კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაუკვეთეს გია გოგიშვილს „ფიფას“ თასი „ფიფასა” და „კოკა-კოლას” წარმომადგენლებმა

გია გოგიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ატლანტაში ცხოვრობს. ის საკმაოდ საინტერესო ხელოვანია, მას ეკუთვნის 1996 წლის „ფიფას“ თასი, ასევე, უამრავი ჭედური და საიუველირო ნივთი. ბატონ გიას ამერიკაში დავუკავშირდით.

– ბატონო გია, ბევრმა ქართველმა წარმატებას სწორედ შტატებში მიაღწია და მათი უმრავლესობა მანდ ავბედითი 90-იანი წლებიდან ცხოვრობს. თქვენი ისტორია როგორია, როდის წახვედით შტატებში და რა მიზნით?
– ამერიკაში 1991 წლიდან ვცხოვრობ. ჩემდაუნებურად გამოვიდა ასე: საქართველოს კულტურის დღეები იყო და შერჩევა-კონკურსი ტარდებოდა. მოეწონათ ჩემი ნამუშევრები და მიმიწვიეს. მაგრამ, მაშინ უკვე გართულებული იყო მოსკოვთან ურთიერთობები, ამიტომ, ჩამომართვეს ნამუშევრები და ვერაფრის წარდგენა ვერ მოვახერხე ამ კულტურის დღეებზე. მაშინ „ჯორჯია სთეით უნივერსიტეტმა” შემომთავაზა, დავრჩენილიყავი, სანამ ვიზის ვადა ამომეწურებოდა. 3-თვიანი ვიზა მქონდა და, დავრჩი. რა თქმა უნდა, ასე ადვილი არ იყო იქ დარჩენა, მაგრამ, ჩვენი წარმომადგენლობა ჩაერია საქმეში, ის ხალხი, ვისაც ვახლდი –  გელა ჩარკვიანი, ნუგზარ რუხაძე და სხვები. მეთოთხმეტე დღეს მივიღე გადაწყვეტილება –  იმ დღეს, როცა დელეგაცია უკან ბრუნდებოდა. 40 კაცი საქართველოში წავიდა, მათ შორის, ჩემი მეზობელიც, რომელიც ანსამბლ „თბილისში” ცეკვავდა, მე აქ დავრჩი. ჩემს მშობლებს მოახსენეს, რომ გია ამერიკაში დარჩაო, არადა, ჩემგან ამას არავინ ელოდა (იცინის). მქონდა ენის ბარიერი –  ინგლისური საერთოდ არ ვიცოდი, არც კონკრეტული სამოქმედო გეგმა მქონდა, არც არაფერი… მაგრამ, დემონსტრირება დავიწყე „ჯორჯია სთეით უნივერსიტეტში”. 26 წლის ვიყავი მაშინ. ნელ-ნელა ავითვისე ენა, მართალია, კარგად ვერ შევისწავლე, მაგრამ, ჩემმა ჭედურობამ და სხვადასხვა ტექნოლოგიამ დიდი ინტერესი გამოიწვია უცხოელ კლიენტებში. ჯორჯიის უნივერსიტეტმა იზრუნა ჩემს ვიზაზე. მას მერე შევასრულე კერძო პროექტები სხვადასხვა კომპანიის დაკვეთით. შემომთავაზეს სპონსორობა და სამუშაო პირობები...
– მატერიალურად, ალბათ, გიჭირდათ.
–  მართლა ძალიან მიჭირდა. წარმოიდგინე, თვეში 80-85 დოლარზე მეტი არ მქონდა, არც ბინა გამაჩნდა და ვცხოვრობდი ჯორჯიის უნივერსიტეტის პროფესორებთან ოჯახებში, რომლებიც დაინტერესდნენ ჩემი ხელოვნებით. კულტურის დღეების ფარგლებში გამანაწილეს ამ ოჯახებში: ერთი იყო პროფესორი რიჩარდ მაფრონგი და მეორე –  ჯან ერიკ რეისი, რომელიც ცნობილი მხატვარია ამერიკაში და, ასევე, გობელენზე მუშაობს. სამი თვის შემდეგ კი, როცა უკვე მივიღე ვიზა, მოვიპოვე მუშაობისა და ცხოვრების უფლება, ქირით გადავედი საკუთარ ბინაში. სხვის ოჯახში ცხოვრება მაინც რთულია. მაშინ ჯორჯიის უნივერსიტეტისთვის უხელფასოდ ვმუშაობდი. ბევრ რამეზე მწყდებოდა გული, მენატრებოდა... ფანჯრიდან ვიყურებოდი და ვფიქრობდი, აქ რა მინდა-მეთქი. თუმცა, ამერიკელებმა ნამდვილად იციან პატივისცემა. მაგრამ, თბილისშიც უჭირდა ჩემს ოჯახს და, მინდოდა, აქედან დავხმარებოდი... ძალიან ბევრს ვიკლებდი და ხელმომჭირნედ ვცხოვრობდი. აქაური ხელფასი მცირე იყო –  147 დოლარი გამომდიოდა კვირაში, თვეში 700 დოლარამდეც არ აღწევდა, აქედან 450 დოლარს ბინაში ვიხდიდი, პლუს, ტრანსპორტი, საჭმელი... ზარმაცი არ ვყოფილვარ და ცვლაში ღამითაც ვმუშაობდი ჯორჯიის უნივერსიტეტში. 3 წლის იყო მაშინ ჩემი ძმისშვილი, ახლა 24 წლისაა. რომ ჩამოვედი, რაღაცეები ვუყიდე, მაგრამ, უკან ვეღარ დავბრუნდი, ვერც ვერავის გამოვატანე და დარჩა ის საჩუქრები ასე...
