კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

 

კითხვა: რამდენიმე დღეა, უკანა ტანში საშინელი ქავილი მაქვს. დაბანისა და საბავშვო ზეთის წასმის გარდა არაფერი მშველის. როგორ ვიმკურნალო?

პასუხი: მიზეზის დასადგენად საჭიროა კომპლექსური გამოკვლევა, მაგრამ, რადგან წყალი და ზეთი გშველით, შესაძლოა, ამის მიზეზი საცვალზე ან ტუალეტის ქაღალდზე ალერგიული რეაქცია იყოს.

კითხვა: გინეკოლოგიურ ნაცხში ოქროსფერი სტაფილოკოკი აღმომაჩნდა. რამდენად სავარაუდოა მისი სხვა ადგილებში არსებობა (პირის ღრუ, ნაწლავები)? დამინიშნეს ანტიბიოტიკებით მკურნალობა. როგორ ფიქრობთ, მიშველის?

პასუხი: სტაფილოკოკი ნებისმიერ ორგანოში შეიძლება არსებობდეს და იწვევდეს ქრონიკულ ანთებას. ხშირ შემთხვევაში, ეს „საკუთარი“ ინფექციაა, რომელიც გარკვეულ პირობებში იწყებს აქტიურად გამრავლებას. ანტიბაქტერიული თერაპია სისტემურად მოქმედებს და ყველა ქსოვილსა და ორგანოში კლავს მიკრობებს.

კითხვა: ვარ 13 კვირის ორსული. გამიჩნდა ჰერპესი. საშიშია თუ არა ეს ნაყოფისთვის?

პასუხი: როგორც წესი, ჰერპესის გამწვავება ნაყოფს არ ვნებს. ყოველი შემთხვევისთვის, 1-2 კვირაში გაიკეთეთ სისხლის ანალიზი და ექოსკოპია. 

კითხვა: ჩემმა მეუღლემ ბავშვობაში გადაიტანა ყბაყურა. მაინტერესებს, იმოქმედებს თუ არა ეს განაყოფიერებაზე და როგორია უშვილობის პროცენტი?

პასუხი: თუ თქვენს მეუღლეს ინფექციური პაროტიტის (ყბაყურის) დროს ორქიტი (სათესლე ჯირკვლების ანთება) არ ჰქონია, სანერვიულოც არაფერი გაქვთ. სათესლე ჯირკვლების ანთება  ყბაყურის ერთ-ერთი გართულებაა. მაგრამ, არც ამ შემთხვევაშია უშვილობის პროცენტი მაღალი. სიტუაციის დასაზუსტებლად მეუღლემ სპერმოგრამა უნდა გაიკეთოს. 

კითხვა: რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ურეოპლაზმოზმა ნაყოფზე? 

პასუხი: ქალის ურეოპლაზმოზმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის ინფიცირება, ორსულობის შეწყვეტა და მშობიარობის შემდგომი ინფექციური გართულებები.

კითხვა: როგორ მოვიქცეთ, თუ ცხვირის სისხლძარღვები ხშირად სკდება და სისხლდენის შეჩერება ჭირს?

პასუხი: უნდა გაკეთდეს სისხლის ანალიზი (კოაგულოგრამა – სისხლის შემადედებელი სისტემა), ელექტროკარდიოგრამა, თერაპევტის კონსულტაცია. ცხვირიდან სისხლდენა დაავადება არ არის, ეს რომელიმე დაავადების სიმპტომია. თუ თერაპიულ ასპექტში პრობლემები არ არსებობს, სისხლმდენი სისხლძარღვის მოწვა შეიძლება. 

კითხვა: აუცილებელია თუ არა ბავშვისთვის გლანდების ამოჭრა?

პასუხი: თუ ქრონიკული ტონზილიტის დროს კონსერვატიული მკურნალობა არაეფექტურია და ადგილი აქვს სხვა ორგანოებისა და სისტემების (სისხლძარღვოვანი, შარდსასქესო, ენდოკრინული, სახსროვანი და ოტიტები (ყურის ანთება და ხშირი გაციება) მხრიდან გართულებებს, ამ შემთხვევაში ქირურგიული მკურნალობის საკითხი დგება.

კითხვა: საღამოობით მაქვს სიცხე 37,7-38,1, ხოლო დილაობით – 36,9-37 გრადუსი. არის თუ არა ეს რაიმე გადახრის მაჩვენებელი?

პასუხი: თქვენ მიერ დასახელებულ ტემპერატურის ციფრებს მაღალ სუბფებრილიტეტს უწოდებენ. მიზეზი ბევრია, მაგალითად, ინფექციები: ვირუსული, ბაქტერიული, პარაზიტული; სისტემური რევმატოლოგიური პათოლოგია, სიმსივნური პროცესები. დიაგნოზის დასადგენად მიმართეთ თერაპევტს (თუ სიცხის გარდა სხვა ჩივილები არ გაქვთ), რომელიც დაგინიშნავთ გამოკვლევის სქემას და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა სპეციალისტებთან მოგცემთ მიმართვას.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

 

 

скачать dle 11.3