კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

რომელმა ბრიტანელმა მსახიობმა დაასახელა დევიდ ბექჰემის ფეხები „ინგლისის ღირსებად“

 

ის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია, რომელიც არა მარტო საფეხბურთო, არამედ, შოუ-ბიზნესის სამყაროს განუყოფელი ნაწილიც გახდა და, მიუხედავად იმისა, რომ სულ მალე ბუცებს ლურსმანზე დაკიდებს და ექსფეხბურთელთა სიაში ჩაეწერება, მისი პერსონა კიდევ ძალიან დიდხანს არ იქნება ინტერესმოკლებული. საუბარია დევიდ ბექჰემზე, „ლოს-ანჯელეს გელექსის” ინგლისელ ლეგიონერზე, რომელიც ფეხბურთის ელჩად არის მიჩნეული ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგაში.

* სრული სახელი და გვარია: დევიდ რობერტ ჯოზეფ ბექჰემი.

* დევიდ ბექჰემის სიმაღლე 183 სანტიმეტრია.

* დაქორწინებულია პოპულარული ბრიტანული პოპ-ჯგუფის „სფაის გერლზის” წევრზე, ვიქტორია ბექჰემზე. გავრცელებული ცნობის თანახმად, მათი სიყვარულის ისტორია 1996 წელს, თბილისში დაიწყო, როდესაც ინგლისის ნაკრებთან ერთად საქართველოს დედაქალაქში მყოფმა ბექჰემმა სასტუმროს ნომერში ტელევიზორში „სფაის გერლზის” კლიპი ნახა და შავგვრემანი ლამაზმანის ვინაობით დაინტერესდა.

* დევიდსა და ვიქტორიას ოთხი შვილი ჰყავთ – სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. ოთხივე შვილს ორიგინალური, არატრივიალური სახელები ჰქვიათ: ბრუკლინი (ნიუ-იორკის უბნის პატივსაცემად, სადაც ბავშვი ჩაისახა), რომეო (სახელი მას შემდეგ შეირჩა, რაც წყვილმა ფილმი „შეყვარებული შექსპირი” იხილა), კრუზი (ესპანური სიტყვაა და ქართულად „ჯვარს” ნიშნავს) და ქალიშვილი – ჰარპერ სევენი.

* დევიდ ბექჰემის უფროსი ვაჟების ნათლიები არიან ელტონ ჯონი და ელიზაბეთ ჰარლი.

* 1999 წელს დევიდისა და ვიქტორიას ვარსკვლავურმა წყვილმა ლონდონთან ახლოს 15 მილიონ დოლარად  შეიძინეს ფეშენებელური სასახლე, რომელსაც ბრიტანელები ხუმრობით „ბექჰემების სასახლეს” უწოდებენ.

* 2003 და 2004 წლებში დევიდ ბექჰემი „გუგლის” საძიებო სისტემის აბსოლუტური ლიდერი იყო სპორტულ თემატიკაზე განხორციელებული ძიებების დროს.

* 2004 წელს დევიდ ბექჰემი პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებად  ფეხბურთელად დასახელდა. მას შემდეგ იგი რეგულარულად ხვდება მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ტოპ-სამეულში – გასულ წელს 37 წლის ბექჰემმა 31,5 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

* დევიდ ბექჰემს იშვიათი ფობია აქვს – ატაქსიოფობია, მას პანიკურად ეშინია არეულობის. ბექჰემის გარდერობში ტანსაცმელი მკაცრი სიმეტრიულობით არის დაწყობილი, მაცივარში კი ბოთლები მხოლოდ ერთ ხაზზეა მოთავსებული. მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ყველაფერში იყოს წესრიგი და სიმეტრიულობა.

* ქალიშვილის ჰარპერ სევენის ოჯახის წევრად შემატება დევიდ ბექჰემმა ორიგინალურად აღნიშნა: „ლოს-ანჯელეს გელექსის” მატჩში, რომელიც ჰარპერის დაბადებას დაემთხვა, ის მოედანზე თეთრი ფერის ბუცებით გავიდა, რომელთაც ვარდისფერი ზოლი გასდევდა.

* „მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებული ბოლო სეზონი ბექჰემსა და ალექს ფერგიუსონს შორის სკანდალით დასრულდა. ერთ-ერთი მატჩის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელის თამაშით უკმაყოფილო ფერგიუსონმა ბექჰემს ბუცი ესროლა სახეში. ნასროლმა ბექჰემს წარბი გაუხეთქა და მილიმეტრებში ასცდა თვალს. ამბობენ, რომ ამ ფაქტის შემდეგ დევიდ ბექჰემმა „მანჩესტერიდან” წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და მადრიდის „რეალში” გადაბარგდა.

* „კელვინ ქლაინის” მამაკაცის თეთრეულის რეკლამირებაში დევიდ ბექჰემმა 1 მილიონი ევრო მიიღო ჰონორარის სახით.

* ატაქსიოფობიასთან ერთად, დევიდ ბექჰემს კიდევ ერთი პანიკური შიში აქვს – ორნიტოფობია, რაც ფრინველების შიშს ნიშნავს.

