კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

როდის გრძნობდა თავს ლადო ბურდული „თეთრ ყვავად“ და რა გამონაკლისი დაუშვეს მისთვის ლონდონში

 

ლადო ბურდული და ამერიკაში მოღვაწე დიჯეი ნიკა გელაშვილი ერთობლივ პროექტს გეგმავენ. ლადოს, ასევე, გადაწყვეტილი აქვს ინგლისსა და შტატებში კონცერტების ჩატარება. ტურის შესახებ თავად ლადო ბურდული გვიამბობს...

– ნიკა გელაშვილი გავიცანი „ფეისბუქის“ მეშვეობით, ვნახე, რომ იყო ასეთი ადამიანი, რომელიც რაღაც ივენთებს აწყობდა და ქართული მუსიკალური კულტურის პოპულარიზაციას უწყობდა ხელს. შემდეგ ნიკა თბილისში ჩამოვიდა და აქ გავიცანით ერთმანეთი. ხუთი წლის განმავლობაში პერმანენტულად ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. რომ ჩამოვიდა, უფრო კონკრეტულ საკითხებზე დავილაპარაკეთ და ერთობლივი პროექტიც დავგეგმეთ. ყველა ალბომის პროექტი, რასაც ახლა ვწერ, საკმაოდ ადრე, 1995 წლამდე მაქვს დაწერილი, მაგრამ, ისეთი სიტუაცია იყო, მუსიკისთვის ვის ეცალა. ქვეყანა არ იყო ამისთვის მზად. ამიტომ, ვცდილობ, რაც იმ წლებში „გავმაზე,” ახლა ავანაზღაურო. ის სიმღერები რომ მაშინ ჩამეწერა, ქართველი ახალგაზრდების მუსიკალური გემოვნებაც სხვა მიმართულებით განვითარდებოდა. 
90-იანებში დიჯეები საერთოდ უცხო ხილი იყო. თუ გახსოვთ, ერთ-ერთი პიონერი ამ საქმის მაშინ იყო დიჯეი ბაჯუ, რომელთან ერთადაც მქონდა ჩაფიქრებული იმ ალბომის გაკეთება, რომელსაც 2013-ში ჩავწერ. მერე, ჩემს მეგობარს, დადას, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, ასევე, შევთავაზე ამ ალბომის ჩაწერა და ესეც ჩამეშალა –  არ გამოვიდა რატომღაც. ნიკასთან კი, ვნახოთ. მალე მივდივარ ლონდონში, ასევე დაგეგმილი მაქვს ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესამდე ერთგვარი ტურის მოწყობა მარტი-აპრილში, ვნახოთ, რა იქნება. ყოველ შემთხვევაში სურვილი მაქვს (იცინის).
– როგორ ფიქრობთ, დღევანდელი გადასახედიდან, აქტუალურია ის მუსიკა, რომელსაც მაშინ წერდით?
–  აქტუალურია, რადგან, ამ მუსიკაში ისეთ ღრმა განცდებს ვდებ, იმდენად გახსნილია, რომ დროში ბალახივით კი არ ამოდის, უფრო მუხასავით არის, მარადიულია. ჩემი მუსიკა კონიაკს ჰგავს –  რაც დრო გადის, მით უფრო კარგი და ხარისხიანი ხდება, თუმცა, საკმაოდ თვითკრიტიკული ვარ. ქვეყანაში, სადაც კრიტიკა არ არსებობს, თვითონ უნდა გქონდეს ეს ცენზი. ვიღაცამ მომწერა ამას წინათ „ფეისბუქზე“ ირონიულად –  ვინ ხარ, რომ ამხელა ამბიციები გაქვსო. არც არავინ, უბრალოდ, ყველაფერი ფარდობითია ამქვეყნად. „სამარიაჟოდ“ არ ვქმნი მე მუსიკას.
– ქალბატონების მოსახიბლავად არ შეგიქმნიათ მუსიკა?
–  იცით, რა არის? (იცინის) როცა ვასრულებ, თავად იხიბლებიან ეს ქალბატონები და ეს ჩემი ბრალი არ არის. მეუბნებიან, ქალებზე ზეგავლენას ახდენს შენი მუსიკაო. მე ხომ კაშპიროვსკი არ ვარ, არა?! ვწერ, რაც გულიდან მოდის და, ალბათ ეს ხიბლავთ. 17 წლის რომ ხარ და ყველაფერი გეიოლება,  ყველაფერი ბუნებრივი და „საკაიფოა”, გოგონების მეტზე რაზე უნდა იფიქრო?! მერე, რომ იზრდები, სხვა ბრძოლები გეწყება, ხანდახან გენიალური იდეები მომდის და დღიურში ვინიშნავ, მერე კი ამას სტროფის სახეს ვაძლევ. 
