კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: დიდი სურვილი მაქვს ჩავაბარო სასულიერო აკადემიაში. გთხოვთ განმიმარტოთ, რა წინაპირობაა ამისთვის საჭირო?
პასუხი: ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთი სურვილი გაგიჩნდათ. რელიგიური ცოდნის გაღრმავება არა მხოლოდ უფალთან დაგაახლოვებთ, არამედ საერო ყოფის სიმძიმესაც გაგიიოლებთ. ასეთი სურვილი ადამიანში უფლის ნებით იბადება. თუმცა, ისიც უნდა გითხრათ, რომ მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. თქვენი მიზნის მისაღწევად. სანამ სასულიერო სემინარიაში ჩააბარებდეთ, უნდა მოემზადოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა იცხოვროთ ეკლესიურად, სულიერად იყოთ მზად საღვთო მცნებების მოსასმენად და შესასწავლად, უნდა გყავდეთ მოძღვარი, რომელსაც ეცოდინება თქვენი ცხოვრების წესი და რეკომენდაციას მოგცემთ სასულიერო სემინარიაში ჩაბარებისთვის. რაც შეეხება არჩევანს, ამჟამად სასულიერო სემინარიები საქართველოს რამდენიმე რაიონშია და სადაც მოგიხერხდებათ,  იქ ისწავლეთ.
კითხვა: აზიარებს თუ არა ეკლესია ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანს, მას ხომ არ შეუძლია, რეალურად გაიაზროს ჩადენილი ცოდვა და მოინანიოს აღსარებაში.
პასუხი: ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს ეკლესია აზიარებს. ამ ადამიანებისთვის არსებობს სპეციალური ადგილი ეკლესიაში – სტოა.
კითხვა: როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ერთმანეთში ერთი ბავშვის ნათლიებს?
პასუხი: ერთი ბავშვის ნათლიები ერთმანეთის სულიერი ნათესავები არიან. მათ უნდა იზრუნონ ნათლულის სულიერ აღზრდაზე.
კითხვა: არსებობს თუ არა მისალმების წესი?
პასუხი: ნუ დაელოდებით იმას, რომ შემხვედრმა თავად მოგცეთ სალამი და შემდეგ თქვენ უპასუხოთ – ეს ქედმაღლობისა და პატივმოყვარეობის ნიშანია. პირიქით, ეცადეთ პირველი მიესალმოთ მტერსაც და მოყვარესაც.

скачать dle 11.3