კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არის თუ არა ქალისთვის საკმარისი ქმრის წესიერება, სტაბილურობა, სიმშვიდე და ერთგულება ბედნიერების მოსაპოვებლად

ადამიანები ცუდად იცნობენ საკუთარ შინაგან სამყაროს. მათ მხოლოდ ჰგონიათ, რომ იციან, რა მოთხოვნილებები აქვთ, რა პოტენციალი და რა შესაძლებლობები. თუ რაღაც არ გაუკეთებიათ, ფიქრობენ, რომ ყოველთვის ასე იქნება, ანუ, არასოდეს თქვა, „არასოდეს“, მაგრამ, ასე მარტივადაც არ არის საქმე. ჩვენ გვიჭირს, ჩავუღრმავდეთ საკუთარ ბუნებას. უკეთესად გავიცნოთ ის, რათა დავიზღვიოთ თავი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან. აუცილებელია, თითოეულმა ჩვენგანმა იცოდეს, რაზეა წამსვლელი, რათა თავიდან აიცილოს ისეთი შეცდომები და პრობლემები, რომელთა გამოსწორებაც შეუძლებელი იქნება.

 

დეა (31 წლის): ხუთი წელია, გათხოვილი ვარ. ქმრამდე ორი შეყვარებული მყავდა, მაგრამ, ამ სიტყვის ტრადიციული, ძველმოდური, სტანდარტული მნიშვნელობით. ანუ, იმისი თქმა მინდა, რომ არც ერთი არ ყოფილა ჩემი „ბოიფრენდი“ და, სიმართლე რომ გითხრათ, სიყვარულიც ისეთი, ძალიან ჩვეულებრივი და თითქოს სავალდებულო მქონდა.

– ეგ რას ნიშნავს?

– გეტყვით. იმ პერიოდში ყველა ჩემს მეგობარ გოგოს ჰყავდა შეყვარებული და მეც საკუთარი თავის შეურაცხყოფად ჩავთვალე, თაყვანისმცემლის გარეშე ვყოფილიყავი.

– ანუ, ეს სიყვარული არ იყო?

– იმ მომენტისთვის ვფიქრობდი, რომ იყო. რადგან, მაშინ სიყვარულზე აბსოლუტურად სხვანაირი წარმოდგენა მქონდა, მე ვიტყოდი, საკმაოდ არასერიოზული. 19 წლისას, ალბათ, კიდევ მეპატიებოდა, მაგრამ, ოცდასამისას უკეთ უნდა მცოდნოდა ამ გრძნობის არსი. ახლა ამას სერიოზულ შეცდომად მივიჩნევ, ჩემს შეცდომად, რა თქმა უნდა. მაგალითად, ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ქმარი ნამდვილად მიყვარს. ანუ, დღეს ჩემთვის სიყვარული ის არის, რასაც ქმრის მიმართ განვიცდი.

– თქვენთვის სიყვარული განცდაა?

– პრინციპში, ახლა მართლა განცდაა და ძალიან ვნერვიულობ ამას. სამწუხაროდ, გვიან გავაცნობიერე, რომ ქმრის მიმართ სერიოზული გრძნობა მაქვს.

– ისე გაჰყევით ცოლად, რომ არ იცოდით, რას გრძნობდით მის მიმართ?

– ასე გამოვიდა. მომეწონა ძალიან. ჩემი ოჯახის წევრებსაც ძალიან მოეწონათ. დედაჩემი ხომ, საერთოდ  გადაირია – ასეთი კაცი ძალიან იშვიათია, არაჩვეულებრივი ქმარი იქნება და უარი არ უნდა თქვაო. ძალიან ბევრი არგუმენტიც ჰქონდა, თუ რატომ ვიქნებოდი ამ ადამიანის გვერდით ბედნიერი და მეც გადაწყვეტილება მივიღე.

– ასე მარტივად?

– იცით, რაშია საქმე? მე არასდროს გამოვირჩეოდი იმპულსურობით და „აფრიკული ვნებებიც“ არასდროს ყოფილა ჩემი სტიქია. ქმარიც ასეთი მინდოდა: პრაქტიკული, ყურადღებიანი, პუნქტუალური და მოწესრიგებული, პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე, ერთი სიტყვით, მოსაწყენი...

– ადამიანი, რომელსაც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, მოსაწყენია?

