კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მინდა, თქვენი შეფასებისა და რჩევის შემდეგ შევიძინო იაპონური წარმოების ორხიდიანი „კვადრო.“ შევარჩიე ორი ავტომობილი: „ნისანი იქსტრალი“ და „ჰონდა ცეერვე”. იქნებ მირჩიოთ, ამ ორი მოდელიდან რომელი ჯობია, რომელია ეკონომიური საწვავის ხარჯის, შენახვის, ნაწილების გამძლეობისა და გამავლობის თვალსაზრისით?
პასუხი: „ნისან იქსტრალი,” რა თქმა უნდა, საკმაოდ ლამაზი, ტევადი და კარგი მანქანაა, მაგრამ, „ჰონდა ცეერვე” გაცილებით ეკონომიურია როგორც საწვავის ხარჯით, ისე ნაწილებისა და სერვისის ფასებით. მსგავსი ტიპის მოდელებს შორის „ცეერვე” ყველაზე უფრო გამძლეა. რაც შეეხება გამავლობას, ანუ, უგზოობის პირობებში ავტომობილის მოქმედებას, ამ პარამეტრში მას „ნისანი” სჯობნის. მაგრამ არც იმდენად, რომ „ცეერვეს” ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ღირსება გადაწონოს.   
კითხვა: მაინტერესებს, უძრავ სხეულთან შეჯახებისას რა სიჩქარეზე ხდება ავტომობილში აირბაგების გახსნა?
პასუხი: ეს საკმაოდ პროფესიული კითხვაა, რომელიც შედარებით ვრცელ პასუხს საჭიროებს, მაგრამ, შევეცდები, მოკლე ახსნით შემოვიფარგლო. ზოგადად, აირბაგის გახსნა დამოკიდებულია სპეციფიკურ სენსორზე, რომელიც გადატვირთვაზე რეაგირებს და არა სიჩქარეზე. სხვადასხვა ქვეყნის სტანდარტის მიხედვით, გადატვირთვის რიცხვი სხვადასხვაა, მაგრამ, ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. მაგალითად, ამერიკული სტანდარტით, ეს არის 7G გადატვირთვა. ეს შეიძლება მოხდეს სხვა ავტომობილთან ან რაიმე დრეკად საგანთან შეჯახებისას, ჯამური სიჩქარით 35 კილომეტრსაათში და ზემოთ მოძრაობისას. მაგრამ, კედელზე ან სხვა რაიმე ხისტ საგანზე შეჯახებისას 7G გადატვირთვას შეიძლება მიაღწიოს მხოლოდ 15 კილომეტრ-საათში მოძრაობის დროსაც კი.
კითხვა: მსურს, შევიძინო „ჰიუნდაი გალოპერი”, 2.5-იანი დიზელის ძრავით, ორკარიანი. თქვენ რას მირჩევთ, ღირს თუ არა ამ ავტომობილის ყიდვა? გთხოვთ, ზოგადად დამიხასიათოთ ეს მოდელი, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
პასუხი: „ჰიუნდაი გალოპერი” აგებულია „მიცუბიში პაჯეროს” პირველი ვერსიის ბაზაზე და, შესაბამისად, საკმაოდ გამძლე და ამტანია. ზოგადად, ეს იყო „ჰიუნდაის” პირველი სერიოზული განაცხადი საავტომობილო ინდუსტრიაში, რასაც შემდგომში მოჰყვა „ჰიუნდაი ტუსონი” და „გეტსი” – უკვდავი ავტომობილები. რაც შეეხება, „გალოპერის” ინტერიერსა და ძარის დეტალებს, აქ მაინც იგრძნობა, რომ იაპონური არ არის და, შესაბამისად, დაუხვეწავია, რაც გამოიხატება შემდეგში, რომ იოლად დაეტყობა ცვეთა, შეიძლება, უმიზეზოდ კარი ცუდად იკეტებოდეს და მსგავსი ნიუანსები.
კითხვა: მყავს „აუდი ა4, კვადრო“, ტურბირებული, 1.8-იანი ძრავით, რომელსაც დაუზიანდა ეგრეთ წოდებული ტურბო. მისი შეკეთება ვცადე „აუდის” ცენტრში და რამდენიმე ხელოსანთან,  მაგრამ, ვერ უშველეს. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე, შესაძლებელია თუ არა მისი შეკეთება და რა თანხა დამიჯდება ეს?
პასუხი: ტურბინის შეკეთება ჩვენთან შეუძლებელია, თუმცა, ახლის დაყენება შეიძლება. მაგრამ, ტურბინის, როგორც უბრალოდ ნაწილის შეცვლით, პრობლემის გადაჭრა არ ხდება. ამ პროცედურის შემდეგ ძრავას სჭირდება „დანასტროიკება”. თუ ნამდვილად კონკრეტულად ამ მოდელის ტურბინა დააყენეთ და მაინც გაუმართავია, შესაძლებელია, ტურბინასთან ერთად მის სისტემაში არსებული სხვა დეტალიც იყოს დაზიანებული, რომელიც ხელს უშლის ძრავას გამართულ მუშაობას. ჯობია, ისევ ცენტრს მიმართოთ და დეტალური დიაგნოსტიკა გააკეთონ ტურბინის სქემის მუშაობაზე.
