კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: აცრიდან რამდენ ხანში შეიძლება ძაღლის დაბანა?
პასუხი: აცრიდან დაბანამდე აუცილებლად ორი კვირა უნდა იყოს გასული. თუ ამ პერიოდში ძაღლი დაბანეთ, შეიძლება გაცივდეს და მოხდეს ვაქცინაციის გართულება. ასე რომ, უმჯობესია, თუ ამ დროის განმავლობაში თავს შეიკავებთ ცხოველის დაბანისგან.
კითხვა: შეიძლება თუ არა დღის განმავლობაში  ლეკვის სახლში მარტო დატოვება?
პასუხი: თუ შეჩვეულია, შეიძლება, ხოლო, თუ არ არის შეჩვეული, მაშინ, არ შეიძლება, რადგან, აუცილებლად ინერვიულებს. ანუ, ყველაფერი შეჩვევაზეა – თავიდანვე როგორც მიაჩვევთ, ისე იქნება. თუ გაანებივრებთ, განებივრებული გაიზრდება, ხოლო, რეჟიმს თუ შეაჩვევთ, მაშინ ყველაფერი ჩარჩოს ფარგლებში იქნება. ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ აღზრდის ადამიანი ცხოველს და იმაზეც, თუ როგორი გარემო აურაა ოჯახში. მართალია, ჯიშზეც არის დამოკიდებული ძაღლის ხასიათი, მაგრამ, აღზრდას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს.
კითხვა: შემოდგომაზე განსაკუთრებით რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როცა სახლში ძაღლი გვყავს?
პასუხი: ძაღლს წელიწადის ყველა დროს უნდა მივაქციოთ სათანადო ყურადღება. თვეში ერთხელ უნდა დავამუშაოთ ცხოველი სპეციალური საშუალებით, მკბენარები რომ არ შეესიოს. ამისთვის ათასნაირი საშუალება არსებობს და რომელიც უკეთ იმოქმედებს თქვენს ცხოველზე, ის უნდა მოახმაროთ.
კითხვა: რამდენ ხანში ერთხელ უნდა ვაბანაოთ ძაღლი?
პასუხი: გააჩნია, რა ჯიშის ძაღლი გყავთ. ზოგადად, გეტყვით, რომ ძაღლი რომ აბანაოთ, წინა ბანაობიდან აუცილებლად ერთი თვე უნდა იყოს გასული. ძაღლს ბეწვის ქვეშ აქვს ცხიმოვანი საფარველი, დაბანის დროს ის ირეცხება და ძაღლი „შიშველი” რჩება, რადგან ცხიმოვანი საფარველი, ასე ვთქვათ, ძაღლის ტანსაცმელია. არსებობს ჯიშები, მაგალითად, იორკშირ ტერიერი, რომელსაც 7-10 დღეში ერთხელ უნდა დაბანა. რაც შეეხება გაწმენდას, შეგიძლიათ რამდენჯერაც მოგესურვებათ, იმდენჯერ გაწმინდოთ თქვენი ცხოველი.
კითხვა: მაინტერესებს ინფორმაცია ძაღლის ბეწვის ცვლასთან დაკავშირებით. როგორც ვიცი, ახლა ცხოველებს ლინკის პერიოდი აქვთ.
პასუხი: ბეწვის ცვლა წელიწადში ორჯერ ხდება. ზოგი ადრე გაზაფხულზე იცვლის ბეწვს, ზოგიც – ზაფხულში ან შემოდგომაზე. ეს იმაზეა დამოკიდებული, რა მდგომარეობაშია ძაღლის ორგანიზმი.  რაც უფრო ჯანმრთელია ცხოველი, მით მალე იცვლის ბეწვს. თუ ძაღლს დიდი საფარველი აქვს, მას აუცილებლად სჭირდება გამოვარცხნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბალანის ჩახურება, დახვევა ხდება და, შეიძლება, კანის პრობლემები წარმოიქმნას.
კითხვა: ძაღლი მყავს საოპერაციო. მაინტერესებს ანესთეზიის საკითხი – აუცილებელია პრეპარატზე სინჯის გაკეთება თუ პირდაპირ ხდება საანესთეზიო საშუალების ორგანიზმში შეყვანა?
პასუხი: აუცილებლად უნდა გაკეთდეს სინჯი. როგორც ადამიანებშია ალერგიული ფონი, ასევეა ცხოველებშიც. რომელ საანესთეზიო საშუალებასაც ვიყენებთ, იმის მიხედვით კეთდება სინჯიც. ამის მერე 15-20 წუთის განმავლობაში ვკითხულობთ რეაქციას და იმის მიხედვით ვაკეთებთ ოპერაციას. თუ ძაღლი კონკრეტულ პრეპარატზე ალერგიულია, მაშინ სხვა საშუალებებს მივმართავთ. შეიძლება, ცხოველი ერთ პრეპარატზე ალერგიული იყოს, მეორეზე კი – არა.

скачать dle 11.3