კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: მართალია თუ არა, რომ მწარე შოკოლადი აუმჯობესებს სახის კანის ფერს?
პასუხი: დიახ, ეს მართალია. კაკაოს მარცვალი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და კანს მოვარდისფრო ელფერს ანიჭებს. შეარჩიეთ შავი შოკოლადი, რომელიც შეიცავს არანაკლებ 60 პროცენტ კაკაოს.
კითხვა: მაინტერესებს, როგორ უნდა დავამზადო სურნელოვანი საპონი სახლის პირობებში?
პასუხი: იყიდეთ კარგი ხარისხის საბავშვო საპონი და გაადნეთ წყლის აბაზანაზე, ჩააწვეთეთ 2-3 წვეთი თქვენთვის სასურველი ეთერზეთი ან სუნამო, ჩაასხით ეს მასა ფორმებში და აცადეთ, რომ გამაგრდეს. თუ გსურთ, რომ დაამზადოთ საპონი სპეციალურად ხელებისთვის, გამდნარ საპონს ჩაუმატეთ გლიცერინი, ლიმონის წვენი და E ვიტამინი (1 ცალ საპონზე 1 ჩაის კოვზი გლიცერინი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და 5-6 წვეთი E ვიტამინი) და მერე ჩაასხით ფორმებში.
კითხვა: ამ ბოლო ხანებში ნაოჭები გამიჩნდა შუბლზე და თვალების კუთხეებთან. თუ შეიძლება, მასწავლეთ, როგორ გავიკეთო მასაჟი თვითონ, სხვების დაუხმარებლად?
პასუხი: შუბლის მასაჟი: დახუჭეთ თვალები (არ მოჭმუხნოთ), მოადუნეთ სახე, დაიდეთ შუბლზე მარჯვენა ხელისგული, მარცხენა კი მარჯვენა ხელს დაადეთ ზემოდან, ოდნავ დააჭირეთ და შუბლის კანი ზემოთ-ქვემოთ ამოძრავეთ 20-25 წამის განმავლობაში. პატარა პაუზებით გაიმეორეთ 3-ჯერ.
თვალების გარშემო მასაჟი: საჩვენებელი და შუა თითებით მსუბუქად დაჭიმეთ კანი თვალების  გარე კუთხეებიდან ზემოთა და ქვემოთა მიმართულებით, რბილად გაჭიმეთ საფეთქლებისკენ, 5-მდე დაითვალეთ და მერე თითები გაუშვით. გაიმეორეთ 6-7-ჯერ.
არ დაგავიწყდეთ, რომ მასაჟის დაწყებამდე უნდა მოიშოროთ მაკიაჟი და თხლად წაისვით მკვებავი.
მასაჟი გაიკეთეთ მინიმუმ 2-ჯერ – დილას და საღამოს
კითხვა: გამიგია, რომ PP ვიტამინი განსაკუთრებით სასარგებლო და საჭიროა ქალებისთვის. თუ შეიძლება, მოკლე ინფორმაცია მომაწოდეთ ამ ვიტამინის შესახებ.
პასუხი: დიახ, PP ვიტამინი (ნიკოტინის მჟავა) მართლაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალბატონებისთვის. ის უზრუნველყოფს უჯრედებს ენერგიით, აძლიერებს თმის კვებას ძირებიდან, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებასა და წყლულების მოშუშებას, არჩენს ფერისმჭამელებსა და ჩირქოვან გამონაყარს კანზე, აუმჯობესებს სახის ფერს. ამიტომ, ხშირად მიირთვით ის პროდუქტები, რომლებიც PP ვიტამინს შეიცავს, კერძოდ: ცეხვილი პური, ბურღულეული, პარკოსნები, ღვიძლი, თევზეული, არაქისი.

скачать dle 11.3