კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

 

ეპიფანე თეოდოროპულოსი: ჩემთვის მთელი დღის განმავლობაში ყველაზე ბედნიერი წუთებია, როცა სერობის შემდეგ მუხლს ვიდრეკ და ვამბობ: „მამაო და ძმანო, შემინდეთ მე ცოდვილს და ყოვლადწმიდა ღმერთი მოგიტევებთ თქვენ“.

ეფრემ ასური: ვინც გულში ავის ხსოვნას ინახავს, ჰგავს კაცს, რომელსაც გულში გველი ჰყავს ჩახუტებული.

თეოფანე დაყუდებული: რაი არს მთავარი ქრისტიანისთვის? ზრუნვა მოყვასის ცხოვნებისთვის! მის ხსნას, გადარჩენას, ქრისტიანი ხელს უწყობს ლოცვითა და საცხოვნებელი ქმედებით – სიტყვითაც, მზერითაც და საქმითაც, განსაკუთრებით კი წმიდა წერილის გავრცელებით შეაგონებს, აძლიერებს და განამტკიცებს მოყვასს, რათა არა ცდუნდეს.

იოანე სინელი: მორჩილება საკუთარი სულის სრული უარყოფაა, რომელიც ხორციელი მოქმედებით გამოიხატება. ანდა, პირიქით, მორჩილება ხორციელ ასოთა მოკვდინებაა ცოცხალი გონების მიერ.

ბასილი დიდი: შენი მწუხარება განყენებულად კი არ გაზომო, რათა აუტანელი არ მოგეჩვენოს, არამედ, ყველა ადამიანურ უბედურებას შეადარე და ნუგეშს პოვებ მწუხარებისას.

წმიდა სილუანი: ვინც მიეცა ღმერთის ნებას, მისთვის ადვილია ცხოვრება, რადგან, ავადმყოფობაშიც, საფრთხეშიც, დევნაშიც, ის ფიქრობს: „ღმერთს არ სურს, და მე ჩემი ცოდვებისთვის უნდა დავითმინო“.

მარკოზ განშორებული: ვინც მოწეულ მწუხარებას წინ აღუდგება, მან თავადაც არ იცის, რომ ღვთის ნებას ეწინააღმდეგება; ხოლო, ვინც ჭეშმარიტი ცოდნით იღებს, საღმრთო წერილის თანახმად, ის ღმერთს დაითმენს.

***

როგორც მონანულისთვის უცხოა ამპარტავნება, ისე ნებით შემცოდეს ვერ ხელეწიფება სიმდაბლე.

იოანე დამასკელი: შეუძლია ვინმეს, თქვას სამოთხის შესახებ, რა იქნება იქ? სამოთხეზე შეუძლია ილაპარაკოს იმან, რომელმაც სულიწმიდით შეიცნო უფალი და მისი სიყვარული ჩვენ მიმართ. უფალი ისეთი საყვარელია, რომ მისი სიყვარულისგან სული მხოლოდ მასზე ფიქრობს და არ ახსენდება არაფერი სხვა. სულიწმიდის მადლი იმდენად ტკბილია და ისე ცვლის ადამიანს, რომ ივიწყებს იგი თავის მშობლებსაც კი. სულს, რომელმაც სისრულით შეიცნო უფალი და დატკბა მისით, არაფერი სხვა არ უნდა, არაფერს არ ეჯაჭვება დედამიწაზე.

იოანე ოქროპირი: რატომაა, რომ, რაც უფრო იზრდება ხე, მით ღრმად იდგამს ფესვებს მიწაში? იგი სიმაღლეში ზრდით მდაბლდება, თავმდაბლობით კი ამაღლდება. ასევე უნდა მოიქცე შენც, ქრისტიანო! თუ ვინმეს აღემატები გონებრივი ან ზნეობრივი, ბუნებრივი თუ მადლისმიერი, გარეგნული თუ შინაგანი უპირატესობით, მით უმეტეს, ყველგან და ყოველთვის თავი დაიმდაბლე. თავმდაბლობის ღრმა ფესვების გარეშე ვერასოდეს იქნები დაცული დაცემისგან.

ნიკოლოზ სერბი: უფალმა მონანიება გადარჩენისთვის დაგვიტოვა. რომ არ ყოფილიყო მონანიება, მოციქულებიც კი ვერ გადარჩებოდნენ, მით უმეტეს – სხვა ადამიანები.

 

скачать dle 11.3