– თავად თუ ხართ საკლუბო მუსიკის მსმენელი?
–  90-იან წლებში, როცა თბილისში არც კლუბები იყო, არც სინათლე, ჩემს სახლში იყო მოწყობილი ერთადერთი კლუბი სანთლების შუქზე, სადაც რეალიზდებოდა ამ სფეროში დაგროვილი პოტენციალი. ეს იყო ერთადერთი სცენა, სადაც დიჯეები –  ტანო, ქეში, ბაჯუ უკრავდნენ. დიჯეი ბაჯუმ პირველი ელექტრონული ალბომი ჩემთან დაუკრა სახლში 1996 წელს, „ბი-ბი-სის“ რადიოს წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები და გაგიჟდნენ, როცა ნახეს, რომ უშუქო ქალაქში ადამიანი ელექტრომუსიკას ქმნიდა. მოკლედ, პირველ კლუბურ მოძრაობაში სერიოზულ მონაწილეობას ვიღებდი. 92 წელს მე მქონდა პირველი დისკოთეკა –  „ფაბრიკა” და ამაზეც ფილმს ვიღებთ შვიდნაწილიანს ჩემი სახლის „ტუსოვკებზე“, მეგობრებზე. ეს მაშინ ნამდვილი კულტურული რევოლუცია იყო, მაშინ რომ არ გაგვეკეთებინა, რასაც ვაკეთებდით, დღესაც ხალხი მენტალურად ბაბუინების დონეზე იქნებოდა –  შუაღამეზე იარაღით დარბოდნენ და ნარკოტიკების ცუნამი მოდიოდა. გმირი უნდა ყოფილიყავი, რომ იმ ველური მასის არ შეგშინებოდა და ხმამაღალი სიტყვა გეთქვა. პოლიტიკურ პოზიციას რაც შეეხება, უპოზიციო ადამიანი ვარ, იმიტომ რომ ნათლად დავინახე: არც ერთ ქვეყანაში არ არის მთავრობა, რომელიც ხალხს მოსწონს. მე რეალურად ვუყურებ მოვლენებს, ილუზიებში არ ვცხოვრობ. მერე კიდევ, საქართველოში ეს არ არის შემოსავლიანი საქმე, რითაც ფულს იშოვი და ჟურნალების გარეკანზე მოხვდები ამერიკისგან განსხვავებით, სადაც განსხვავებულობა ძალიან ფასობს. უბრალოდ, მე ბავშვობიდან ვეზიარე დასავლეთს, ვერ მომატყუებდნენ. გერმანიაში შოკი მქონდა, როცა პირველად ნუდისტები დავინახე?! შიშველი ბავშვები აუზთან, ქალაქ ნიურნბერგთან პანსიონატში! მაშინ, როცა ჩემი კლასიდან გოგონა გააგდეს „მგლის ბილეთითა“ და „კახპას” ძახილით, იმიტომ, რომ კოლგოტი ჩაიცვა. საბჭოთა კავშირი თვითონ გთავაზობდა, რაზე უნდა გეტირა და გაგეცინა. მე კი ასეთ საზოგადოებაში „თეთრი ყვავივით” გავერიე. 50 წლის ასაკში, კიდევ კარგი, ჰალსტუხი არ მაქვს წაჭერილი და დებილის სიფათით არ ვზივარ.
– პოლიტიკა არასდროს ასახულა თქვენს მუსიკაში?
–  ხშირად მეკითხებიან ამას. აი, ლეგენდარული „რეცეპტის” ალბომიც, რომელიც 80-იანებში შეიქმნა და რამდენიმეჯერ გამოუშვეს გერმანელებმა, კანადელებმა, ფრანგმა ფანებმა... არ შემიძლია, ვწერო ასეთი მუსიკა: „მომეცი სიგარეტი, წავიდე და ვიყიდო არაყი...” ვერ ვწერ ასეთ ტექსტებს და ერთ ტიპზე „კაიფიც” სისულელედ მიმაჩნია. ერთადერთხელ მქონდა „ქარვასლაში“ საპროტესტო გამოსვლა-კონცერტი, როდესაც „რუსთავი 2-ში“ უშიშროება შეიჭრა. გაგიჟებულები ვიყავით ყველანი. ჯურღმულში ტყავისლაბადებიანი „ზონდერების“ ეპოქაში დაბრუნება არ გვინდოდა. კარგად მახსოვს, უბანში ყველა ჩაცუცქული რომ იყო და ისე იყვნენ „კაიფით“ გაბრუებულები, ბოდიში და, ტუალეტის ქაღალდით გავდიოდი უკვე გარეთ. ისიც მახსოვს, ლენინის ძეგლს რომ შეესივნენ ქაჯებივით, ჩამოაგდეს და ჯოხებს უბრახუნებდნენ, მაშინ, როცა, შეეძლოთ, კარგ ფასად გაეყიდათ ეს ძეგლი. 
– გაქვთ საყვარელი ქვეყანა?
