კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაითავისუფლეთ ნაწლავები საშიში ტოქსინებისგან

 

 

იმ შემთხვევაში, თუ ნაწლავები არარეგულარულად და არასათანადოდ იცლება, ტოქსინები სისხლში გაედინება, რაც ცუდად აისახება კანის მდგომარეობასა და ადამიანის ხასიათზე.

თუ გსურთ, ახალგაზრდობა გაიხანგრძლივოთ, გქონდეთ ლამაზი კანი და თავიც კარგად იგრძნოთ, ნაწლავები ტოქსინებისგან უნდა გაისუფთაოთ. თუ ნაწლავები პრობლემებს არ გიქმნით, გასუფთავების პროცედურა სამ თვეში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ. სხვა შემთხვევაში კი – თვეში ერთხელ.

დასვენების დღეებში აადუღეთ ორასი მილილიტრი წყალი, ჩაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. ეს ფიზიოლოგიური ხსნარია, რომელსაც ორგანიზმი არ შეიწოვს. ის ნაწლავებს გარეცხავს და მავნე ნივთიერებებს გარეთ გამოიტანს. ამ ხსნარის დალევის შემდეგ, დაახლოებით, ნახევარ საათში უნდა ჭამოთ წინასწარ მომზადებული საუზმე. კერძოდ, ერთი მუჭა ბრინჯი მოხარშეთ უმარილო და უშაქრო წყალში, დაამატეთ ცოტა კარაქი და საუზმეც მზად იქნება. მას შეგიძლიათ, ოდნავ დამტკბარი ჩაიც მიაყოლოთ. ბრინჯის ჭამიდან ორი საათის შემდეგ, შეგიძლიათ, მიირთვათ, რაც გსურთ.

ასეთი წესით ნაწლავების გაწმენდა, ძალიან ეფექტურია და არ არღვევს ნაწლავების მიკროფლორას. იმ შემთხვევაში, თუ შეშუპებისკენ ხართ მიდრეკილი, უმჯობესია, ფიზიოლოგიური ხსნარი აფთიაქში შეიძინოთ.

ხანდახან ადამიანი მსხვილი ნაწლავის პათოლოგიური სიგრძით იბადება, რაც ადვილი გამოსავლენია მსხვილი ნაწლავის რენტგენოლოგიური საშუალებით. ასეთ ადამიანებს ნაწლავების დაცლის პრობლემა ბავშვობიდანვე აწუხებთ.

ნაწლავების დაცლის რეგულირება ყველაფერი როდია. დაცლა შვებას უნდა ჰგვრიდეს ადამიანს და ეს იოლად უნდა ხდებოდეს. თუ ასე არ არის, ეს უკვე პათოლოგიაა.

დეფეკაციის დროს არსებული ტკივილები, ბუასილის გამწვავების შემთხვევაში რომ იჩენს თავს, ბლოკავს ნაწლავების დაცლის პროცესს და საშინელ დისკომფორტს იწვევს. ასეთმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ სპეციალური რჩევები. კერძოდ:

* გაღვიძებისთანავე დალიეთ ოთახის ტემპერატურის მქონე ერთი ჭიქა წყალი;

* სანამ ადგებით, საწოლში გაიკეთეთ მუცლის მასაჟი. თითებით შეასრულეთ წრიული მოძრაობები საათის ისრის მიმართულებით;

* დილას მუცლის პრესისთვის გააკეთეთ ვარჯიშები;

* დილას, უზმოზე ასეთი ნარევი მიირთვით – დააქუცმაცეთ გარგარის, შავი ქლიავისა და ლეღვის ჩირი. ორას გრამ ნარევს შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი და ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი. ამას შეგიძლიათ, ერთი ჩაის ჭიქა წყალიც მიაყოლოთ;

* ხშირად მიირთვით ზღვის კომბოსტო, უმი ბოსტნეულის სალათები. მაგალითად, კომბოსტოს, სტაფილოს, ჭარხლისა და ვაშლის მცენარეული ზეთით შეზავებული სალათა. ასევე, კიტრის, სალათის ფურცლების, პომიდვრის, ბოლოკისა და მწვანილების სალათები;

* მიირთვით ღერღილი. ეს უკანასკნელი B ვიტამინის საბადოა და ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნისგან იცავს ადამიანს.

