კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ქვეყნის სახელით გეგმავს „ახალ ტალღაზე” გამოსვლას მოსკოვში ამომავალი ვარსკვლავი ნოდარ რევია და რატომ არ უსვამს ის ხაზს საზოგადოებაში თავის ქართულ წარმომავლობას

რუსულ შოუ-ბიზნესში კიდევ ერთი ქართველი მომღერალი, ახალი სახე  გამოჩნდა – 20 წლის ნოდარ რევია, რომელიც, უკვე წლებია, მოსკოვში ცხოვრობს. ამჟამად ნოდარი კულტურის უნივერსიტეტის სტუდენტია. ბოლო დროს ის საკმაოდ ცნობილი და პოპულარული გახდა, განსაკუთრებით – უკრაინულ პროექტში – „იქს-ფაქტორში” მონაწილეობის შემდეგ, როცა მთელი დარბაზი და მკაცრი ჟიურიც კი ფეხზე დამდგარი დიდხანს უკრავდა ტაშს  მის გამოსვლას. ეს კადრები სოციალურ ქსელშიც დაიდო და ის უამრავმა ადამიანმა მოიწონა. რა გეგმები აქვს ნოდარს, როგორ გახდა ის ფილიპ კირკოროვის ფავორიტი შემსრულებელი და რატომ ერიდება უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან ახლო კონტაქტს, ამაზე თავად გვესაუბრება.

ნოდარ რევია: თბილისში დავიბადე, თუმცა, მოსკოვში გავიზარდე. ასე რომ, მოსკოვიც და თბილისიც, ორივე ჩემი მშობლიური ქალაქებია და, ვერ გეტყვით, რომელი უფრო მეტად მიყვარს და რომელია უფრო მეტად ჩემი. არაჩვეულებრივი მშობლები მყავს და მათ ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი შეასრულეს. მამას სხვა ცოლი ჰყავს და მასაც არანაკლები ამაგი აქვს ჩემზე. ძალიან თბილი და მზრუნველი ადამიანია. მათთან ვიზრდებოდი. ახლა კი დამოუკიდებლად ვცხოვრობ და საკუთარ თავზე თავად ავიღე პასუხისმგებლობა. ყოველთვის მიზნად მქონდა დასახული, რომ ხელოვანი უნდა გამოვსულიყავი და არა ბუღალტერი ან ფიზიკოსი. ბევრი ვიშრომე და, შედეგად, დღეს დიდ სცენაზე ვდგავარ. ჩემს ვოკალურ მონაცემებს გამოცდილი მომღერლები საკმაოდ დადებითად აფასებენ და დიდ მომავალსაც მიწინასწარმეტყველებენ. ვნახოთ, ყველაფერი წინაა. ერთი კი დანამდვილებით ვიცი – სწორი გადაწყვეტილება მივიღე, დღეს კმაყოფილი ვარ საკუთარი თავის და მომავალში აუცილებლად კაშკაშა ვარსკვლავი გავხდები. სწორად გამიგეთ, მაქვს ამის ამბიცია. ბავშვობიდან ვმღერი და, სულ მესმოდა, რომ გაიზრდები, მომღერალი უნდა გამოხვიდეო. სხვათა შორის, ჩემი წინაპრებიც კარგად მღეროდნენ, მამა, ბიძები და ბიძაშვილებიც არაჩვეულებრივი მუსიკალური ნიჭითა და ვოკალური მონაცემებით  გამოირჩევიან. ასე რომ, გენეტიკამაც თავისი გაიტანა და, დიდ სცენაზეც ისე ვგრძნობ თავს, როგორც თევზი წყალში (იცინის). თუმცა, ვიცი, რომ, გენებთან ერთად, თუ ბევრი არ იშრომე და თამამად არ გაიკვალე გზა, ისე არაფერი გამოვა. არავინ გეტყვის – აჰა მიკროფონი, გადი დიდ  სცენაზე და იმღერე მაყურებლის წინაშეო. ამას დამსახურება უნდა.
– ბევრი რუსი ჟურნალისტი იბნევა შენს სახელზე, უჭირს მისი გამოთქმა და გეკითხება ხოლმე, ეს სადაური სახელიაო. არასდროს გიფიქრია სახელის შეცვლაზე ფსევდონიმით?