–  პირველად როდის ჩამოხვედით საქართველოში?
– 93-ში, თუ არ ვცდები. საბუთების პრობლემა იყო და გამომიშვა სამსახურმა. თბილისიდან არ იყო მაშინ რეისი და ტულიდან გამოვფრინდი სამხედრო თვითმფრინავით, სოხუმს რომ გადავუფრინეთ, ვხედავდი, როგორ იწვოდა ქალაქი, კვამლი ამოდიოდა... მოკლედ, ომის პერიოდი იყო. სამაჩაბლოში მყავდა ახლობლები, რომლებიც ლტოლვილები არიან, აქაც გავიცანი ბიჭები აფხაზეთიდან, დიდი ხანია, აქ ცხოვრობენ.
– შემოქმედებითი აღმავლობის პერიოდი როდის დაიწყო თქვენს ცხოვრებაში?
– იყო ერთი ნიუ-იორკის მუზეუმის თანამშრომელი, რომელიც აქ ცხოვრობდა, ატლანტაში. ეს კაცი მოვიდა ჩემს პროფესორთან ოჯახში და თარჯიმნის საშუალებით გამაგებინეს, რომ ამერიკის ყველაზე ცნობილ საიუველირო კომპანიის –  „ტიფანის” ლამპა ინახებოდა ლუვრში, ხოლო ასლის შეძენით ნიუ-იორკის მუზეუმი იყო დაინტერესებული. მე შევასრულე ამ ლამპის ასლი –  ხელი ჩემ გარდა არავინ მოჰკიდა. ანაზღაურებითაც კარგად გადამიხადეს და, თან, ამ ამბის მერე პროფესიულ წრეებშიც ძალიან გამეთქვა სახელი. არადა, პირადად არც მქონდა ეს ლამპა ნანახი, სურათის მიხედვით განვსაზღვრე ზომაც და პარამეტრებიც. ამის შემდეგ უძველესმა და უპრესტიჟულესმა სალითონმჭედლო-სარესტავრაციო კომპანიამ –  estes simmon-მა შემომთავაზა სამსახური. დღეს ამ კომპანიის ხელმძღვანელი ვარ, მანამდე კი, 18 წელი, რიგით თანამშრომლად ვიმუშავე. ეს კომპანია 120 წლისაა. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნამუშევარი იყო ამერიკის ლეგენდარული გოლფერის –  ბობი ჯონსის თასი, რომელიც 10-იანი წლების ყველაზე წარმატებული და ცნობილი გოლფერი იყო ამერიკაში. მისი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული თასი მუზეუმიდან მოიპარეს და 23 წელი მისი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა. ეტყობა, ვერ გაყიდეს და დიდი სატვირთო გადაატარეს, რომ ექსპერტები ვერ მიმხვდარიყვნენ, ვისი იყო ეს თასი, მერე კი ის ერთ დილერს ჩაუვარდა ხელში. ბრწყინვალედ შევასრულე ამ თასის რესტავრაცია და უზარმაზარი გამოხმაურება ჰქონდა პრესაში ამ საქმეს.
– მე ვიცი, რომ თქვენ 1996 წლის ჩემპიონატისთვის „ფიფას” თასი დაამზადეთ. გვიამბეთ ამის შესახებ, თუ შეიძლება.
