კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააშორეს ერთმანეთს ტყუპები და ვის ეძებს გაშვილებული ტყუპისცალი საქართველოში

 

41 წლის ტარიელ გერმანეს ძე ცენტერაძე (აღმზრდელის გვარი) ეძებს: 41 წლის ავთანდილს (გვარი და ამჟამინდელი სახელი უცნობია) და ბიოლოგიურ დედას (სახელი და გვარი უცნობია).

ისტორია: ვეძებ ჩემს ბიოლოგიურ დედას და ტყუპისცალ ძმას. დედის ასაკი ჩემთვის უცნობია. მე მისი არც გვარი და არც სახელი. ძმას კი ავთანდილი ჰქვია (მაშინ ასე ერქვა, მაგრამ, თუ იშვილეს და შეუცვალეს, მაშინ მისი სახელი ამჟამად ჩემთვის უცნობია). ჩემი ძმა, სავარაუდოდ, 41 წლის უნდა იყოს. ფიზიკურად ჩვენ ერთმანეთს ვგავართ. ძალიან მინდა დედისა და ძმის პოვნა და თქვენი რუბრიკის დიდი იმედი მაქვს. ფოტოზე ჩემი აღმზრდელი შუაშია. მე მინდა, რომ გამომეხმაურონ მისი შვილები (პირველი ქორწინებიდან), რადგან მათ, შეიძლება, რაიმე იცოდნენ ჩემი ისტორიის შესახებ.

– მოგვიყევით, როგორ დაკარგეთ ბიოლოგიური დედა და ტყუპისცალი ძმა.

– ყველაფერი, რაც ჩემ შესახებ ვიცი, მონაყოლიდან შევიტყვე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მე და ჩემი ძმა ტყუპები ვართ, დავიბადეთ წყალტუბოში 1970 წლის 30 ნოემბერს (მაგრამ, გამორიცხული არ არის, ეს თარიღიც შეცვლილი იყოს). შემდგომ დედაჩვენმა ჩვენ ქუთაისის ბავშვთა სახლში მიგვაბარა, რადგან მას ოჯახში პრობლემები ჰქონდა. ქუთაისის ბავშვთა სახლიდან 4 წლის ასაკში გამაშვილეს. მე მიშვილეს გერმანე არჩილის ძე ცენტერაძემ და ცუგული (ნათელა) პლატონის ასულმა ლობჟანიამ. ჩემი აღმზრდელი მამისთვის ეს მეორე ოჯახი იყო, პირველი ცოლისგან მას უკვე დიდი შვილები ჰყავდა. ფოტოზე ჩემი აღმზრდელი შუაშია. გერმანე, ჩემი აღმზრდელი მამა, ოზურგეთიდან იყო. მას შემდეგ, რაც მე ქუთაისიდან მიშვილეს, ჯერ წამიყვანეს ოჩამჩირეში, შემდგომ კი – თბილისში. ჩემი გაშვილება კი, ასეთნაირად მოხდა: აღმოჩნდა, რომ ჩემი აღმზრდელი დედისთვის ვიღაც ქალს უთქვამს, ქუთაისში, ბავშვთა სახლში ტყუპი ძმები ჰყავთო. მასაც მოუნდა ჩვენი ნახვა და ასე ჩამოვიდნენ. ჩემი ბიოლოგიური დედა გვნახულობდა ხოლმე. როგორც ვიცი, ის  ჩვენი გაშვილების წინააღმდეგი იყო. ჩემს აღმზრდელ მშობლებს ბავშვთა სახლში სამჯერ უთხრეს უარი, მაგრამ, ბოლოს ღამით გაგვაშვილეს. ჩემი ტყუპისცალი ძმა, თურმე, ტიროდა, ისე არ უნდოდა ჩემთან განშორება. გავიგე, რომ ჩემი ტყუპისცალიც გაუშვილებიათ და, თუ არ ვცდები, ვიღაც ექიმმა იშვილა. ნამდვილად არ ვიცი, სად შეიძლება ვეძებო ჩემი ძმა ამჟამად, მაგრამ, ის საქართველოში მგონია, ისევე, როგორც ჩემი ბიოლოგიური დედა. 

– აღმზრდელი მშობლები ცოცხლები არიან?

– არა, ორივე გარდაიცვალა. მე მათთან დაახლოებით 6 წლამდე ვიზრდებოდი. თბილისში ჩამომიყვანეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დამაწვინეს. იმ დროს მოსკოვიდან კომისიაც კი იყო ჩამოსული და შემამოწმეს, ჯანმრთელად მცნეს და ამჯერად მახინჯაურის ბავშვთა სახლში მიმაბარეს, ხოლო, ვინც გადაწყვიტა, რომ მე ფსიქიატრიულში დასაწვენი ბავშვი ვიყავი, იმას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მახინჯაურის ბავშვთა სახლში 6 წლიდან 12 წლამდე ვიმყოფებოდი. იქ იყო ერთი რუსი ქალი, ექთანი თუ სანიტარი, ზუსტად არ მახსოვს. მან ჩემი აღმზრდელისგან ყველაფერი იცოდა ჩემზე და მიყვებოდა ხოლმე ჩემს ისტორიას, თან ამბობდა, როცა გაიზრდები, ყველაფერს გეტყვი და იპოვი დედაშენსო. სამწუხაროდ, ის ქალი, ვალია ბელიაევა, დღესდღეობით საქართველოში აღარ ცხოვრობს – შვილთან, ესენტუკში წავიდა საცხოვრებლად. ამჟამად ვალია დაახლოებით 70 წლის უნდა იყოს.

– ვალიას გარდა, რომელიც ამჟამად, შესაძლოა, ესენტუკში იყოს, კიდევ ვინ შეიძლება, იცოდეს თქვენი ისტორია?

– მახინჯაურის ბავშვთა სახლში იყო ერთი პედაგოგი ქალი – გუგული ბერიძე. შეიძლება, მან იცოდეს ჩემი ისტორია ან რაიმე მითხრას ჩემი ბიოლოგიური დედის შესახებ. ასევე, დიდი იმედი მაქვს, რომ გამომეხმაურებიან ჩემი აღმზრდელი მამის შვილები ან შვილიშვილები. 

– როგორ ფიქრობთ, თქვენმა ძმამ თუ იცის, რომ ნაშვილებია?

– დიდი იმედი მაქვს, რომ მას რაღაც მაინც ახსოვს თავისი ბავშვობიდან – ჩვენ ხომ 4 წლამდე ერთად ვიყავით ბავშვთა სახლში; ან, იქნებ, მას უთხრეს თავისმა აღმზრდელებმა, რომ ის ნაშვილებია. არ ვიცი.

– მაინც, რატომ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენი ტყუპისცალი საქართველოში უნდა იყოს?

– ტყუპებს განსაკუთრებული ინტუიცია აქვთ ერთმანეთის მიმართ. მე გულში ხან აუარებელ სევდას ვგრძნობ, ხან – სიხარულს, ყველაფერი ეს ჩემდაუნებურად მემართება და, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ძმაც ასეა. რატომღაც, ის მე საქართველოში მგონია და, თუკი ის ჩემი პატარაობის სურათს ნახავს, იქნებ, მიამსგავსოს თავის თავს. დედის პოვნაც ძალიან მინდა – ბოლოს და ბოლოს, ის დედაჩემია და, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, მინდა, ვნახო ეს ქალი.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

 

скачать dle 11.3