კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა დააკეროთ ტანსაცმელზე ლუწი რაოდენობის ღილი და რაში გვეხმარება მარილის მაგიური თვისებების სწორად გამოყენება

ალბათ, ბევრისთვის გასაკვირი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ჩვეულებრივი მარილი მხოლოდ საკვებად კი არა, ადამიანის ბედის სწორი მართვისთვისაც გამოიყენება. თუ ეზოთერიკოსს, ქალბატონ ნატას დავუჯერებთ, უბედური ადამიანი არ არსებობს; არც მძიმე მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნა გაგიჭირდებათ და არც პრობლემებისგან თავის დაღწევა, თუკი საკუთარ ცხოვრებას სწორად მართავთ. მისივე თქმით, მარილის გარდა, თურმე, გარკვეული მაგიური თვისებები უბრალო ღილს და იმ ტანსაცმელსაც კი გააჩნია, რომელსაც ყოველდღიურად ვატარებთ. 

 

ნატა: ამქვეყნად უამრავი ისეთი რამ არსებობს, რაც ადამიანის კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობაზე, ბედზე, იღბალსა თუ უიღბლობაზე აგებს პასუხს. ეს ყველაფერი უხსოვარი დროიდან იცოდნენ ადამიანებმა და ყოველთვის ითვალისწინებდნენ. არ მსიამოვნებს, როცა ვინმე საკუთარ ბედზე დაიწყებს მოთქმას და თავს მაბეზრებს წუწუნით, თუ როგორ იტანჯებიან უიღბლობის გამო, რადგან, ამ დროს მათგან უარყოფითი ემოცია მოდის და გარკვეული დროის განმავლობაში ეს უარყოფითად აისახება ნებისმიერ ჩვენგანზე. ამის თავიდან აცილება და ბედის უკეთესობისკენ შემოტრიალება თავად შეგვიძლია და ამას ახლავე მოგახსენებთ. მოკლედ, მარილს აქვს გარკვეული მაგიური თვისებები და მას ჩვენი ბედის სასიკეთოდ შეცვლაც შეუძლია. თვის პირველ შაბათ დღეს, ღამის პირველ საათზე, უნდა აიღოთ მუჭით მარილი, ისე გახვიდეთ სახლიდან გზაჯვარედინზე, რომ ხმა არავის გასცეთ, დადგეთ, მარილის ნახევარი თავს უკან გადაყაროთ, ნახევარი კი ისევ სახლში წამოიღოთ. ეს მარილი გაყავით ორ ნაწილად, ერთი ნაწილი ერთ პატარა ტომსიკაში ჩაყარეთ, მეორე – მეორეში (ტომსიკები თვითონ უნდა შეკეროთ, ხავერდის წითელი ქსოვილისგან). ერთი ტომსიკა  ბალიშის ქვეშ დაიდეთ, მეორე კი ჩანთით ატარეთ – ეს სიყვარულშიც მოგიმართავთ ხელს და ფინანსურ კეთილდღეობაშიც დაგეხმარებათ, უფრო მეტად კი რომანტიკულ ურთიერთობაში მოგიგვარებთ პრობლემებს. ეს უძველესი დროიდან გამოცდილი მეთოდია. მაგალითად, თუ საყვარელ ადამიანს დაშორდით და კვლავ გინდათ მასთან შერიგება, ამ საქმეშიც მარილი დაგეხმარებათ, კერძოდ, წელიწადის ნებისმიერი სეზონის ბოლო კვირა დღეს, ღამის 12 საათზე, დადექით გზაჯვარედინზე თქვენი სახლისკენ ზურგით, სამჯერ წარმოთქვით იმ ადამიანის სახელი, ვისთან შერიგებაც გსურთ და მარილი თავს უკან გადაყარეთ. დიდი ალბათობაა, რომ ის თქვენთან უახლოეს მომავალში დაბრუნდეს. მარილი მლაშეა და, ჩვენი წინაპრები ამ მეთოდზე ამბობდნენ თურმე, ის ორ ადამიანს ერთმანეთს აწყურებსო. ყველა ადამიანი იმსახურებს ბედნიერებასა და რჩეულის გვერდით ყოფნას, ამიტომ, ამ რიტუალის ჩატარება და ბედის ცდა ნამდვილად ღირს. 

– ამბობენ, მომავლის დაგეგმვა ასეთი მეთოდებით ცოდვააო. ამაზე რას იტყვით?