– გერმანია მიყვარს გამორჩეულად, კარგი ხალხია; ცხოვრების ტემპით უფრო ლონდონი მომწონს. 2010 წელსაც მქონდა კონცერტი, შარშანაც და კიდევ ვგეგმავ წასვლას. მეორე კონცერტი მქონდა პარლამენტის წინ, „სენტ ჯონს სმიტ მიუზიქ სქვეა ჰოლში”, არაჩვეულებრივი საკონცერტო დარბაზია, სადაც, ტრადიციულად, მხოლოდ კლასიკურ მუსიკას უკრავენ. ერთ-ერთ ბრიტანელ პროდიუსერს, რომელიც იქ საკმაოდ ცნობილია, მოეწონა ჩემი მუსიკა და, ფაქტობრივად, ჩემთვის გამონაკლისი დაუშვეს. თუმცა, სამწუხაროდ, ეს პროდიუსერი ძალიან ენდო ქართველებს, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს ორგანიზება. არც თვითონ მოვიდნენ ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები, არც სხვები მოუყვანიათ და არც რეკლამა გაკეთებულა წესიერად. 1 500-კაციან დარბაზში 150 კაცი მოვიდა, თუმცა, ვინც მოვიდა, ძალიან მოეწონათ. 30 ფუნტს ბრიტანელები ტყუილად არაფერში არ გადაიხდიან. ამ ეტაპზე ლონდონში ნათია კელის გალერეაში მექნება კონცერტი. 
ამერიკაში პირველად მივდივარ, ძალიან რთულია ასეთი საკონცერტო ტურის დაგეგმვა, შორსაა ქვეყანა, ტურისტად წასვლა კი არ მინდოდა. თუმცა, ამერიკელებს ბევრს ვიცნობ, ვიცი მათი მენტალიტეტი. ამერიკელი საცოლე მყავდა, რომელიც სადღაც დისკოთეკაზე, მეთერთმეტე სართულზე გავიცანი. ორი თუ სამი წელი ვცხოვრობდით ერთად და მერე წავიდა. იმას საქართველოში არ უნდოდა ცხოვრება, ყოველდღე ტიროდა და გარბოდა –  ეს რა ქვეყანაა, წავიდეთ ამერიკაშიო; მე კიდევ, წასვლა არ მინდოდა, 40 წლის ვიყავი მაშინ. წახვიდე და აქ მოპოვებულს ყველაფერს ხაზი გადაუსვა, ეგრე არ გამოვა. იტანჯებოდა. მე მგონი, მეც დავისვენე და იმანაც. 
– თქვენს ქალიშვილებზეც გვითხარით ერთი-ორი სიტყვა.
– სამი ქალიშვილი მყავს: პირველი ქორწინებიდან –  თეჯი, მეორე ქორწინებიდან –  დარია და ბარბარე. ზღაპარში რომ არის: იყო ერთი ხელმწიფე, რომელსაც სამი ულამაზესი ასული ჰყავდა... (იცინის) –  ეგრე ვარ. თეჯი „თევზებია“ ჰოროსკოპით, ძალიან მშვიდი, წყნარი და თბილი ადამიანია; ბარბარე და დარია ძალიან ხმაურიანი ბავშვები არიიან, ემოციურები, აქტიურები. ბარბარე ცოტათი მგავს ხასიათით. სულ ვამბობ, ნეტავი თეჯი ყოფილიყო ხმაურიანი, როცა ამის ასაკი და ნერვები მქონდა-მეთქი. 
–  მუსიკალური ნიჭი რომელს გამოჰყვა?
–  სხვათა შორის, თეჯის ძალიან მაგარი ხმა აქვს, მაგრამ, რომ ნახა საკუთარი მშობლების ტრაგედია, არტისკენ და კულტურისკენ გახედვაც არ უნდა. 25 წლისაა, დედამისი, ქეთი მესხი, დიზაინერი და ყოფილი მოდელია. თეჯი ლონდონში ცხოვრობს და გათხოვილია ძალიან კარგ ინგლისელ ბიჭზე; პარალელურად სწავლობს, თუ არ ვცდები, მოდის სფეროში ბაიერის პროფესიას ეუფლება და მუშაობს დოდი ალფაიედის მამის კომპანიაში, სადაც ძალიან ხშირად დადიან ჰოლივუდის ვარსკვლავები. სააკაშვილიც ბევრჯერ არის იქ ნამყოფი.
სხვათა შორის, სიძე და მისი მშობლები პირველად რომ ჩამოვიდნენ და მოვიდნენ ხელის სათხოვნელად, შორტებით და სანდლებით დავხვდი. ამიტომ, ცოტა არ იყოს, გაკვირვებულები დარჩნენ და დაფიქრდნენ, მაგრამ, რომ დავპატიჟე ჩემს კონცერტზე ლონდონში, მიხვდნენ, რომ ცოტა უფრო სხვა ადამიანი ვიყავი, ვიდრე, უბრალოდ, კაცი შორტებში. 

 

скачать dle 11.3