კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საპარლამენტო „მაყვალა“

ანუ, სუსტი მხარე

 

ჯერჯერობით უცნობია, რის საფუძველზე გასცემდა ხოლმე ბ-ნი ხაჩიძის მინისტრობისას გარემოს დაცვის სამინისტრო დასკვნებს კასკადური ჰესების მშენებლობისთვის (რომელთაგან ერთ-ერთი, ჯერ აუშენებელი უკვე წაიღო მეწყერმა), შესაბამისად, ისიც არ ვიცით, როგორ შეფასდება უახლოეს ისტორიაში მისი, როგორც მინისტრის, ღვწა. თუმცა, მეორე მხრივ, მართალია, ჯერ მხოლოდ „მწვანე“, ანუ ახალბედა დეპუტატია, მაგრამ, საკუთარი ნიშა თითქმის უკვე იპოვა. თითქმის-მეთქი, რადგან, თავის გამოჩენას ოხუნჯობა-ანგლობით ცდილობს.

თავდაპირველად, უმცირესობასთან შეხვედრისას, პრემიერმინისტრობის კანდიდატს ანეკდოტის მოყოლა სთხოვა (ციტატას მოვიშველიებ: „მე მინდა, მრავალათასიანი აუდიტორიის თხოვნა შევასრულო. ვიცით, რომ იუმორის დიდი მოყვარული ხართ და ჩვენ დღემდე თქვენი ორი ანეკდოტი ვიცით: ერთი მიტუაზე და მეორე – შედი, ქალო, „ბუტკაში”; თუ შეიძლება, შეხვედრის ბოლოს მესამე ანეკდოტიც რომ დაგვიტოვოთ“). ოღონდ, მხოლოდ ამას არ დასჯერდა და კომენტარის მიცემისას ანეკდოტი თავად მოყვა (ის იმდენად უკბილო იყო, რომ მისი შეხსენებით თავს არ შეგაწყენთ, სამაგიეროდ, ჩემს მოგვარეს შევახსენებ, რომ იუმორის გრძნობა ხაჩიძეების ძლიერი მხარე სულაც არ არის, პირადად მე გურული სისხლი მეხმარება).

შესაძლოა, იმიტომ, რომ იუმორში ალღომ უმტყუნა, მეორე დღეს სხდომაზე ველოსიპედით გამოცხადდა (რაც, ცხადია, მისასალმებელია, თუნდაც იმიტომ, რომ სპორტული ცხოვრება ფიზიკურად აჯანსაღებს, ხოლო, თუ პლატონსაც  ვერწმუნებით, ამის წყალობით, ლამაზ სხეულში ლამაზი სულიც დაივანებს). თუმცა, მხოლოდ ამით არ ამოწურულა დეპუტატ ხაჩიძის აქტივობები: მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესში, ის საპარლამენტო დარბაზს იღებდა. ასეთი აქტიური დასაწყისი გვაფიქრებინებს, რომ არც ამომრჩეველი მოიწყენს, ჩემმა მუზამ კი, საერთოდაც, მუდმივი საზრდო იშოვა.

მანამდე კი ერთის თქმა უკვე შეიძლება: როგორც მწერალი ამბობს, „ყველა სოფელს ჰყავს თავისი მაყვალა“, რასაც დავამატებდი: ყველა პარლამენტს კი – თავისი მასხარა.

 

скачать dle 11.3