კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საშინელი ტრაგედია დატრიალდა უმაღლესი სასამართლოს შენობაში

 

ჩვენი პუბლიკაციის ზოგიერთი გმირის ვინაობა შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

ძმები

ბონდო და ბადრი ნოდიები ტყუპი ძმები იყვნენ, თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში ცხოვრობდნენ. 10 წლიდან მათ ბაბუა ზრდიდა, რადგან მშობლები ავტოკატასტროფაში დაეღუპათ. ნოდიები ძალიან ნიჭიერი, კარგი გარეგნობის, ძლიერი ნებისყოფის ბავშვები იყვნენ. თავდაპირველად ისინი ძალიან წარმატებულად სწავლობდნენ და, მიუხედავად მშობლების დაღუპვისა, სწავლაზე ხელი არ აუღიათ. ძმებმა მხოლოდ მას შემდეგ დაანებეს მეცადინეობას თავი, როცა მათი ბაბუა, ანტონ ნოდია გარდაიცვალა. ბიჭები მაშინ 16 წლისანი იყვნენ, მეათე კლასში სწავლობდნენ. იმ წელს სკოლა უნდა დაემთავრებინათ და უმაღლეს სასწავლებელში აპირებდნენ სწავლის გაგრძელებას.

ბაბუა ანტონი ჯერ კიდევ არ ჰყავდათ დასაფლავებული, როდესაც მათ სიგარეტის მოწევა დაიწყეს. სიგარეტს სასმელი მოჰყვა, შემდეგ ქუჩას შეეჩვივნენ და სკოლის მეგობრები ქუჩის მეგობრებზე გაცვალეს, ბოლოს კი ქურდობაც დაიწყეს და, ერთ მშვენიერ დღეს ბონდო ნოდია მილიციამ ბინის ქურდობის გამო დააპატიმრა. იმ მომენტში ბადრი სოფელში იყო წასული ერთ-ერთ შორეულ ნათესავთან და სასჯელს გადაურჩა, ბონდო კი გაასამართლეს, სამი წლით პირობითი სასჯელი მიუსაჯეს და ციხიდან გაათავისუფლეს. სულ რაღაც ერთ თვეში ნოდიებმა სკოლა დაამთავრეს, ატესტატები აიღეს, მაგრამ, უმაღლეს სასწავლებელში სწავლა აღარ ისურვეს და კვლავ ქუჩურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. თუმცა, ბონდო შედარებით ერიდებოდა მილიციის თვალთახედვის არეში მოხვედრას, რადგან, პირობითი სასჯელი ჰქონდა და მცირე დარღვევის გამოც კი ციხეში შეაბრუნებდნენ...

დანტისტის საქმე

1984 წლის 16 მაისს, ბადრი ნოდია, ტიტე ახალაია და ნოდარ ჯაში ცნობილი თბილისელი კბილის ექიმის, ვანო გოგიაშვილის ბინაში შეიჭრნენ და იარაღის მუქარით აიძულეს ის, რომ ფული და ძვირფასეულობა მიეცა მათთვის. ახალაია 26 წლის იყო, ჯაში – 25-ის, ბადრი კი მხოლოდ და მხოლოდ 17-ის. ყაჩაღობაზე მას ახალაიამ და ჯაშმა უბიძგეს. ბოროტმოქმედებს სახეზე ნიღბები ჰქონდათ. დანტისტისგან მათ 1 200 გრამი ოქრო, ძვირფასთვლიანი ბეჭდები და 17 ათასი მანეთი წამოიღეს. თუმცა, ვანო გოგიაშვილმა ერთ-ერთ ნიღბიანში თავისი მეზობელი, ტიტე ახალაია ამოიცნო და ამის შესახებ მილიციას შეატყობინა.

ტიტე გამთენიისას აიყვანეს და, სულ რაღაც, თხუთმეტ წუთში გამოტეხეს. ამიტომ, ჯერ კიდევ კარგად არ იყო გათენებული, რომ ჯაში და ბადრი ნოდიაც აიყვანეს, ჯაშის ბინის ჩხრეკისას კი კბილის ექიმის კუთვნილი ქონება აღმოაჩინეს.

ახალაიამ აღიარებითი ჩვენება დაწერა და თავის უმცროს მეგობრებს გადააბრალა ყველაფერი. ჯაშმა კარგა ხანს აწვალა გამომძიებლები, თუმცა, ბოლოს ისიც გატყდა. ვერ გამოტეხეს მხოლოდ 17 წლის ბადრი ნოდია. ის ჯიუტად უარყოფდა ყაჩაღობაში მონაწილეობას და, საშინელი წამების მიუხედავად, არაფერი უღიარებია.

