კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის უფროსი?



ალბათ, მიხვდით საუბრის თემას. დიახ, სწორედ რომ მამაკაცების დაუოკებელ ლტოლვას ვგულისხმობთ – ლტოლვას პირველობისკენ, ლტოლვას უფროსობისკენ... რა თქმა უნდა, ოჯახში. საყურადღებო ფაქტია ის, რომ გარეთ, ანუ სამსახურში უფროსობას დაჩვეული მამაკაცები სახლში ნაკლებად ცდილობენ პირველობას. საქმე ისაა, რომ მათი ეს ამბიცია უკვე დაკმაყოფილებულია და, ურჩევნიათ, შინ ასე ცოლი მოიქცეს. თუმცა, ისეც ნუ წარმოვიდგენთ, რომ ყველა მამრი ძალაუფლებისმოყვარეა, ან, პირიქით – საქმიანი კაცები ცოლებთან ფისოები ხდებიან. დავიწყოთ ელემენტარულით: ჯერ ერთი, ვისაც მართლა უნდა ოჯახის უფროსობა  და ვისაც ამის პოტენციალი ჭეშმარიტად გააჩნია, არ კითხულობს: შეიძლება, ვიუფროსო? შეიძლება, ჩემი სიტყვა უპირობოდ სრულდებოდეს?!  ის, უბრალოდ, ხელში იღებს მართვის სადავეებს და სრულად აქვს გაცნობიერებული ამ ნაბიჯის მთელი პასუხისმგებლობა. სხვათა შორის, ვერც ვერავინ ვერაფერს უბედავს, ანუ, ყველაფერი თავისთავად, ბუნებრივად ხდება. მამაკაცებო, დაიჯერეთ, ძნელად მოიძებნება ქალი, რომელსაც მამაკაცის ფუნქციების საკუთარ მხრებზე აკიდების სურვილი ჰქონდეს. მთავარია, მან დაინახოს კაცში ძალა (მაგრამ, არა მხოლოდ ფიზიკური) და, ის მაშინვე, თანაც, სიამოვნებით გადაინაცვლებს მეორე პოზიციაზე და დიასახლისის ამპლუას დასჯერდება.
პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა ქალიც მკვეთრად გამოხატული ლიდერია და კაციც. ამ დროს ბრძოლაც იმართება, მაგრამ, ლიდერ ქალს გონიერებაც ახასიათებს, ამიტომ, ის აუცილებლად დათმობს პოზიციებს. მამაკაცების გასაგონად კი უნდა ვთქვათ: კაცებო! ქალს ნურაფერს დააბრალებთ, ყველაფერი ერთპიროვნულად თქვენზეა დამოკიდებული. დიახ, იუფროსეთ, არავინ დაგიშლით, მაგრამ – უფროსობის ყველა პასუხისმგებლობით!

პოზიტივი კონფლიქტში

კონფლიქტი ქმართან ნეგატივია, – ასე მეტყვის ყველა, მაგრამ, ის საკმარისზე მეტ პოზიტივსაც შეიცავს. ზოგჯერ სწორედ კონფლიქტია ურთიერთობის, ემოციებისა და მძაფრი გრძნობების გამოწვევის საუკეთესო საშუალება. რა თქმა უნდა, სულიერი კონტაქტი დიდი ფუფუნება და ჯანსაღი ურთიერთობის მთავარი პირობაა. მაგრამ, ნუ შევხედავთ კონფლიქტს ისე, თითქოს ის იწვევს კრიზისს და ურთიერთობის სრულ ნგრევას – ნამდვილად არ არის ასე. წყვილების  დაახლოებით 70 პროცენტი კონფლიქტის შემდეგ მშვენივრად გრძნობს თავს და, იმასაც კი ამტკიცებენ, რომ შერიგების მერე გრძნობის განსაკუთრებული მოზღვავება ჰქონდათ.
ცოლთან ჩხუბი მამაკაცისთვის იშვიათად არის კატასტროფა, უფრო სწორად, მხოლოდ მაშინ, როცა ის თავს დამნაშავედ გრძნობს და კონფლიქტის მიზეზი კაცის ორგულობაა. დანარჩენ შემთხვევაში ქმრები მაქსიმალურად ცდილობენ, აღმოფხვრან თემა, რომელმაც ეს ჩხუბი გამოიწვია და შემდგომშიც, მეტ-ნაკლებად ითვალისწინებენ მომხდარს... ანუ, თუ შეძლებთ ჩხუბისგან სარგებელი მიიღოთ, მაშინ, იჩხუბეთ, ოღონდ ნუ დაიძაბებით და ნუ გააღრმავებთ კონფლიქტის მიზეზს. მთავარია, ამ კონფლიქტის შემდეგ ბზარი კი არ გაჩნდეს, არამედ ურთიერთობა ახალ, პოზიტიურ ეტაპზე გადავიდეს...

