კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არის დღეს ყველაზე გავრცელებული ცოდვა და რატომ უნდა ინანიებდეს დედა აბორტის გაკეთებას მთელი ცხოვრება

თუ ადამიანს თავისუფალი ნება არ აქვს და სხვის ნებასაა დამონებული, მაშინ ის მხოლოდ სანახევროდ არის ადამიანი. ადამიანს ლოცვასა და რწმენას ვერავინ აიძულებს. ის შეიძლება, ძალდატანებით კითხულობდეს ლოცვას, მაგრამ ეს ჭეშმარიტი, გულიდან ამოსული ლოცვა კი არ იქნება, არამედ მხოლოდ ლოცვას მიმსგავსებული ბუტბუტი. ცოდვაც ადამიანში ზრახვის სახით იბადება, რომელიც ხშირად სწორედ არასწორი ლოცვით, ლოცვისადმი უგულო დამოკიდებულებით, გაფანტული გონებით არის გამოწვეული. თუმცა, ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გურამი (გურამიშვილი).

– მამაო, როგორ უნდა გადადგას ადამიანმა უფლისკენ ნაბიჯები?
– ჩვენ უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯები ღვთისკენ, ვემსგავსოთ იმ პატარა მდოგვის მარცვალს, რომელიც მადლისა და სიკეთის ქმნით გაღვივდება. ჩვენ მოგვარჩენს მხოლოდ ეკლესიური ცხოვრება, სულიერი ღვაწლი, დიდი სულიერი ძალისხმევა. რაც შეიძლება, მეტი უნდა ვილოცოთ, მეტი სულიერი კავშირი უნდა გვქონდეს. მოძღვრის ლოცვა-კურთხევა მივიღოთ, მისი „კი“ და „არა“ უნდა გვესმოდეს. უნდა გამოვიმუშაოთ ქრისტიანული კულტურა. გინება, ლანძღვა, ხმამაღალი ლაპარაკი, ყოველგვარი უკულტურო ქცევა – დიდი ცოდვაა. სრულებით არ არის აუცილებელი, ადამიანმა მაინცდამაინც  საკუთარ მოყვასს დაატეხოს თავს დიდი უბედურება. სასჯელის მისაღებად მცირე ცოდვაც საკმარისია. არ უნდა დავკარგოთ არც ერთი დღე, არც ერთი წუთი და წამი. ამქვეყნიური გართობები: კარტი, ნარდი თუ სხვა თამაში – დაკარგული დროა. ღმერთი არა მხოლოდ იმაზე მოგთხოვს პასუხს, თუ იმრუშე ან იპარე, არამედ იმ დაკარგულ დროზეც, რომელიც მოგცა და სწორად არ გამოიყენე. როდესაც ადამიანში ღვთის სიტყვა აღწევს, მარცვალივით აფუებს ჩვენს სხეულს, გამოჰყავს ჩაკეტილი სივრციდან – როგორც კვერცხიდან იჩეკება ფრინველი, ისე გამოდის სული საკუთარი ნაჭუჭიდან და ფრთებს შლის, თავისუფლდება და ლაღდება. მთავარია, გათავისუფლებულ სულს სწორი გეზი, სწორი მიმართულება მივცეთ, რათა გზას არ ასცდეს, ცოდვაში არ ჩავარდეს.
– მამაო, საიდან იღებს ცოდვა სათავეს?