–  მე ასე ვფიქრობდი. პრინციპში, აბა, რა არის? როცა ადამიანისგან მოულოდნელობებს არ ელი და ზუსტად იცი, როდის რას გააკეთებს, საინტერესო მასში რა არის? თუმცა, არ ვამბობ, რომ ეს  ცუდია. დედაჩემი ყოველთვის ჩამჩიჩინებდა, შეუძლებელია კაცთან ერთ ჭერქვეშ იცხოვრო, მის ლოგინში გეძინოს და არ შეგიყვარდეს; მთავარია, კარგი ადამიანი იყოს, პატივს გცემდეს, ყურადღებას იჩენდეს, არ გღალატობდეს, ოჯახი უყვარდეს და კარგი სამუშაო ჰქონდეს, ფულიც სახლში მოჰქონდეს და ქალის ბედნიერებისთვის მეტი არც არაფერია საჭიროო...

– არ აღმოჩნდა ასე?

– არა. „მეტი არც არაფერი“ აღმოჩნდა ის, რაც მე ქმართან ხუთწლიანი თანაცხოვრების პერიოდში მაკლდა. მე დედაჩემს კი არ ვადანაშაულებ, საკუთარი თავი უნდა მცნობოდა უკეთესად და მცოდნოდა, რა მოთხოვნილებები მქონდა თუნდაც ინტიმის სფეროში. იყო მომენტები, როცა საკუთარი თავისთვის მიკითხავს, ნეტავი, ყველა ქალი ასეა და ის, რასაც ფილმებში აჩვენებენ, ყველაფერი მოგონილია-მეთქი?! გიჟურ ვნებას ვგულისხმობ, ლტოლვას, რომელიც გონების ხმას ახშობს და მთლიანად გიმორჩილებს. ქმრის გვერდით ეს ყველაფერი არ განმიცდია და, ვფიქრობდი, რომ არც მჭირდებოდა. არავის ვადანაშაულებ. მეტსაც გეტყვით, საკუთარ თავსაც ვერ ვადანაშაულებ ბოლომდე. ჩემი დიდი შეცდომის მიზეზი გახდა ის, რომ, პრაქტიკულად, არ ვიცნობდი ჩემს „მეს“. ხოლო, როცა გავიცანი, შოკი დამემართა.

– ადამიანები ძალიან ხომ არ ვართულებთ ცხოვრებას? იქნებ, უბრალოდ, დინებას უნდა მივყვეთ?

– არა, არა, დინებას ვერ მიჰყვები, ეს ბედის ანაბარად ცხოვრებას ნიშნავს, ასე კი დიდხანს ვერ გაუძლებ – ეს დინება ჩაგითრევს და, შეიძლება, დაგახრჩოს კიდეც. მეც ლამის ასე დამემართა – დახრჩობას ბევრი აღარაფერი მაკლია. ვიცი, რომ, ის კითხვები, რომლებიც ახლა მოსვენებას არ მაძლევს, ცოტა ადრე უნდა დამესვა საკუთარი თავისთვის და, იქნებ, ჩემი ქმრისთვისაც. მაშინ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, აღარც სინდისი შემაწუხებდა და მორალური თვალსაზრისითაც უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდი. თუმცა, ისიც არის, რომ მაშინ ვერ ვაცნობიერებდი ამ ყველაფერს და ამან გამოიწვია ის, რაც ახლა მჭირს. შემთხვევას მივეცი საშუალება, თავის სათამაშოდ ვექციე. ანუ, ჩემში პირველმა მე ვერ აღმოვაჩინე სექსუალური ქალი, ეს შემთხვევამ გააკეთა და, შესაბამისად, თამაშის წესებიც მან მიკარნახა.

– და, ეს აღმოჩნდა შოკის მომგვრელი?