 

რომელი პროდუქტი უნდა ჭამოს წნევიანმა ადამიანმა ყველაზე ხშირად

ჰიპერტენზიასთან ბრძოლა ადამიანმა უნდა დაიწყოს ცხოვრების წესისა და კვების რეჟიმის გამოსწორებით. ასაკში შესვლის დროს, უმეტესობას აწუხებს ჭარბი წონა. გაითვალისწინეთ, რომ ჭარბ წონასა და არტერიულ წნევას შორის პირდაპირი კავშირია. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცხიმის დაგროვებას მუცლის ირგვლივ. სხეულის მასის შემცირება კი ამცირებს არტერიული წნევის მატებას, აუმჯობესებს ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლას.  ძირითადი მნიშვნელობა ამ მხრივ ენიჭება მოხმარებული ცხიმისა და მარილის რაოდენობას. ცხოველური ცხიმები, რომლებიც ორგანიზმში საკვების სახით ხვდება, შეიძლება, გახდეს ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობით დაგროვების მიზეზი. ქოლესტერინი მნიშვნელოვანი კომპონენტია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მაგრამ, მისი გადაჭარბებული რაოდენობის დროს იზრდება ათეროსკლეროზისა და გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკიც.

სასურველია, ადამიანმა საკვებ რაციონში შეზღუდოს ცხიმები, ხორცის პროდუქტები, შემწვარი საჭმელი და უპირატესობა მიანიჭოს რძისა და მცენარეულ პროდუქტებს, რადგან ისინი მცირე რაოდენობით შეიცავენ ცხიმებს. ასევე, აუცილებელია მარილის შეზღუდვაც, რადგან ის ორგანიზმში წყლის შეკავებას იწვევს. მარილის სადღეღამისო ნორმა ასეთ შემთხვევაში უნდა იყოს დაახლოებით 5 გრამი. უნდა დაიცვათ წონასწორობა საკვებით მიღებულ და დახარჯულ ენერგიას შორის. თუ მიღებული ენერგიის რაოდენობა ჭარბობს მის დანახარჯს, მაშინ ენერგიის ეს სიჭარბე ორგანიზმში ცხიმების სახით გროვდება. ნორმალური წონის შესანარჩუნებლად კი აუცილებელია კვების რეჟიმის დაცვა, რაც უზრუნველყოფს ენერგეტიკული დანახარჯების რეალურ დონეს.

თუ წნევა გაწუხებთ, მიირთვით უცხიმო ან ნაკლებცხიმიანი რძის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული, ნიგოზი, თხილი, მარცვლოვანი კულტურები; უპირატესობა მიანიჭეთ ცილოვან და მიკროელემენტებით, მაგალითად, კალიუმით, კალციუმითა და მაგნიუმით მდიდარ საკვებს, რადგან ანტიჰიპერტენზიული ეფექტი აქვს. ეცადეთ, საკვები დაძინებამდე 5 საათით ადრე მიიღოთ, რათა ორგანიზმი ღამით დაასვენოთ.

ზომიერი ფიზიკური აქტივობა ათეროსკლეროზს, არტერიულ ჰიპერტენზიას, გულის იშემიურ დაავადებას ეფექტურად ებრძვის. იმ ადამიანებს, რომლებიც ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას ეწევიან, სისტემატურად ვარჯიშობენ, აღენიშნებათ სისხლის ლიპიდური სპექტრი, უმცირდებათ თრომბის წარმოქმნის საშიშროება, უვითარდებათ დამატებითი, წვრილი სისხლძარღვები, რომლებიც კვებავენ გულის კუნთს. ასეთი ადამიანის ორგანიზმი ადვილად თავისუფლდება მავნე ნივთიერებებისა და წიდებისგან. ასევე, საჭიროა რეგულარული ვარჯიში, კვირაში 3-ჯერ მაინც; სულ მცირე, 1 საათის განმავლობაში, კარგია ფეხით სიარული, ცურვა და ასე შემდეგ. ფიზიკური აქტივობა უნდა გახდეს ადამიანის ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილი. გარდა ამისა, უნდა მოერიდოთ სტრესულ და კონფლიქტურ სიტუაციებს, ისწავლოთ მოვლენებისადმი სწორი მიდგომა და უარყოფითი ემოციების განეიტრალება. მოერიდეთ გადაღლას, მოახდინეთ გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის მონაცვლეობა.