– როდესაც ღმერთმა ადამი და ევა სამოთხეში, სრულ ნეტარებაში დაასახლა, მათ აუკრძალა იმ ხის ნაყოფის ჭამა, რომელიც ორივეს ცოდვაში ჩააგდებდა. აკრძალულ ხილში კი იგულისხმება ის მანკიერებები და ცუდი თვისებები, რომლებიც ადამიანებისთვის დამღუპველია. როდესაც ევა გველმა აცდუნა, სწორედ მაშინ იშვა ამქვეყნად ცოდვა და მას ეზიარნენ პირველი ადამიანები. ეს არის საწყისი ცოდვისა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ამქვეყნად არის ისეთი რაღაცეები, რაც ადამიანის სულისთვის კარგია, მაგრამ არის ასევე ისეთი რაღაცეებიც, რაც იწვევს ადამიანის სულისა და ხორცის დაღუპვას. ამიტომ, ეკლესია გვიდგენს წესებს, რისი დახმარებითაც შეგვიძლია, თავი დავიცვათ საცდურისგან. ეკლესიური ცხოვრება გვეხმარება, შეძლებისდაგვარად, გავხდეთ სრულყოფილები, თავდაჭერილები, ღვთისნიერები და მოწყალენი. ერთი ცოდვა ყოველთვის შობს მეორეს. მაგალითად, ამპარტავნება ძალიან ბევრი მომაკვდინებელი ცოდვის სათავე ხდება, მათ შორის სიმდიდრისადმი სიყვარულის, რაც კიდევ, თავის მხრივ, სხვა ვნებებსა და ცოდვებს შობს. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო დროს ძალიან ბევრი ბიწიერი წიგნი, ლიტერატურა გამოვიდა, ადამიანები მათ აქტიურად კითხულობენ, შემდეგ სხვადასხვა ვნება აღეძვრებათ და თავს იღუპავენ, საბოლოო ჯამში, კი – სულსაც. ადამიანი უძლური არსებაა, მას მარტო გაუჭირდება ცოდვებთან, დამღუპველ ფიქრებთან ბრძოლა – რომ არა უფლის შემწეობა, გვერდში დგომა, ის დაიღუპება.
– მამაო, დღეს ისეთ გარემოში გვიწევს ცხოვრება, რომ არ არსებობს, ალბათ, ადამიანი, რომელიც მძიმე ცოდვაში არ ჩავარდეს. მაინც, რა არის ყველაზე გავრცელებული ცოდვა?
– ამპარტავნება, თუმცა სხვა ცოდვებიც არსებობს. თანამედროვე ტექნოლოგიების ზრდამ ადამიანის უფალთან დაშორება გამოიწვია. ხატების ადგილი უკვე კომპიუტერმა, ტელევიზორმა დაიკავა, საიდანაც ბევრი სიბინძურე მოდის. რა თქმა უნდა, მე არც ტელევიზორის წინააღმდეგი ვარ, არც კომპიუტერის. პირიქით, ორივეს გამოყენება შეიძლება კარგი, კეთილი საქმის გასაკეთებლად, სამუშაოს, საქმეების მოსაგვარებლად. უბრალოდ, ინტერნეტიდან, ტელევიზორიდან, სხვადასხვა შოუდან ბევრი ცუდი, ბინძური ინფორმაცია ვრცელდება. ადამიანის გონება კი ცოდვისკენ ადვილად მიიდრიკება და ასეთ ინფორმაციას იოლად იღებს, ითვისებს. დღეს ადამიანები განსაკუთრებულად არიან კომპიუტერს მიჯაჭვულნი. ხშირად ყველაზე მეტ დროს სწორედ ინტერნეტში ატარებენ, რაც დროის უმიზნო, ტყუილი ხარჯვაა. ადამიანები ნერვიულები, გაღიზიანებულები არიან და ხშირად ღამეებსაც ათენებენ კომპიუტერთან. ამ დროს ბევრს საკუთარი ოჯახის წევრებიც ავიწყდება და ხშირად ეს კონფლიქტის მიზეზიც ხდება. ბავშვებიც, ჩვენი შვილებიც მიჯაჭვულები არიან კომპიუტერს, ინტერნეტს, სადაც ძალადობაზე დამყარებულ ფილმებს უყურებენ და ასეთივე ტიპის თამაშებს თამაშობენ. ეს ყველაფერი მათ ფსიქიკაში რჩება და შესაბამისად, მათი ფსიქიკა ადრეულ ასაკში ირღვევა, ზიანდება. იმის ნაცვლად, რომ ადამიანები დღეს უფლისადმი აღვლენილი ლოცვით, მადლობით იწყებდნენ და ამთავრებდნენ, პირიქით, გვიანობამდე ტელევიზორსა და კომპიუტერს არიან მიჯაჭვულნი. რა თქმა უნდა, ადამიანს სახლში ტელევიზორიც უნდა ჰქონდეს, კომპიუტერიც, მაგრამ ისინი კეთილი საქმეებისთვის უნდა გამოიყენოს, ეს კი მას სულიერ გაძლიერებასა და გაზრდაში დაეხმარება.