დანტისტის საქმე რაიონულმა სასამართლომ გაარჩია და ახალაიას 5 წელი მიუსაჯა, ჯაშს – 6 წელი, ხოლო ბადრი, რომელიც სასამართლოს მსვლელობის პერიოდში 18 წლის გახდა, 10 წლით ჩასვეს ციხეში.

გაჩეხილი „ბეჰემოტა“

ბადრი ნოდიას პატიმრობა იური ანდროპოვის ხანმოკლე, მაგრამ სასტიკ მმართველობას დაემთხვა, რომელმაც კრიმინალურ სამყაროს, განსაკუთრებით კი კანონიერ ქურდებს, სასტიკი ომი გამოუცხადა. პირველი მდივნის ბრძანებით, ქურდებს უმძიმეს პირობებში ათავსებდნენ, რომ მოეტეხათ. იმ პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდნენ ციხის სადისტი ზედამხედველები. ისინი უსასტიკესად ეპყრობოდნენ პატიმრებს. სცემდნენ, აწამებდნენ და, ხშირ შემთხვევაში, აუპატიურებდნენ კიდეც მათ. იმ პერიოდში თბილისის ერთ-ერთ ციხეში ვინმე ოლეგ ხახიაშვილი მუშაობდა ზედამხედველად, რომელსაც მეტსახელად „ბეჰემოტას“ ეძახდნენ. ის თავისი აღნაგობით მართლაც რომ ჩამოჰგავდა ბეჰემოთს და დღენიადაგ ოფლიანი და აყროლებული დადიოდა. ბუნებით სადისტი ბეჰემოტა პირადად სცემდა და აუპატიურებდა პატიმრებს. მან ბადრი ნოდიაც აითვალწუნა და მისი მოტეხვა სცადა. ერთ მშვენიერ დღეს, თავის სამ კოლეგასთან ერთად, ხახიაშვილმა ბადრი ციხის დერეფანში გამოიყვანა და უბრძანა, რომ ქურდებისთვის დედა შეეგინებინა.

– წადი, შენი ბოზი დედაც!.. – შეაგინა ბადრიმ ბეჰემოტას და სახეში შეაფურთხა.

ამის პასუხად, ოთხმა ზედამხედველმა 18 წლის ყმაწვილი ცემით სიკვდილის პირას მიიყვანა. ბოლოს კი ბეჰემოტამ ნოდიას უთხრა:

– ფეხზე რომ დადგები, პროცედურას გაგიმეორებ და, თუ ისევ არ შეაგინებ ქურდებს, გაგაუპატიურებ...

ერთი თვის შემდეგ ბადრი ნოდია კვლავ ციხის დერეფანში გამოიყვანეს და ქურდებისთვის დედის შეგინება უბრძანეს. მაგრამ ბადრიმ უცებ ამოაცურა სამართებელივით ალესილი ფოლადის ნაჭერი და ბეჰემოტას ჯერ ორი ხელით ჩასცა დიაფრაგმის შუაში, შემდეგ კი მთელი ძალით ჩაუჭრა მუცელი და ჭრილობა საშარდე მილამდე ჩაიყვანა...

გაჩეხილი ბეჰემოტას უზარმაზარი ღიპიდან სისხლიანი ნაწლავები გადმოიყარა და თბილისის ციხის სასტიკი ჯალათი, პატიმრების აღტაცებული შეძახილების ფონზე, ადგილზევე გარდაიცვალა...

ბადრი ნოდია გაასამართლეს და დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა, საკასაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ბადრი ნოდიას საქციელი თავიდან ბოლომდე ოლეგ ხახიაშვილის პროვოცირებული იყო და მას სასიკვდილო განაჩენი 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. ის ჯერ ერთადგილიან საკანში მოათავსეს, შემდეგ კი გააციმბირეს და ეტაპით ურალში, დაბა სავინსკაიაში მდებარე ¹1 მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში გაგზავნეს.

გაქცევა

ბადრი ნოდია უკვე ურალში იხდიდა სასჯელს, როდესაც თავისი ტყუპისცალის, ბონდოს მკვლელობის ამბავი შეიტყო. 19 წლის ბონდო ნოდია მისი ძმის მიერ გაჩეხილი ბეჰემოტას უმცროსმა ძმამ, სერგო ხახიაშვილმა მოკლა. ისიც, ისევე, როგორც ბეჰემოტა, ციხის ზედამხედველი იყო და მაგადანში მუშაობდა. თავისი ძმის ამბავი მან გვიან შეიტყო. თბილისში რომ დაბრუნდა, ძმა დასაფლავებული დახვდა, ბადრი კი – გაციმბირებული და, ამიტომ, მის ტყუპისცალზე იძია შური.

სერგო ხახიაშვილი ბონდო ნოდიას სადარბაზოსთან დახვდა და ჯერ ნაჯახით დაჩეხა, შემდეგ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა... სერგო ხახიაშვილი მილიციაში გამოცხადდა, გამომძიებელს აღიარებითი ჩვენება მისცა და ის ორთაჭალის ციხის ერთადგილიან საკანში, საკმაოდ კომფორტულ პირობებში მოათავსეს, რათა ის პატიმრებს არ მოეკლათ...

