ: როდესაც „ჰონდაზე” გაზს ფეხს მივაჭერთ, ის მკვეთრად ჩქარდება და ეს, რა თქმა უნდა, დისკომფორტს გვიქმნის. თუ სპორტულ რეჟიმში სიარული არ გვინდა და იმავეს ვგრძნობთ გაზიდან ფეხის აშვებისას, ის ძალიან მკვეთრად ჩერდება. ეს სალონში ნჯღრევასაც კი იწვევს, მაგრამ სამაგიეროდ, მაღალბრუნიანი. 

კითხვა: მყავს „მერსედესის ემელის ჯიპი“, მართვის ავტომატური კოლოფით. ავტომობილი დავქოქე და ვერ ვძრავ – სიჩქარეში არ გადადის. როგორც ჩანს, ბერკეტი გაიჭედა და მას ადგილიდან ვერ ვძრავ, პარკინგშია დარჩენილი და ევაკუატორითაც ვერ მიმყავს. იქნებ, ამიხსნათ, რა არის ამის მიზეზი?

პასუხი: ეს „ემელის” მტკივნეული ადგილია. ამ დროს ხდება ბერკეტის გაჭედვა. როდესაც პარკინგიდან ავტომობილის გათავისუფლება გვინდა, ფეხი მუხრუჭს უნდა დავაჭიროთ. ეს კი იწვევს კოლოფში ერთი პატარა დეტალის უკან გამოწევას. ეს არის დეტალი, რომელიც გაყრილია კოლოფში და ბერკეტს პარკინგში აფიქსირებს, რათა ვინმემ მისი დაგორება არ მოახდინოს. ამ შემთხვევაში, სწორედ ეს მექანიზმია გაჭედილი. უნდა დაშალოთ სიჩქარეთა კოლოფი. ის დეტალი მექანიკურად, რაიმე მოწყობილობით უნდა გასწიოთ გვერდზე და ისე დააფიქსიროთ, რომ აღარ გამოიწიოს მანამ, სანამ ხელოსანთან მიიყვანთ. ანუ, ეს დეტალი შესაცვლელია. 

კითხვა: მსურს, შევიძინო „მერსედესი ცე კლასი”. მინდა, რომ ქალაქის პირობებში ათ ლიტრზე მეტ საწვავს არ მოიხმარდეს და თან ძლიერი ძრავით იყოს აღჭურვილი. თქვენ რა ძრავით აღჭურვილ და რომელ მოდელს მირჩევთ? ანუ, რა განსხვავებებია „სპორტის”, „ავანგარდისა” და „კომპრესორის” ძრავებს შორის და რომელი ჯობია?

პასუხი: თქვენ კითხვა არასწორად გაქვთ დასმული. „სპორტი”, „ავანგარდი”, „ადვანსი” და სხვა აღნიშნავს იმას, თუ რამდენად კომფორტულია ავტომობილი, ანუ, ეს მიანიშნებს, თუ რამდენად ბევრი ფუფუნების დამატებითი ელემენტი აქვს მოდელს, რამდენად რბილია მართვისას, როგორი სალონი აქვს და ასე შემდეგ. თქვენ მიერ ჩამოთვლილი დასახელებებიდან მხოლოდ „კომპრესორი” აღწევს ძრავას ტიპს და, გეტყვით, რომ ის საკმაოდ კარგია. ანუ, ეს არის სისტემა, როდესაც დაბალი კუბატურიდან ძრავა მაქსიმალურად მეტ სიმძლავრეს იღებს. შესაბამისად, ის საუკეთესოა ეკონომიის თვალსაზრისით. ასე რომ, შეგიძლიათ, იყიდოთ „მერსედესი”, ძრავას ნებისმიერი მოცულობით, მაგრამ კომპრესორიანი. 

 

скачать dle 11.3