კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

ვინ იპოვა მამა კიევიდან თბილისში და შეხვდება თუ არა მამა-შვილი ერთმანეთს

25 წლის ანდრეი ნიკოლაის ძე კრაიუშენკო (მამინაცვლის გვარი) ეძებდა დაახლოებით 66 წლის ჯუმბერ კაკაბაძეს.
ისტორია: ვეძებ მამაჩემს, დაახლოებით 66 წლის ჯუმბერ კაკაბაძეს. მისი ვინაობის შესახებ სულ ახლახან გავიგე, მანამდე კი ჩემი გამზრდელი მამა ჩემი ბიოლოგიური მამა მეგონა. დედაჩემს არ უნდოდა, რომ მე სიმართლე მცოდნოდა და გამეგო, რომ მამაჩემი სულ სხვა ადამიანია. ყველაფერი, რაც მის შესახებ ვიცი, ის არის, რომ ის პროფესიით ინჟინერია, ცხოვრობდა თბილისში (დაახლოებით 25-27 წლის წინ) და, სავარაუდოდ, ამჟამადაც თბილისში უნდა ცხოვრობდეს. ძალიან გთხოვთ, მაპოვნინოთ მამაჩემი.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია რუბრიკა „დაკარგულებში“ 8 ოქტომბრის ნომერში დაიბეჭდა. ანდრეის მამა სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში დაგვიკავშირდა. ჯუმბერ კაკაბაძის დიდი თხოვნით, ჩვენ მის ამჟამინდელ ფოტოს არ ვაქვეყნებთ, თუმცა, მან შვილთან ურთიერთობაზე უარი არ გვითხრა. დღევანდელი ჩვენი სტუმარი კვლავ ანდრეია, რომელიც თავად მოგვიყვება თავისი ისტორიის გაგრძელებას.
– რა რეაქცია გქონდა, როდესაც გაიგე, რომ მამაშენი ნაპოვნია?
– ძალიან გამიხარდა და ერთი სული მქონდა, როდის დავუკავშირდებოდი მამას. მიუხედავად იმისა, რომ ის არასდროს მინახავს და ახლახან გავიგე მისი არსებობის შესახებ, მაინც ძალიან მინდოდა მისი ნახვა და გაცნობა. ბუნებრივია, თავდაპირველად განვიცდიდი, სანამ მის ხმას გავიგონებდი. მაინტერესებდა, თავად მამაჩემს რა რეაქცია ექნებოდა  ჩემზე. მამამ, როგორც გითხარით, ჩემი არსებობის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან, დედამ არ უთხრა მას თავისი ორსულობის შესახებ არაფერი. მამაჩემი კიევში საქმეებზე იყო ჩამოსული და იქ გაიცნო დედაჩემი. იმ დროისთვის მას უკვე ჰქონდა ოჯახი და ამის გამო დედა წინააღმდეგი იყო, რომ მამა მომეძებნა – ეშინოდა, რომ მამაჩემის ოჯახს ცუდი რეაქცია ექნებოდა ჩემს გამოჩენაზე. მადლობა ღმერთს, ასეთი რამ არ მოხდა და მამაჩემის ოჯახი ჩემს ისტორიას გაგებით მოეკიდა. მამა გაკვირვებული და გაოგნებული იყო, როდესაც გაიგო, რომ მას კიევიდან შვილი ეძებს. მან მართლაც არაფერი იცოდა ჩემი არსებობის შესახებ.
– მისთვის, ალბათ, რთული წარმოსადგენი იყო, რომ მას კიევში მთელი ეს წლები შვილი ჰყავდა, მან კი არ იცოდა ეს ამბავი.
– პირველად ეს ყველაფერი მან თქვენი რუბრიკით გაიგო. როდესაც თავისი სურათი ნახა  და ისტორია წაიკითხა. იმ დღესვე ვესაუბრე მამაჩემს. შევთანხმდით, რომ აუცილებლად შევხვდებით. იმედია, ახლო მომავალში შევძლებ საქართველოში ჩამოსვლას და მამაჩემის ოჯახსაც გავიცნობ.
– შენ გყავს ნახევარდაძმა, რა გრძნობაა ეს შენთვის და ისინი რას ფიქრობენ ამ ყველაფერზე?
– როგორც ვიცი (მამაჩემმა მითხრა), თეონას და გიგის ძალიან გაუხარდათ ჩემი გამოჩენა. ისინი ჩემზე უფროსები არიან. თეონას უკვე შვილი ჰყავს, მალე გიგიც  მამა გახდება. საბედნიეროდ, ისინი ჩემს ისტორიას დიდი გაგებით მოეკიდნენ და, ისიც გავიგე, რომ ამ ყველაფერს მამაჩემის მეუღლეც  ნორმალურად შეხვდა. გამიმართლა, რომ ასეთი გაგებული ოჯახი აღმოჩნდა.
– დედაშენმა თუ გაიგო, რომ მამა იპოვე და რა რეაქცია ჰქონდა?
– დიახ, დედამ გაიგო. მას გაუხარდა და გაუკვირდა, რომ მამა ასეთ მოკლე დროში ვიპოვე, რასაც თქვენ უნდა გიმადლოდეთ. მაინც კარგია, რომ მამაჩემის ფოტო დედას შენახული ჰქონდა, რადგან, მამამ მითხრა, ჩემი სურათი რომ არ მენახა, ვერც კი მივხვდებოდი, რომ მე მეძებდნენ, იმდენად მოულოდნელი და წარმოუდგენელი იყო ეს ყველაფერიო.
– ბოლოს და ბოლოს, ადვილად დაიჯერა, რომ ნამდვილად შვილი ეძებდა თუ დნმ-ის ანალიზის გაკეთებას აპირებთ?
– მე ხომ ზუსტად გიამბეთ მთელი ისტორია. ბუნებრივია, ამას ვერ გამოვიგონებდი. მამაჩემი ნამდვილად იმყოფებოდა 1987 წელს კიევში, სადაც გაიცნო დედაჩემი. მათ მართლაც ჰქონდათ რომანი და ჩემი ასაკიც შეეფერება ამ ყველაფერს. უბრალოდ, როგორც გითხარით, დედამ დაუმალა ორსულობა და ისე გადაწყვიტა ჩემი გაჩენა. მე ვერ გავამტყუნებ დედაჩემს – მას არ სურდა ოჯახის დანგრევა. ახლა ჩემთვის ისაა მთავარი, რომ მამა ვიპოვე და, იმედია, ერთმანეთს გავუგებთ. მე მამაჩემისგან ნამდვილად არაფერი მინდა გარდა იმისა, რომ ვნახო და ვიცნობდეთ ერთმანეთს, მამაჩემის ოჯახის კი დიდი მადლობელი ვარ გაგებისთვის.

скачать dle 11.3