შეხედე... „იქიდან“

„შეხედე საკუთარ თავს მამაკაცის თვალებით“ – ეს რჩევა სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვის არის განკუთვნილი. იგულისხმება ჩაცმის სტილი და საქციელი, რომლითაც მამრს ინტერესს უღვივებთ, გნებავთ – უბნევთ თავგზას... ყურადღება მიაქციეთ თქვენს მეტყველებასა და ლექსიკას. მამაკაცებს, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არ უყვართ, როცა ქალი უხეშად და უცენზუროდ მეტყველებს.  მაგრამ, ნუ იქნებით მეტისმეტად სერიოზული, ნურც ისეთი ცივი როგორც ყინულის ნატეხი. მეტისმეტი თავდაჭერილობითა და წარბის აწევით დააფრთხობთ მამაკაცს და თქვენი გულის დაპყრობის ყველანაირ სურვილს გაუქრობთ.
ქალებს ხშირად ეშლებათ, როცა მამაკაცის მიმართ დედობრივ მზრუნველობას ავლენენ. ეს არ სჭირდება მამაკაცს, რომელიც თავს ყოვლისშემძლედ წარმოაჩენს. კი ბატონო, ზრუნვაც ძალიან მოსწონთ და სითბოსაც მიელტვიან, მაგრამ, ისეც არა, რომ ეს მეტისმეტად თვალშისაცემი გახდეს. გახსოვდეთ, რაც მეტად გადააფარებთ კალთას, მით სწრაფად მოუკლავთ ვნებიან ლტოლვას თქვენი პიროვნების მიმართ. მამაკაცების უმრავლესობას ქალში ძალაუფლება მოსწონს, მისი პოტენციალი, რომელიც ვნებით იქნება გამოხატული.
საქმე არც დიდ, სექსუალურ მკერდშია, არც გრძელ ფეხებში და არც გაბუსხულ ტუჩებში... შეგიძლიათ მამაკაცი, ერთი მზერით, ერთი გაღიმებით „დააბათ“... შეხედეთ საკუთარ თავს მისი თვალებით და იგრძობთ, როგორც უნდა მოიქცეთ...

შემოატრიალეთ ყველაფერი

თქვენი ყველა რომანი ერთნაირად მთავრდება?! – მიუხედავად იმისა, როგორ იწყებოდა, ფინალი ყველას ერთნაირი აქვს?! – რას იზამთ, თქვენ არც პირველი ხართ, არც უკანასკნელი. ასეთი რამ ბევრის თავს ხდება, ამიტომ განსაკუთრებული ნამდვილად არაფერია. უბრალოდ, ხშირად უშვებთ შეცდომას და ამ შეცდომას ვერ ამჩნევთ. დავიწყოთ იმით, რაც ყველაზე რეალურია – თქვენ თავიდანვე მეტისმეტად სერიოზულად უყურებთ ურთიერთობას. მაგალითად, ორი-სამი პაემნის შემდეგ იწყებთ საუბარს საერთო მომავალზე და მამაკაცს ამ მომავლის შესახებ კითხვების ქარცეცხლში ატარებთ.
მეორე დიდი შეცდომა – როცა მამაკაცს, თუნდაც უკვე „ყურებამდე“ იყოთ მასზე შეყვარებული, ყველაფერს უყვებით საკუთარ თავზე. დაიტოვეთ თქვენთვის იდუმალების თუნდაც პატარა მარცვალი. მამაკაცს რისი გაგებაც უნდა თქვენ შესახებ, აუცილებლად გაიგებს, თანაც დაუხმარებლად. დაე, ცოტა გაწვალდეს. ეს უფრო ღირებულს გაგხდით მის თვალში.
თავიდან, ურთიერთობის დასაწყისში, მოერიდეთ შეხვედრის ბოლოს ახალ შეხვედრაზე საუბარს. თქვენ ნუ დააწყობთ გეგმებს და მით უმეტეს, ნუ აუწუწუნდებით, რომ დიდხანს მის გარეშე ვერ გაძლებთ. ესეც მისი სათქმელია. ამიტომ, გააკეთეთ ყველაფერი, რომ სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შემოტრიალდეს.

скачать dle 11.3