– მე ბაბუის სახელი მქვია და ძალიან მომწონს. ხშირად მეკითხებიან, ეს სადაური სახელიაო და მეც ვპასუხობ, ქართული-მეთქი. ადრე, როცა სოსო პავლიაშვილი გაიცნო რუსეთმა, მაშინ ის თამამად ამბობდა და ხაზს უსვამდა, ქართველი ვარო – მაშინ ეს აქ ჭრიდა, დღეს კი პირიქითაა – ქართული აქცენტი და შენი ქართველობის ხაზგასმა აღიზიანებთ. ამიტომ, საზოგადოებაში არ ვყვირი, ქართველი ვარ-მეთქი, მაგრამ, თუ მკითხავენ, არ ვმალავ. ქართველები და საქართველო ძალიან მიყვარს, მაგრამ, რუსებს შენი წარმომავლობა არ აინტერესებთ, მათ შენი მოსმენა უნდათ, ამ მუსიკაზე ცეკვა და გართობა. რუსეთსა და უკრაინაში ეს სახელი უცხოდ ჟღერს. არასდროს მიფიქრია სახელისა და გვარის შეცვლაზე, თან, რუსული შოუ-ბიზნესისთვის, ნახეთ, რა მაგრად ჟღერს: ნოდარ რევია! ამას წინათ მაღაზიაში შევედი და ვიღაც კაცმა მიცნო. მომიახლოვდა, ავტოგრაფი და ფოტოს გადაღება მთხოვა. აი, მაშინ მივხვდი, რომ უკვე მცნობენ და, მე ის ქართველი  ნოდარი ვარ, რომელიც აუცილებლად შეაყვარებს თავს რუსებს-მეთქი. უამრავი თბილი წერილი მომდის სოციალურ ქსელებში და ყველას სიყვარულით ვპასუხობ. ვისაც ვუყვარვარ და მაფასებს, მათთან კონტაქტი არასდროს მომბეზრდება. უამრავი ცუდი ქართველი ცხოვრობს მოსკოვში. მქონია მათთან შეხება და ამიტომ ვამბობ ასე თამამად. გაგიმხელთ და, არანაირი სურვილი არ მაქვს, დავუახლოვდე იმ ქართველებს, ვინც აქ ცხოვრობს, რასაკვირველია, გამონაკლისების გარდა. მე დიდი გეგმები მაქვს და ამაში ხელს ვერავინ შემიშლის. 20 წელი რუსული შოუ-ბიზნესისთვის ძალიან პატარა ასაკია, აქ მთავარი გამოცდილებაა, რომელიც წლებს მოაქვს და სწრაფად გაქცევს წარმატებულ ვარსკვლავად. არ არის გამორიცხული, ჩემი წარმატების გზა ევროპისკენაც გაგრძელდეს, თუმცა, ეს გზა საქართველოს გავლითაა.
– რას გულისხმობ ამაში?
– მინდა, ჩემი სოლო კონცერტი საქართველოში ჩავატარო და ჩემმა ხალხმაც გამიცნოს, მაგრამ, ეს მაშინ მინდა მოხდეს, როცა ევროპაში უკვე პოპულარული ვიქნები. თან, სახლიც მინდა ვიყიდო თბილისში, რომ ჩამოვიდე ხოლმე, დავისვენო და განვიტვირთო. ვგეგმავ, იურმალაში, „ახალი ტალღის” კონკურსზე საქართველოს სახელით გამოსვლას და ვნახოთ... მოვემზადები, ძალას არ დავზოგავ და გასახელებთ.
– შენი აზრით, იღბლიანი ადამიანი ხარ?
