კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (99)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

„ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“

იქ, სადაც მეფენიც თავისი ფეხით დაიარებიან 

 

ნათქვამია, ახალი ცოცხი კარგად გვისო, თუმცა, ეს ყოფითი ჭეშმარიტება, როგორც ჯიუტი რეალობა მოწმობს, სახელდობრ, საქართველოს პარლამენტის ქუთაისურ შენობაზე არ ვრცელდება. ვერც გავრცელდებოდა, ვინაიდან, იქ კვლავ წვიმს (ერთი ისაა – ალაგ-ალაგ), აი, მზე კი მთელ სივრცეს ისე აჭერს, რომ პარლამენტის აპარატის თანამშრომლები სამუშაო ოთახებში ქოლგებით სხედან. უფრო მეტიც, იქ ერთად თანაარსებობენ მღრღნელები და ადამიანები და, ისევე, როგორც ფსიქიატრიულ კლინიკებში, სხვადასხვა ოთახის მრავალი კარი, თუ დაიკეტა, აღარ იღება.

ჩვენ არ ვიცით, ასეთი იყო ჩანაფიქრი თუ ეს უნებლიე დამთხვევაა, მაგრამ, ფაქტია, რომ სათათბირო დარბაზის კარის გაღება მხოლოდ ტექნიკური ჯგუფის ჩარევის შედეგად მოხერხდა. ტექნიკური ჯგუფის ჩარევა კი იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ კარის ძალისმიერი მეთოდით გაღება, ფაქტობრივად, შეუძლებელია: დაჯაჯგურებისას კარს, უბრალოდ, სახელური სძვრება.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, შენობაში შემსვლელთ გაქირავების მსურველები ბინის ქირაობასაც სთავაზობენ (ერთი ან რამდენიმე ღამით), რაც ადგილობრივების სავსებით ლოგიკური რეაქციაა: ვინაიდან შენობა კი არის, მაგრამ, დეპუტატთათვის ღამის გასათევი სადგომი ჯერჯერობით არ გამზადებულა. თუ გაითვალისწინებთ, რომ, შესაძლოა, ეს დაგვიანება ქუთაისელთა შემოსავალზე გაზრდის კუთხით აისახოს, ისემც დაუგვიანიათ, რომ გასაქირავებელი ბინა აღარ დარჩენილიყოს (იმ შემთხვევაშიც კი, თუკი პარლამენტის წევრებს ყოველთვიურად 533 ლარს გამოუყოფენ ბინების დასაქირავებლად, აპარატის თანამშრომლები მაინც უბინაოდ რჩებიან, მათთვის ბინის ქირის გადახდა არ იგეგმება).

თუმცა, მთავარი კურიოზი (კარის გაუმართაობის მიმართულებით) მაინც ის არის, რომ უჭირს საპირფარეშოს ყველა კარსაც (იმას გარდა, რომ გაურკვეველია, რომელია ქალებისთვის განკუთვნილი და რომელი – მამაკაცებისთვის). ჰოდა, თვითმხილველები ყვებიან, რომ იქ მარტო წასვლა უსაფრთხო არ არის (იმ მარტივი მიზეზით, რომ, შესაძლოა, ჩაიკეტო; ამიტომაც, იქ, სადაც მეფენიც კი თავიანთი ფეხით დაიარებიან, ორ-ორმა უნდა იაროთ, რომელთაგანაც ერთ-ერთის ფუნქცია კარის დაჭერაა).

შესაბამისად, თუკი აქამომდე გვერდზე მჯდომისადმი ნდობა იმით იზომებოდა, წახვიდოდი თუ არა მასთან ერთად დაზვერვაზე, ქუთაისის პარლამენტი იძლევა შესაძლებლობას, რომ ერთგულება  გაცილებით უსაფრთხო და პროზაულ ადგილას გამოიცადოს.

 

скачать dle 11.3