–  წინა თასი ბრაზილიაში, მუზეუმში ინახებოდა, ხოლო ამ თასის ავტორი უკვე გარდაცვლილი გახლდათ. ჩემპიონატი კარს რომ მოადგათ, მაშინ დაიწყეს ფიქრი იმაზე, ვისთვის დაეკვეთათ ახალი თასი. დაგზავნეს კომპანიებში წერილობითი თხოვნა, მაგრამ, არავის გამოუთქვამს სურვილი, ასეთი ნაკეთობა ხელით შეესრულებინა. არც წონა იცოდნენ, არც ზომა –  მარტო გადაცემის მომენტში იყო ფოტოებზე აღბეჭდილი. მოკლედ, რთული საქმე იყო.  ელექტროფორმით დამზადება სხვა რამეა, ჯერ ისხმება პლასტმასში, მერე მოვერცხვლა ხდება და ასე შემდეგ. არადა, დრო ცოტა იყო დარჩენილი, ინგლისმაც კი უარი უთხრა. დამიკავშირდნენ „კოკა-კოლას” და „ფიფას“ მაღალი თანამდებობის წარმომადგენლები  და მთხოვეს ამ თასის დამზადება. თუმცა, ეს ორი ადამიანი ერთმანეთთან ვერ შეთანხმდა ორივე და მოხსნეს თანამდებობიდან. 20 დღე რჩებოდა ჩემპიონატამდე, მე კიდევ, ფული მჭირდებოდა და მაგ დროს პრესტიჟზე არც ვფიქრობდი. თანაც, უარი რომ მეთქვა, კომპანია სოლიდურ თანხას კარგავდა. ყველა სხვა საქმეს დავანებე თავი და დავიწყე ამ თასზე მუშაობა. ღამეებს ვათენებდი, არ მეძინა, სახე შეშლილი მქონდა (იცინის). სირთულე იყო ის, რომ ლითონის ზომა არასწორად გამოვიწერე და მომიხდა, ასე ვთქვათ, ამ ლითონის ხელით „გაწელვა”. ხანდახან ქართველი ბიჭები მეხმარებოდნენ. ზუსტად მეოცე დღეს მოვრჩი თასს.
– ყიდით თქვენს ნამუშევრებს?
–  ადრე ვყიდდი, როცა მატერიალურად მიჭირდა. სხვანაირად ვერ ვიარსებებდი, ელემენტარულად, საჭმელი და ტანსაცმელი ხომ მინდოდა! ახლა ძალიან გული მწყდება, არის ზოგი ნამუშევარი, რომელიც, შემიძლია, ვითხოვო საგამოფენოდ. უკან გამოსყიდვის სურვილი კი მაქვს, მაგრამ, ვინ გაძლევს?! ზოგი გაჩუქებულიც მაქვს. ძალიან მინდა გამოფენის მოწყობა. სხვათა შორის, საქველმოქმედო მიზნით ძალიან ბევრი ეკლესიისთვის მაქვს ძვირფასი ჯვრები შესრულებული და გადაცემული, ამერიკის ბერძნულ ეკლესიებს ვგულისხმობ. ჩემი უახლოესი გეგმაა პროექტი „ემიგრაციული ჯვარი”, რომელიც, მინდა, რომ შესრულდეს ჩვენი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, თან, მასთან შეხვედრის დიდი სურვილი მაქვს. ეს ჯვარი ბინას დაიდებს საპატრიარქოში ან სამების ტაძარში, ზომით იქნება 72-დან 76 სანტიმეტრამდე, შესრულდება ოქროთი, ვაპირებ, შევამკო ბრილიანტებითა და ლალის თვლით. რაც შეეხება აქამდე დამზადებულ ჯვრებს, შესრულებულია ვერცხლში, მოპირკეთებით, ახალციხური მინანქრით –  ფილიგრანით, მოსევადებით.
– თქვენი მეუღლისთვის თუ დაგიმზადებიათ სამკაული?
– კი, მქონდა რამდენჯერმე მცდელობა, მაგრამ დამიწუნა თინიკომ (იცინის). გავუკეთე ულამაზესი ხის ტოტი რკოთი, რომელშიც იჯდა ძვირფასი მოყავისფრო თვალი, ნაზი ფოთლებით, მაგრამ, შეხედა და დამიწუნა – მაგას, ასაკში რომ შევალ, მერე გავიკეთებო. კიდევ, სამაჯური დავუმზადე მოსევადების უძველესი ტექნიკით... მერე ვუთხარი, წადი და იყიდე, რა ვქნა-მეთქი. ახლა დაიწყო გაკეთება, ბოლო დროს – ეტყობა, ასაკში შედის (იცინის). საყურეები გავუკეთე სუვენირული სახის –  ვერცხლი ჩემი საყვარელი ლითონია.

скачать dle 11.3