– მიმაჩნია, რომ არც ისე იღბლიანი ვარ. უფრო სწორად, დასახულ მიზანს ყოველთვის ვაღწევ, მაგრამ, დიდი მოთმინებისა და შრომის შედეგად. თუ ეს იღბალია, რა ვიცი... ბევრი ნაცნობი და მეგობარი მყავს რუსულ შოუ-ბიზნესში, მაგრამ, არასდროს მითხოვია მათთვის დახმარება. ხომ შემეძლო, როცა „იქს-ფაქტორში” ვაპირებდი მონაწილეობის მიღებას დამერეკა და მეთქვა, რეკომენდაცია გამიწიეთ-მეთქი, მაგრამ, არ ვიკადრე, საკუთარი შესაძლებლობების იმედზე გავედი, ვიმღერე, საუკეთესოთა შორის მოვხვდი და ჟიურისა და მაყურებლის ფავორიტობაც დავიმსახურე. ეს პროექტი დიდი ნახტომი აღმოჩნდა ჩემთვის და უფრო მეტად გამიცნო ხალხმა: ქუჩაში მაჩერებენ, იღებენ სურათებს, მთხოვენ ავტოგრაფებს. პოპულარობა რომ ასე მალე მოვა, ეს ძალიან სასიამოვნოა. ბედს არ ვუჩივი, მაგრამ, რამდენად იღბლიანი ვარ, ვერ გეტყვით. გამოგიტყდებით და, მინდა, იღბალი უფრო ხშირად მიღიმოდეს (იცინის). როგორც გარეგნულად ჩანს, არც ისეთი უპრობლემოა ჩემი ცხოვრება. მსმენელი შენგან ღიმილსა და პოზიტიურ განწყობას ითხოვს და, მათ გამო, უნდა გადადო ყველა შენი პრობლემა და დაანახვო, რამდენად ძლიერი ხარ და მათი ხარ. საერთოდ, არ მინდა, ცხოვრებაში ვინმეს ვებრალებოდე; მინდა, ძლიერი პიროვნება დაინახონ ჩემში და არა ის პატარ-პატარა სისუსტეები შემამჩნიონ, რაც ყველა ჩვენგანს ახასიათებს. მე სხვა ამპლუა და იმიჯი მაქვს: ვარ ძლიერი, ჯიუტი, მიზანდასახული ქართველი მამაკაცი, რომლისთვისაც ყოველი დღე გამოცდილების მიღებაა, რაც ხვალ უფრო მეტი პოპულარობისთვის უნდა გამოვიყენო. უამრავ ცნობილ მომღერალთან მაქვს ურთიერთობა და მათ გამოცდილებასაც ვიზიარებ. მიმაჩნია, რომ მიზნის მისაღწევად არ უნდა აჩქარდე, უნდა დაელოდო შენს დროს და საჭირო მომენტში იქ აღმოჩნდე, სადაც შენი ადგილია. ძალიან დაინტერესებულია ჩემით ფილიპ კირკოროვი. ის გავიცანი ერთ-ერთ პროექტში, სადაც გამოვდიოდი. შემამჩნია, დამიახლოვდა და დღეს დიდ იმედებს ამყარებს ჩემზე. დამიჯერეთ, რუსულ შოუ-ბიზნესში ადვილად არავინ მიგიღებს და გაღიარებს მომღერლად. არც ერთი პოპულარული მომღერალი არ გეტყვის დამწყებ მომღერალს, რომ შენც მასავით პოპულარული გახდები – ეს ასეა. აქ ძალიან დიდი კონკურენციაა, თუმცა, სადაც კი მივდივარ, „ვზგლიადებს” ვიჭერ, ვგრძნობ ყურადღებას და ეს მსიამოვნებს. იციან, რომ რამდენიმე წელიწადში მათი ვარსკვლავი ჩაქრება, პოპულარობა სადღაც წავა, დამწყები მომღერლები კი მათ შეცვლიან და ამის ეშინიათ. მოსკოვი ეს არ არის საქართველო, უკრაინა ან ევროპა, რუსეთში ყველაფერი სხვანაირადაა, ერთეულებს ეძლევათ შანსი და ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენო კაცმა. 
– არ გეუბნებიან, რომ ძალიან ჰგავხარ დიმა ბილანს?
– ეს ბევრს უთქვამს, მაგრამ როცა მის გვერდით დავდექი, მივხვდი, რომ აბსოლუტურად განსხვავებული ვარ მისგან და საერთოდ არ ვგავართ ერთმანეთს. მე და დიმა ბილანს, უბრალოდ, ერთნაირი აღნაგობა გვაქვს და ერთნაირად გვაქვს წვერი გაპარსული, სულ ესაა (იცინის). არასდროს მიცდია, ვინმეს დავმსგავსებოდი და ვინმეს იმიჯი გადმომეღო. სწორად შერჩეული იმიჯი წარმატებაში გეხმარება, მით უმეტეს თუ სცენაზე დგახარ, მაყურებლის წინაშე. მე ისე ვიცვამ, ისე ვატარებ წვერს და ისე გამოვიყურები, როგორც თავად მომწონს. თუ თვალებით ან ცხვირის მოყვანილობით ვგავარ ვინმეს, ეს ჩემი ბრალი ხომ არ არის (იცინის).

скачать dle 11.3