კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ორი-სამი თვეა, სიგარეტის მოწევას დავანებე თავი, ფილტვები თანდათან იწმინდება, მაგრამ, ამ ბოლო დროს ყელში სიმწარეს ვგრძნობ. რისგან უნდა იყოს ეს?
პასუხი: პირში სიმწარე ქრონიკული გასტრიტის, კუჭის მოტორული აქტივობის დარღვევის სიმპტომი შეიძლება იყოს. ამის გასარკვევად სასურველია გასტროსკოპიის გაკეთება, ხოლო თამბაქოს მოწევის დანებებასთან ეს სიმპტომი არანაირ კავშირში არ არის.
კითხვა: ვარ 19 წლის. ხშირად, უზმოზე ან მშიერზე, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს: მიბუჟდება ხელები, მაქვს საშინელი სისუსტე, ხშირად პირში უსიამოვნო სუნი და გემო მაქვს. რისი ბრალი შეიძლება იყოს და რას მირჩევთ?
პასუხი: ასეთი სიმპტომები ხშირად გვხვდება ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის დაბალი დონე) ან ჰიპოთირეოზის (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება) დროს. მიზეზის დასადგენად უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს.
კითხვა: რა დაავადების მაჩვენებელია სისხლში კრეატინინის მომატება (302), ექვემდებარება თუ არა მკურნალობას და რა დიეტა უნდა დავიცვა?
პასუხი: კრეატინინის დონის ასეთი მომატება დამახასიათებელია თირკმელების ქრონიკული უკმარისობისთვის. ხშირად თირკმელების ქრონიკული უკმარისობა დაკავშირებულია მაღალ არტერიულ წნევასთან და შაქრიან დიაბეტთან. რაც შეეხება დიეტას, გირჩევთ, აღარ მიიღოთ ხორცის ნახარში და ხორცით მომზადებული წვნიანი. აუცილებლად მიმართეთ ექიმს!
კითხვა: ჭამის შემდეგ პირში მრჩება უსიამოვნო სუნი, განსაკუთრებით – ტკბილეულის მიღების შემდეგ. იქნებ, მითხრათ, რისი ბრალია და რა მეშველება?
პასუხი: ეს პირის ღრუს მიკროფლორის დარღვევის მანიშნებელია. გირჩევთ, ჩაიტაროთ პირის ღრუს ბაქტერიოლოგიური კვლევა და დაადგინოთ, კონკრეტულად რომელი მიკრობის რაოდენობრივი დისბალანსითაა ყოველივე ეს გამოწვეული.
კითხვა: რისი ნიშანია მდოგვისფერი შარდი?
პასუხი: მდოგვის ფერი, ანუ მუქი ყვითელი შარდი სხვადასხვა მდგომარეობების დროს გვხვდება. შარდის ფერი შეიძლება შეიცვალოს მიღებული საკვების ან მედიკამენტების გამო,  კონცენტრირებული ხდება და მუქდება არასაკმარისი სითხის მიღებისას, ასევე, სხვადასხვა ღვიძლის პათოლოგიის დროს. მიზეზის დასადგენად საჭიროა შარდის მარტივი ანალიზის გაკეთება და დაწვრილებითი ანამნეზი (პაციენტის გამოკითხვა).
კითხვა: ვერ ვჭამ უმ ბოსტნეულს (პომიდორი, კიტრი), რადგან, მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში ჭამის შემდეგ ძლიერი ტკივილი მეწყება. ოთხი წელია, ნაღვლის ბუშტი ამოკვეთილი მაქვს, ღვიძლი და სისხლის ანალიზები ნორმაშია. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ქოლეცისტექტომიის შემდეგ უმი ხილი და ბოსტნეული ხშირად ხდება უსიამოვნო შეგრძნებების (დისკომფორტი, ტკივილი, მეტეორიზმი და სხვა) მიზეზი. პირველ ყოვლისა, უარი უნდა თქვათ უსიამოვნო შეგრძნებების გამომწვევ პროდუქტებზე, ჭამის შემდეგ კი მიიღეთ ფერმენტული პრეპარატები, შესაძლოა, სპაზმოლიტურიც (ექიმის დანიშნულებით).
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

скачать dle 11.3