თუ ხშირად გაწუხებთ მაღალი წნევა, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციებისა, უნდა შეზღუდოთ ალკოჰოლი და თამბაქო არ უნდა შეცვალოთ ექიმის დანიშნული მკურნალობის კურსი თვითნებურად.

 

რა იწვევს მენინგიტს და რატომ არის საშიში კანზე გაჩენილი სისხლჩაქცევები

მენინგიტი ზურგისა და თავის ტვინის გარსის ანთებაა. დაავადების ერთ-ერთი კლინიკური ფორმაა ელვისებური მენინგოკოკცემია, რომელიც მფრინავი მენინგიტის სახელით არის ცნობილი. პათოლოგია საკმაოდ მძიმე ფორმით იწყება, მიმდინარეობს შოკურად და ადეკვატური მკურნალობა თუ არ ჩატარდა, ადამიანის სიკვდილი გარდაუვალია.

დაავადების გამომწვევი მენინგოკოკური ინფექციის გამომწვევი მენინგოკოკი ბაქტერიაა. ის ანტიბიოტიკებით მკურნალობას არ ექვემდებარება. მენინგოკოკის ბაქტერია გარემო პირობების მიმართ არამდგრადია: მალე იღუპება, ცუდად იტანს დაბალ ტემპერატურას, მზის სხივებს, ულტრაიისფერ სხივებს, სადეზინფექციო ხსნარებს და 100 გრადუს ტემპერატურაზე კვდება. ინფიცირებისთვის კი ინფექციის წყაროსთან ახლო კონტაქტია საკმარისი.

მენინგოკოკური ინფექციით ყველა ასაკის ადამიანი შეიძლება, დაავადდეს. მისთვის დამახასიათებელია სეზონურობაც. ავადმყოფობის შემთხვევები ძირითადად ზამთარში და გაზაფხულზე ფიქსირდება. კერძოდ, კი მაშინ, როცა იმატებს ტემპერატურის ცვალებადობა და ტენიანობა.

მენინგოკოკთან ადამიანის ყოველი შეხება, საბედნიეროდ, ტვინისა და მისი გარსის ანთებით არ მთავრდება. ხშირად, ჩვენი იმუნური სისტემა ცხვირ-ხახის ლორწოვანში შეჭრილ მენინგოკოკს უფრო შორს გავრცელების საშუალებას არ აძლევს. ამის შედეგად, არ არის გამორიცხული, ადგილობრივად განვითარდეს ანთებითი პროცესები. ცხვირ-ხახის ლორწოვანის ანთების, ანუ, მენინგოკოკური ნაზოფარინგიტის დროს, სიცხე იმატებს, ჩნდება ტკივილი ყლაპვისას, ძნელდება სუნთქვა ცხვირით, ასევე, აღინიშნება მშრალი ხველა.

მენინგიტის დროს ადამიანს აწუხებს თავის აუტანელი ტკივილი, ეწყება ღებინება, გაღიზიანება, ჰალუცინაციები და ბოდვა. თუ ანთებითი პროცესი გარსის გარდა ტვინის ნივთიერებაზეც გავრცელდა, ვითარდება დაავადება მენინგოენცეფალიტი, რომელიც ძალიან მძიმედ მიმდინარეობს.

დაავადების ძირითადი ნიშანია გამონაყარი, ასევე, სისხლჩაქცევები ხელებზე, ფეხებზე, ბარძაყზე, დუნდულასა და სახეზე, რაც დაავადების სიმძიმეზე მეტყველებს.