ბადრიმ რომ ძმის საშინელი მკვლელობის ამბავი შეიტყო, ისე გამწარდა, რომ ბარაკის კედელს გულის წასვლამდე ურტყა თავი... ხოლო, როდესაც მოასულიერეს და გონზე მოიყვანეს, ზონიდან გაქცევა და შურისძიება გადაწყვიტა.

1985 წლის 23 ივლისს, 19 წლის ბადრი ნოდია დაბა სავინსკაიას ¹1 საპყრობილიდან გაიქცა. მან ღამით შეუმჩნევლად გადალახა ოთხი მავთულხლართი და გუშაგის ჯიხურზე კატასავით შეუმჩნევლად აძვრა. გუშაგი გათიშა, ავტომატი წაართვა და ხშირ ტყეში გაუჩინარდა...

პატიმრის გაქცევის ამბავი ციხის ადმინისტრაციისთვის, სულ რაღაც, 25 წუთში გახდა ცნობილი და გაქცეულს მდევარი გაეკიდა, თუმცა, ბადრიმ ბოლომდე გასვლა მოახერხა, ჭაობიანი ტყეები გაიარა და მდევრისთვის მიუწვდომელი გახდა...

შურისძიება

1986 წლის 19 ივლისს, კოლონიიდან ბადრი ნოდიას გაქცევიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, მთაწმინდაზე მდებარე უმაღლესი სასამართლოს შენობაში საშინელი ტრაგედია დატრიალდა: ერთ-ერთ სხდომათა დარბაზში სერგო ხახიაშვილის სასამართლო იმართებოდა და განიხილავდნენ მის საკასაციო სარჩელს მისთვის საპატიმრო ვადის განახევრების შესახებ. როდესაც შესვენება გამოცხადდა და ბადრაგმა პატიმარი სარდაფში მდებარე დროებითი მოთავსების საკანში ჩაიყვანა, ზემოაღნიშნულ საკანთან სამი სპეცბადრაგის თანამშრომელი მოვიდა და ხახიაშვილის ბადრაგს სპეციალური განკარგულების აღმნიშვნელი ფურცელი გადასცა, რომლის მიხედვითაც, პატიმარი სასამართლოდანვე უნდა გადაეყვანათ შინაგან საქმეთა სამინისტროს ციხეში.  მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდებოდა ხოლმე და, ამიტომ, ხახიაშვილის ბადრაგმა საკანი გააღო და სპეცბადრაგის თანამშრომლები შიგნით შეუშვა. სპეცბადრაგის ორმა თანამშრომელმა ხახიაშვილის ბადრაგებს ჯერ სიკვდილის მუქარით აართვეს იარაღი, შემდეგ საკანში გამოამწყვდიეს სამივე, პატიმარი ხახიაშვილი კი დერეფანში გამოიყვანეს და, სპეცბადრაგის უნიფორმაში გამოწყობილმა ბადრი ნოდიამ ბეჰემოტას ძმა ჯერ იქვე აჩეხა ხანჯლით, ბოლოს კი ბენზინი გადაასხა, ცეცხლი წაუკიდა და უმაღლესი სასამართლოს შენობიდან თავის ორ თანამზრახველთან ერთად სასწრაფოდ გაუჩინარდა...

1986 წლის 19 ივლისს უმაღლეს სასამართლოში მომხდარი ხანძრის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს, რომ ეს მოკლე ჩართვის ბრალი იყო, საშინელი შურისძიების შესახებ კი კრინტიც არავის დაუძრავს. მართალია, „პერესტროიკა“ უკვე დაწყებული იყო, მაგრამ, ეს ამბავი ოფიციალურად არ გაუხმაურებიათ.

ბადრი ნოდია ორ წელიწადს იმალებოდა და 1988 წელს ჯერ თურქეთში გაიქცა, იქიდან კი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოახერხა გადასვლა. რამდენიმე წლის შემდეგ, 1995 წელს, იგი მოსკოვში დაბრუნდა და ბანკი გაძარცვა, საიდანაც 300 000 ამერიკული დოლარი გაიტაცა და კვლავ შტატებში დაბრუნდა, მაგრამ, 1998 წელს ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დააპატიმრა და 1999 წელს რუსეთს გადასცა.

ბადრი ნოდია ბანკის ძარცვისთვის გაასამართლეს და 15 წლით ჩასვეს ციხეში. იგი დღემდე პატიმრობაშია და სასჯელს იხდის ურალში, სწორედ იმ საპყრობილეში, საიდანაც 1985 წელს გაიქცა. მას გათავისუფლებამდე 2 წელი დარჩა...

 

 

скачать dle 11.3