– რა თქმა უნდა. მე აბსოლუტურად დინების საწინააღმდეგოდ წავედი. მთლიანად გადავუხვიე გზიდან და ჩიხში აღმოვჩნდი. იცით, ამ მომენტიდან როგორ შევიცვალე? აბსოლუტურად სხვანაირად ვუყურებ ადამიანებს და სხვანაირად ვაფასებ მათ საქციელს. ადრე ადვილად ვიმეტებდი ყველას გაკიცხვისთვის, სხვანაირად რომ ვთქვათ, სხვის თვალში ბეწვსაც ადვილად ვხედავდი. „უი, ეს როგორ იკადრა; ასე რატომ მოიქცა, როგორ არ რცხვენია“... – ანუ, ძალიან მარტივად ვუყურებდი სხვის შეცდომებს. არ ყოფილა ცხოვრება ადვილი. პროგნოზის გაკეთება, რომ შენ ამას არასდროს ჩაიდენ, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა. სხვების თვალში ახლა უკვე მეც სასაცილო ვარ, ნაკლებად მაინტერესებს სხვისი აზრი ჩემზე. მთავარი ხომ საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნაა, რაც მე აღარასოდეს მექნება. ეს ყველაფერი კი იმის გამო მოხდა, რომ მე აბსოლუტურად არ ვიცნობდი საკუთარ თავს. ზოგჯერ მიფიქრია იმაზე, როგორ აკეთებენ ადამიანები სისულელეებს სიყვარულის, მით უმეტეს – სექსის გამო-მეთქი. მართლა ვერ წარმომედგინა, თუ ვნებას შეეძლო ადამიანის გონების  ასე დამორჩილება. რაღაც გამაოგნებელი დამემართა, თანაც, ეს სრულიად მოულოდნელად, გაუცნობიერებლად მოხდა. ჩემი ქმრის ყველაფერი მომწონდა: მისი მშვიდი ხასიათი, გაწონასწორებული ბუნება, სერიოზულობა, უემოციობა... როგორ ვიფიქრებდი, რომ მერე მისი ეს თვისებები ოდესმე ნერვებს მომიშლიდა. თავი მომქონდა იმით, რომ სტაბილური და საიმედო ქმარი მყავდა. როცა ჩემი მეგობრებისგან მესმოდა, როგორი ვნებების ქარცეცხლი ჰქონდათ ქმრებთან და, პარალელურ რეჟიმში, არც ჩხუბი და სკანდალი აკლდათ.

– თქვენ ფიქრობთ, რომ იქ, სადაც ვნებაა, ჩხუბიც არის?

– დიახ, ვფიქრობ, რომ არის – ეს ყველაფერი ხომ ემოციებთან არის კავშირში. ემოციურ ადამიანებს კი, მშვიდად ყოფნა არ შეუძლიათ, რადგან, ემოცია ყველაფერში ავლენს თავს. მე და ჩემი ქმარი ძალიან წყნარად ვცხოვრობდით. ეს არ იყო ცუდი, მაგრამ, ფაქტია, რომ რაღაც მაკლდა.

– განიცდიდით ამ „რაღაცის“ დეფიციტს?

– არ განვიცდიდი, რადგან, არ ვიცოდი, რა უნდა განმეცადა. მაგრამ, როცა გავარკვიე, რა იყო ეს „რაღაც“, მაშინ დეფიციტიც გავაცნობიერე.

– თქვენ როდისმე გიეჭვიანიათ ქმარზე?

– არასდროს. არც ვიცი, ეჭვიანობის გრძნობა რა არის, რას ნიშნავს ეს და რას განიცდის ეჭვით შეპყრობილი ადამიანი. ჩემს ქმარსაც არასდროს უეჭვიანია ჩემზე. არც ახლა ეჭვიანობს, თუმცა, იმის გამო, რომ ძალიან ხშირად ვარ ცუდ გუნებაზე, თვითონაც ნერვიულობს.

– და, არ ეჭვიანობს?

– არა. ძალიან მენდობა და სწორედ ეს მიღებს ბოლოს.

– მაინც, რა მოხდა?

– თვითონაც არ ვიცი. ჩემთვისვე მოულოდნელად, გავგიჟდი და გადავირიე. რამდენიმე დღეში ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა და რადიკალურად შეიცვალა, ამოყირავდა და ახლა უკვე ვერც თავს ვპოულობ, ვერც ბოლოს. ჩემი ქმარი ისე მენდობა, რომ სირცხვილით ვიწვი. მახსოვს, ერთხელ, ხუმრობით, უთხრა მეგობარმა, ცოლში ასი პროცენტით დარწმუნებული არ უნდა იყო, არც ერთი ქალი არ არის სანდოო და ჩემი ქმარი გაბრაზდა: ხომ ეტყობა ადამიანს, ქარაფშუტაა თუ არა. მე ჩემს ცოლს ბოლომდე ვენდობი, რადგან ეჭვი არ დაუმსახურებიაო. იმ დროს უკვე იყო ჩემს ცხოვრებაში სხვა მამაკაცი და ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი. ერთ ჩემს მეგობარს მოვუყევი ჩემი ისტორია, ოღონდ, არ მითქვამს, რომ მთავარი გმირი მე ვიყავი. ისეთი მკაცრი იყო შეფასებაში... ჯერ გავბრაზდი, მაგრამ, მერე გამახსენდა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, ზუსტად მასავით ვაზროვნებდი. ასე თქვა, ეგრე ბოზსაც შეუძლია თავის გამართლება, თუკი იტყვის, საკუთარ თავს არ ვიცნობდი და მის ძიებაში ვუწვებოდი ახალ-ახალ მამაკაცებსო. ახლა უკვე აღარავის განვიკითხავ. მარტო იმიტომ არა, რომ ამის მორალური უფლება აღარ მაქვს, უბრალოდ, ძალიან ბევრ რამეს მივხვდი. თურმე, რა ბედნიერი ვიყავი, სიმშვიდეში რომ ვცხოვრობდი!.. თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ ის არანორმალური, სხვანაირი, ვნებით გაჟღენთილი დღეები ოდესმე ამოვა ჩემი მეხსიერებიდან. დღეს უკვე ვხვდები, რომ ამას ერთადერთი მიზეზი აქვს: მე და ჩემს ქმარს ქორწინების პირველ წელსაც ისეთი ურთიერთობა გვქონდა, როგორც ერთმანეთთან შებერებულ, დიდი ხნის ცოლ-ქმარს აქვთ ხოლმე.