– დიახ, ნათქვამია, მომავლის წინასწარ ცოდნა ცოდვააო, მაგრამ, თუ ის შენს დაცვასა და კეთილდღეობაზეა გათვლილი, არ მესმის, რატომაც არ უნდა სცადო?! ასევე, განსაკუთრებული მაგიური თვისებები აქვს უბრალო ღილს, რომელიც ჩვენს ტანსაცმელზე აკერია. ვერ დავიჯერებ, ასაკში შესული ადამიანებისგან გაგებული არ გქონდეთ, რომ ჩაცმულ ტანისამოსზე ღილი არ უნდა დაიკეროო. თუ ჩაცმულ ტანსაცმელზე ღილს მიაკერებთ, კარგა ხანს ნუღარ ელით რომანტიკულ შეხვედრებსა და რჩეულთან მშვიდ და წყნარ ცხოვრებას. ასე რომ, ჩაცმულზე დაკერებული ღილის წყალობით, უბედობის, უიღბლობისა და პრობლემების მსხვერპლი ხდებით. განსაკუთრებული პრობლემები დაოჯახებულ ადამიანებს ექმნებათ ასეთი ქცევით. შესაძლოა, ამ დაუფიქრებელმა ნაბიჯმა, საყვარელი ადამიანისგან ღალატის გამო დიდი ტკივილი განმაცდევინოთ. ასევე, არ გირჩევთ ღილის მიკერებას ტანსაცმელზე მზის ჩასვლის შემდეგ – ამით ბედს გაითვალავთ და, შესაძლოა, ორმხრივი სიყვარული დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ განიცადოთ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ტანსაცმელზე ღილები აუცილებლად წყვილად უნდა ეკეროს, რომ წარმატებებს ადვილად მიაღწიოთ, ნებისმიერ სიტუაციაში თქვენი აზრი დაფიქსირდეს, გარშემო მყოფებთან ნდობით ისარგებლოთ და საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის შესამჩნევი და სასურველი იყოთ. მოკლედ, თუ გსურთ, რომ პირად და კარიერულ ცხოვრებაში ხელი მოგემართოთ, ტანსაცმელზე ღილები ლუწი რაოდენობით უნდა ეკეროს.

– თუ კენტი რაოდენობის ღილი აკერია ტანსაცმელს, ამ დროს რა ხდება?

– თუ ადამიანს ტანსაცმელზე კენტი რაოდენობის ღილი აკერია, ის იმ დღეს ხელმოცარული იქნება. ამიტომ, გირჩევთ, ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხს მეტად ყურადღებით მიუდგეთ. არ ჯობია, ზედმეტი ღილი ააჭრათ ტანსაცმელს და ასე იოლად აიცილოთ თავიდან უსიამოვნებები?!

– ღილის ფერს მნიშვნელობა აქვს?

– რასაკვირველია. თუ საპასუხისმგებლო საქმეზე ან მოლაპარაკებაზე აპირებთ წასვლას, გირჩევთ, ისეთი სამოსი ჩაიცვათ, რომელზეც ღია ფერის ღილებია დაკერებული; მაგრამ, თუ საქმის გასარჩევად, ვალის დასაბრუნებლად ან საჩხუბრად მიდიხართ, მუქღილებიანი სამოსი გამოგადგებათ. ამას მიაქციეთ ყურადღება და, მერწმუნეთ, ცხოვრებაში წარმატება და იღბალი გარანტირებული გექნებათ.

– ამბობენ, გარკვეული სახის ტანსაცმლის ტარება ადამიანის ბედთან და იღბალთან არის კავშირშიო. ეს როგორ გავიგოთ?

– მართალია, დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში ტანსაცმელსაც და იმასაც,  თუ როგორ იცვამს ის. მე ამ შემთხვევაში ძვირად ღირებულ და ბრენდულ ტანისამოსს კი არ ვგულისხმობ, არამედ, სწორად ჩაცმას და გონივრულად მიდგომას საკუთარი გარეგნობის მიმართ. უკვე საიდუმლო აღარ არის, რომ, სამოსი, რომელსაც თუნდაც სულ ცოტა დროით ატარებდა სხვა ადამიანი, იმ კონკრეტული პიროვნების ბედთან დაკავშირებულ ინფორმაციას ითვისებს. მისი ჩაცმით, შესაძლოა, ის ბედი ჩვენც გავიზიაროთ – ეს მომენტი ეზოთერიკაში უცხო არ არის. ნათხოვარი ტანსაცმლის ტარების დროს, სხვისი ბედი საკუთარ ინფორმაციულ ველში გადაგვაქვს. ალბათ, გსმენიათ, რომ ბევრი ერიდება გარდაცვლილი ადამიანის ტანსაცმლის ტარებას და ეს სწორი ქმედებაა, რადგან, სიკვდილი სამუდამო ინფორმაციულ კვალს ტოვებს ქსოვილზე. ასეთი ნაკვალევის განადგურება კი მხოლოდ ცეცხლს შეუძლია. ყველა, ვინც გარდაცვლილი ადამიანის ტანსაცმელს ატარებს, აღნიშნავს, რომ გუნება-განწყობა უფუჭდება, გული უმძიმდება და არც წინსვლა აქვს ცხოვრებაში. სხვათა შორის, იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვისგან ყიდულობთ ტანსაცმელს. მაგალითად, ტანსაცმლის შეძენა არ არის სასურველი იმ ადამიანისგან, რომელიც თქვენში ქვეცნობიერად იწვევს ანტიპათიას. ასეთი ტანსაცმლის ტარებამ, შესაძლოა, დეპრესიაში ჩაგაგდოთ, აგრესიული გაგხადოთ და ელემენტარულმა წინააღმდეგობამ გამოგიყვანოთ წყობიდან. გირჩევთ, დააკვირდეთ, რომელი ტანსაცმლის ტარებისას გემართებათ ასე; აგრეთვე, ყურადღება მიაქციეთ, რომელ სამოსში გამოწყობილი გრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, ადვილად გამოგდით საქმე, წარმატებებს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აღწევთ და ის ტანსაცმელი ხშირად ჩაიცვით. ამ დროს მისი დადებითი ენერგეტიკა თქვენზეც გადმოდის და იღბლიანობაც იმატებს. 

 

 

скачать dle 11.3