 

მოიხსენით სახსრების ტკივილი და განკურნეთ ორგანიზმი მარილების დაგროვებისგან

მარილების დაგროვებისა და სახსრების ტკივილის დროს, შემდეგი რეცეპტი გამოგადგებათ:

* გაატარეთ ათი ცალი ლიმონი ხორცის საკეპ მანქანაში, მოათავსეთ ქილაში, დაუმატეთ 30 გრამი ინგლისური მარილი და ერთი ლიტრი ანადუღარი, გაცივებული წყალი. კარგად აურიეთ ერთმანეთში. ერთი დღე-ღამის განმავლობაში გააჩერეთ და შემდეგ მარლაში გაწურეთ. წვენი მიიღეთ ღვინის ჭიქით, ჭამამდე, დღეში სამჯერ. მკურნალობის კურსი სამი დღეა. ამ დროს იკრძალება ალკოჰოლი.

* მარილების დაგროვებისას, ასევე სასარგებლოა 300 გრამი წყლისა და ათი ცალი დაფნის ფოთლის ნახარში. ხარშეთ ხუთი წუთის განმავლობაში. შემდეგ თბილად შეფუთეთ და გააჩერეთ ოთხი-ხუთი საათი. ერთი კვირის შემდეგ გაიმეორეთ კურსი. სახსრების ტკივილი აუცილებლად გაგივლით.

მარილებს ორგანიზმიდან შემდეგი წესით გამოდევნით:

წვრილად დაჭერით ნიახური. დაასხით ერთი ქილა მაწონი და დილამდე გააჩერეთ. დალიეთ დილით უზმოზე. ასევე, წვრილად დაჭერით ერთი კონა ნიახური, დაასხით 300 მილილიტრი ცივი წყალი და სვით უზმოზე, დილაობით, ერთი კვირის განმავლობაში.

 

ბროწეული ჰემოგლობინის დონეს ამაღლებს და ათეროსკლეროზს ებრძვის

ბროწეულის წვენი ჰემოგლობინის ასაწევად უებარია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის ათეროსკლეროზსაც ებრძვის. გარდა ამისა, სასარგებლოა ბროწეულის ქერქის ნახარში. ღვიძლისა და სახსრების დაავადების დროს შეგიძლიათ, შემდეგნაირი ნაყენი მიირთვათ – ორ ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ნახევარი საათი ადუღეთ წყლის ორთქლზე. შემდეგ გააგრილეთ და გაწურეთ. დაუმატეთ მდუღარე წყალი, ისე რომ ერთ ჭიქამდე მიიყვანოთ. მიირთვით მესამედი ჭიქა ორჯერ დღეში, ჭამამდე ათი წუთით ადრე.

ბროწეული საკმაოდ მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებებით, კერძოდ, შეიცავს 15 პროცენტ ასკორბინის მჟავას, ანუ C ვიტამინს, ორგანულ მჟავებს, შაქარს, ტანინს. ის აუმჯობესებს სისხლძარღვთა ტონუსს, გარდაქმნის ცუდ ქოლესტერინს კარგ ქოლესტერინად, ამდიდრებს სისხლს ჟანგბადით, ხელს უწყობს ჰემოგლობინის დონის აწევას, აუმჯობესებს ღვიძლის, კანის, ფილტვების, თირკმელების, ელენთის, ფარისებრი და წინამდებარე ჯირკვლების რეგენერაციის პროცესს. ამიტომ, ხშირად სვით ახალგამოწურული ბროწეულის წვენი.

ტკბილი ბროწეულის წვენი კარგია ფაღარათისა და თირკმელების ჭვალის დროს. მჟავე ბროწეულის წვენი კი კარგია დიაბეტის დროს, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მჟავე წვენი აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და შლის კბილის მინანქარს. ამიტომ, თავი რომ დაიზღვიოთ, წვენს ცოტაოდენი ცივი წყალი დაუმატეთ.

ბროწეულის წვენი არ უნდა მიიღოთ იმ შემთხვევაში, თუ კუჭის წყლული ან გასტრიტი გაწუხებთ.

ბროწეულის ქერქი კი შეიცავს ნახშირწყლებს, სტეროიდებს, ალკალოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს. ქერქის ნახარში უნდა მიიღოთ ღვიძლის, თირკმლების, პირის ღრუს, სახსრების ტკივილის, მოტეხილობის, ღრძილებიდან სისხლდენის, ფაღარათის, კოლიტის და დიზენტერიის დროს.

 

скачать dle 11.3