– ხშირად ადამიანები მხოლოდ ფიქრებით სცოდავენ და ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. თუმცა, როგორც სახარებაში წერია: ადამიანმა თუ გაიფიქრა, ესე იგი, მან უკვე სცოდაო...
– რა თქმა უნდა, ეს უკვე ცოდვაა, მაგრამ უფრო მძიმე ცოდვაა, როდესაც ადამიანი ამ ცოდვის თანამონაწილე ხდება და საკუთარი ნებით სჩადის მას. უმძიმესი, მიუტევებელი ცოდვაა, სულიწმიდის გმობა, ღმერთის უარყოფა, შეურაცხყოფა. უფლის მხოლოდ კი არ უნდა გვწამდეს, მისით უნდა ვცხოვრობდეთ და გვჯეროდეს. ძალიან მძიმე და მომაკვდინებელი ცოდვაა – თვითმკვლელობა. ადამიანს უფალი ანიჭებს სიცოცხლეს და მისი ნებით უნდა გავიდეთ ამქვეყნიდან. ამიტომ, არ გვაქვს უფლება ჩვენს ხორციელ ცხოვრებას დავუსვათ წერტილი. თვითმკვლელობით ადამიანი საკუთარ თავში უფალსაც კლავს, გმობს მას, უარყოფს და სინანულისთვისაც არ იტოვებს დროს. მას, უკვე მკვდარს, აღარ შეუძლია სინანული, მონანიება. ძალიან მძიმე ცოდვაა აბორტი, რომელსაც ქალების უმეტესობა ისე აკეთებს, სინანულიც არ გააჩნია – მოსაკლავად იმეტებს საკუთარ შვილს. როდესაც ბავშვი ჩაისახება, ის უკვე სრულფასოვანი ადამიანია და მისი მოკვლა არ შეიძლება. მაგრამ, საუბედუროდ, ამას მისი საკუთარი დედა აკეთებს. ასეთი დედები მთელ ცხოვრებას სინანულში, ცრემლში უნდა ატარებდნენ, უნდა ინანიებდნენ ამ მძიმე ცოდვას. მას სხვა ცოდვა კიდეც რომ არ ჰქონდეს ჩადენილი, სინანულისა და ცრემლისთვის ეს ცოდვაც ეყოფა. ვინც ეკლესიაში დადის, მარხულობს, ის მეუღლესთან ურთიერთობის, გართობის დროსაც თავშეკავებულია, შესაბამისად, მას უფალი იმდენ შვილს მიჰმადლებს, რამდენიც საჭიროა. ჩვენთან ეს წესიც აღრეულია. ადამიანები არ ლოცულობენ, მარხვას არ ინახავენ, ცხოვრების წესი არეული აქვთ და ცხოველებს ემსგავსებიან. შემდეგ კი საკუთარ შვილებსაც კლავენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა იზრდებოდეს, ვითარდებოდეს გონებრივად, სულიერად. ის უფრო ცუდია, როდესაც ვამბობთ, არ ვიცოდი, ამიტომ არცოდნა არცოდვააო. თუ ადამიანი ეკლესიაში ივლის, გაერკვევა წესებში, მერე აღარ იტყვის – არ ვიცოდიო და ამიტომ, არ შემიცოდავსო. ცოდვა ცოდვაა და თავის დროზე მის გამო ყველა ვაგებთ პასუხს.

скачать dle 11.3