კითხვა: მყავს ავტომობილი „რავ 4”. ამ ბოლო დროს ხელის მუხრუჭის მაჩვენებელი სულ ანთია. აზიანებს თუ არა ეს რამეს? სამუხრუჭე სითხე გადავამოწმე და არ აკლია. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: სამუხრუჭე სისტემის მაჩვენებელს სულ ორი სენსორი ანთებს: ერთი დგას იქ, სადაც, სამუხრუჭე სითხე ასხია, რომელიც იმ შემთხვევაში რეაგირებს და ანთებს ნათურას, თუ სითხე დააკლდა; მეორე სენსორი კი თვითონ ხელის მუხრუჭთან დგას. თუ სითხე არ აკლია, ამ შემთხვევაში, ორიდან ერთ-ერთი სენსორი იქნება დაზიანებული. ძალიან მარტივია იმ ავზის სენსორის გადამოწმება, სადაც სამუხრუჭე სითხე ასხია.  ავზის ხუფთან ერთდება სადენები, რომლებიც ძალიან იოლად იხსნება. ამ სადენების გამოერთების დროს ხელის მუხრუჭის მაჩვენებელი ანთებული უნდა დარჩეს, რაც ნიშნავს, რომ სენსორი არაფერ შუაშია. ზოგადად, ეს სენსორი მილიონში ერთხელ გამოდის მწყობრიდან, მაგრამ, იმდენად იოლია მისი გადამოწმება, რომ სწორედ ამით ვიწყებთ შემოწმებას. ამის შემდეგ რჩება მეორე მიზეზი – სენსორი, რომელიც ხელის მუხრუჭთან არის დამონტაჟებული და არც მისი შეცვლაა დიდი პრობლემა. თუმცა, ამას თქვენი ძალებით ვერ მოახერხებთ და აუცილებლად უნდა მიხვიდეთ ხელოსანთან.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ ესკორტი”, 1997 წლის, მართვის ავტომატური კოლოფით. მუშაობს მაღალ ბრუნზე. დაახლოებით  1 000-1 100 ბრუნზე გადახურების მდგომარეობაშია და, შესაბამისად, სიჩქარეში რომ ვაგდებ, ძიგძიგს იწყებს. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?
პასუხი: ავტომობილის მაღალი ბრუნების დაკლება არც ისე რთულია ხელოსნისთვის. ასეთ მდგომარეობაში მუშაობა კოლოფისთვის ძალიან ცუდია, ამიტომ, დროულად მიაკითხეთ ხელოსანს. მაღალი ბრუნები რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, იმის მიხედვით რა სისტემითაა აღჭურვილი ავტომობილი, მაგრამ, ძირითადად მაინც ორ მიზეზს გამოვყოფ, რაც ბევრ მოდელზე ერთნაირად იჩენს თავს. ესენია: თუ შემშვებ კოლექტორში საიდანღაც ჰაერი იპარება, ანუ, მისი ან მასთან მიმაგრებული დეტალების ჰერმეტულობა დარღვეულია; თუ  „დროსელი” ნორმაზე მეტად ღიაა, რაც ავტომობილისთვის იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გაზზე ოდნავ გვაქვს ფეხი მიჭერილი, თუმცა, ამის დარეგულირებაც მარტივადაა შესაძლებელი.
კითხვა: მყავს ავტომობილი „პაჯერო იო”, 2.0, „გედეი” ძრავით, რომელიც ძალიან ბევრ საწვავს მოიხმარს – დაახლოებით 10 ლიტრს 60 კილომეტრზე. კომპიუტერზე შემოწმებამ არანაირი პრობლემა არ აჩვენა. „ბენზონასოსი” და ყველა სხვა დანარჩენი დეტალი ისე მუშაობს, როგორც საჭიროა. ხელოსნებმა მითხრეს და შევცვალე  სანთლები და ჰაერის ფილტრი, მაგრამ, არაფერმა არ უშველა. აღსანიშნავია, რომ გაწევაც უჭირს, განსაკუთრებით – აღმართზე. 100 კილომეტრ-საათში სიჩქარეზე 3 000 ბრუნამდე აწევაც კი უძნელდება. რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი?
პასუხი: ეს „მიცუბიშის” „გედეი” სისტემის სტანდარტული და მუდმივი პრობლემაა, რომლის მოგვარებაც საქართველოში თითქმის შეუძლებელია. მაგრამ, რომ გამოვრიცხოთ თვითონ „გედეი” სისტემის დეფექტი, გადაამოწმებინეთ ძრავა – ზუსტად ზის თუ არა მასზე ეგრეთ წოდებული „მეტკები”, ანუ, არის თუ არა ყველა „შკივი” იმ პოზიციაში, სადაც უნდა იყოს.

скачать dle 11.3