– ამიტომაც გაგიჩნდათ სხვა კაცთან ურთიერთობის სურვილი? მიზეზი ეს არის?

– შეიძლება, ესეც არის. მე აღმოვჩნდი ადამიანი, რომელმაც სტაბილური სიმშვიდის რუტინას ვერ გაუძლო. როგორც აღმოჩნდა, მე მაწუხებდა ის მოწყენილობა, რომელიც ქმართან მქონდა. მუდმივი სიმშვიდე და ერთფეროვნება... ვამტკიცებდი, მე და ჩემი ქმარი ზუსტად ერთნაირები ვართ, „ერთი ცომისგან მოზელილები“ და იმიტომაც არ გვაქვს ურთიერთობაში პრობლემები, არასდროს ვჩხუბობთ და სკანდალი რა არის, არ ვიცით-მეთქი. მაგრამ, თურმე, ვცდებოდი, ძალიან გვიან აღმოვაჩინე, რომ – მე სრულიად განსხვავებული ვყოფილვარ და არც ის ურთიერთობა მაკმაყოფილებდა, რომელიც ქმართან მქონდა.

– ამას უკვე მომხდარი ფაქტი გალაპარაკებთ?

– დიახ. სამწუხაროდ, უკვე ფაქტი არსებობს იმისა, რომ მე მოღალატე ქალი ვარ.

– თქვენ თქვით, ეს იმიტომ დამემართა, რომ საკუთარ თავს არ ვიცნობდიო. შეიძლება, ადამიანმა წინასწარ იცოდეს, არის თუ არა ღალატზე წამსვლელი? ბევრი ამტკიცებს, რომ მაინც ყველაფერი შემთხვევაზეა დამოკიდებული.

– დიახ, შემთხვევასაც ძალიან დიდი როლი ეკისრება, მაგრამ, პირველივე შემთხვევა რომ გაგაკეთებინებს იმას, რაც მთელი ცხოვრება წარმოუდგენლად და შეუძლებლად მიგაჩნდა და სულ რომ ვერ გაუწევ წინააღმდეგობას, ეს უკვე იმაზე მიანიშნებს, რომ პრობლემები გაქვს საკუთარ თავთან. სამი დღე აღმოვჩნდი მარტო, ქმრის გარეშე და ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ სხვა მამაკაცს დავმორჩილებოდი, თანაც ისე, რომ დღესაც შოკში ვარ, გული მეფლითება და ადგილს ვერ ვპოულობ. ყველაზე ცუდი კი, იცით, რა არის? იცით, რაზე გამოვიჭირე საკუთარი თავი?! კიდევ რომ მომეცეს იმ მამაკაცთან შეხვედრის საშუალება, ზუსტად იმავეს მოვიმოქმედებდი.

– შეხვედრის საშუალება რატომ არ გაქვთ?

– ჯერ ერთი, რომ არ მინდა ამაში თავად ვიაქტიურო, მეორეც – აქ არ ცხოვრობს, რაღაც პერიოდით იმყოფებოდა საქართველოში და წავიდა. ეტყობა, ჩემი ბედი იყო, რომ მაინცდამაინც იმ დღეებში შევხვდი. რა საშინელი ადამიანი ვყოფილვარ, მოღალატე და მატყუარა! საკუთარი თავის მიკვირს, ისე ვთამაშობ სიტუაციას, თითქოს არაფერი მომხდარა. ზოგჯერ მინდა, ქმართან მივიდე და ვუთხრა, მე შენი ნდობის ღირსი არ ვარ-მეთქი, მაგრამ, ისიც ვიცი, რომ ამას არასოდეს გავაკეთებ.

 

 

скачать dle 11.3