* დევიდ ბექჰემი ფიგურირებს ბრიტანულ კინო-ბლოკბასტერში – „რეალური სიყვარული,” სადაც ჰიუ გრანტის გმირი მის მარჯვენა და მარცხენა ფეხებს ინგლისის ღირსებად ასახელებს.

* დევიდ ბექჰემის საუკეთესო მეგობრად ითვლება გარი ნევილი, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, სასტუმროს ნომერში, როდესაც მან პირველად ნახა ვიქტორია ეკრანზე. და მოგვიანებით ნევილი ქორწილში მისი მეჯვარე გახდა. 

* დევიდ ბექჰემის 30 წლის იუბილეზე მოწყობილ წვეულებაზე სტუმრების სტატუსით ესწრებოდნენ: ელ მაკფერსონი, ელიზაბეთ ჰარლი, ელტონ ჯონი და ჯერი ჰოლიუელი.

* ინგლისის ნაკრებში თამაშის დროს დევიდ ბექჰემი ყოველ მატჩზე ბუცების ახალ წყვილს იცვამდა, რომელთა ფასი 300 ფუნტ სტერლინგს შეადგენდა.

* დევიდის მამა, დევიდ ედვარდ ანან ბექჰემი, სამზარეულოების მონტაჟით იყო დაკავებული, ხოლო დედა, სანდრა უესტი – პარიკმახერია. ბექჰემის ბაბუა (დედის მხრიდან) ებრაელი იყო.

* ფეხბურთის ბურთი, რომლითაც დევიდ ბექჰემმა ვერ გაუტანა პენალტი პორტუგალიის ნაკრებს 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ინტერნეტ-აუქციონზე 28 ათას ევროდ გაიყიდა.

* დევიდ ბექჰემს 17 სხვადასხვა ტატუ აქვს სხეულზე: თავისი შვილების სახელები (ბრუკლინი, კრუზი და რომეო), მეთიუ ბრუქსის ხატის რეპროდუქცია, ჯვარზე გაკრული იესო, ვიქტორია ბექჰემის პორტრეტი (მხარზე), ჯვარი (კისერზე), ქორწინების 10 წლის იუბილესადმი ვიქტორიას სახელი ჰინდის ენაზე, ქალიშვილის – ჰარპერ სევენის სახელი (კისერზე) და, სულ ბოლო ტატუირება სიტყვა – „სიყვარული”.

* ტატუირებების გამო, დევიდ ბექჰემი ძირითადად გრძელსახელოებიანი მაისურებით ასპარეზობს.

* დევიდ ბექჰემი მეუღლესთან ერთად ოფიციალურად იყო დაპატიჟებული პრინცი უილიამისა და კეიტ მიდლტონის ქორწილში.

* დევიდ ბექჰემმა ლონდონის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე ცეცხლის გადაცემის საპატიო მისიაში მიიღო მონაწილეობა – იგი მართავდა კატერს, რომლითაც ცეცხლი სტადიონამდე მიიტანეს.

* დევიდი 14 წლის იყო, როდესაც ხელი მოაწერა პირველ კონტრაქტს „მანჩესტერ იუნაიტედის” სკოლასთან.

* დევიდ ბექჰემის დებიუტი „ჩემპიონთა ლიგაში” 1994 წლის 7 დეკემბერს შედგა. „გალათასარაისთან” მატჩში 19 წლის ბექჰემმა გოლის გატანა მოახერხა, მისმა გუნდმა კი 4:0 გაიმარჯვა. საინტერესოა, რომ ინგლისის პრემიერ-ლიგაში ბექჰემის დებიუტი მოგვიანებით, 1995 წლის 2 აპრილს შედგა, „ლიდს იუნაიტედთან” მატჩში.

* 2002 წლის მუნდიალის პერიოდში, დევიდ ბექჰემის ვარცხნილობა კორეელ და იაპონელ ახალგაზრდებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

* დევიდ ბექჰემს 115 მატჩი აქვს ჩატარებული ინგლისის ნაკრების მაისურით. ეს არის მეორე მაჩვენებელი ინგლისის ნაკრების არსებობის ისტორიაში, პირველ ადგილზე პიტერ შილტონია – 125 მატჩით აქტივში.

* დევიდ ბექჰემი ჯერჯერობით არ გეგმავს საერთაშორისო კარიერის დასრულებას, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი, როი ჰოჯსონი, მას აღარ იძახებს გუნდში. თუმცა, ბექჰემი არ კარგავს იმედს, რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს ბრაზილიაში და ფინალურ შეხვედრაში გამარჯვების გოლს გაიტანს.

* დევიდ ბექჰემი ერთი წლით უმცროსია თავის მეუღლეზე, ვიქტორიაზე.

* 2006 წელს დევიდ ბექჰემს თავისი ჯანმრთელობა 100 მილიონ ფუნტ სტერლინგად ჰქონდა დაზღვეული.

* დევიდ ბექჰემის სამი ვაჟიდან ჯერჯერობით არც ერთს არ გამოუთქვამს სურვილი, რომ ფეხბურთელი გახდეს.

 

 

скачать dle 11.3