კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (99)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

“გვირილას„ შემოქმედებითი საღამო თბილისი City Club-ში


თბილისი City Club-ში მოეწყო სტუდია „გვირილას“ შემოქმედებითი საღამო. შედგა პროექტი „მასმედია და ბავშვები.” ღონისძიება დაიწყო კლიპების პრეზენტაციით, აღსანიშნავია, რომ ამ ზაფხულს „გვირილა” ბოდრუმის კუნძულებზე იმყოფებოდა, სადაც ეს გადაღებები მიმდინარეობდა. „გვირილასთან” ერთად იქ იმყოფებოდა ტელეკომპანია „მიუზიკ ბოქსის“ გადამღები ჯგუფი: ცნობილი ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორია და რეჟისორი თამუნა ტაბატაძე. „გვირილას” ბევრი მეგობარი ჰყავს, ამიტომ, საღამოზე უამრავმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა თავი, რომელთა შორის იყვნენ: გივი სიხარულიძე, დოდოშკა ხურცილავა, ზურა მანაგაძე, ნანა ცინცაძე, ინგა ბერაძე, გია ჯაჯანიძე, ბესო ჩუბინიძე; ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები: ასოციაცია „ჯადოსნური ხმები”, კომპანია „მარიგოლდი”, საკონდიტრო „ნარცისი”, რომელიც საუკეთესო ტკბილეულობით გაუმასპინძლდა იქ მყოფ სტუმრებს.
ბოდრუმის კლიპების პრეზენტაციის შემდეგ ჩატარდა ჩვენება – საზოგადოების წინაშე წარდგა მსოფლიო ოპტიკის ლიდერი, კომპანია „საფილო”; იტალიურმა კომპანიამ წარადგინა სხვადასხვა ბრენდის პროდუქცია, რომელიც მოარგო მასმედიის წარმომადგენლებს, „გვირილებს” კი კომპანიამ საჩუქრად გადასცა თავისი პროდუქცია – იტალიური სათვალეები და საზეიმოდ დააჯილდოვა „გვირილას” სოლისტები: მარი მელიქიძე, ნინო დვალიძე, სალი ხერკელაძე, გიორგი ხინთიბიძე, თინი კულულაშვილი, თიკა ზურაბიშვილი, ნატა ხერკელაძე, მარი ზარკალიანი, ანი ჩაგუნავა და გიორგი ღოღობერიძე. ჩვენებაში „გვირილებთან” ერთად მონაწილეობას იღებდნენ ჟურნალისტები. მათ შორის: ლიზა ვადაჭკორია, ნინო ჯაჯანიძე, ლელა ნინუა, ნუკი კოშკელიშვილი. მაშ ასე, შედგა კიდევ ერთი ლამაზი შემოქმედებითი საღამო. როგორც  პროექტის ავტორმა ნინო ჩიხლაძემ გვაუწყა, პროექტი „მასმედია და ბავშვები” კიდევ განმეორდება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.  

скачать dle 11.3