კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ სტრესავენ ნიცაში ანი კეკუას და რატომ ცდილობს ის საკუთარი ცხოვრების გართულებას

ანი კეკუა უკვე რამდენიმე წელია‚ შვედეთში ცხოვრობს და სწალობს. თუმცა‚ ის რამდენიმე ხნის წინ გაცვლილითი პროგრამით ნიცაში გადავიდა სასწავლებლად. ამ ქალაქმა თავისი სილამაზით, ზღვით, ენერგიული რიტმითა და მზიანი დარით‚ ხალისიანი და ენერგიული ანის გული ბოლომდე მოიგო.

ანი კეკუა: შვედეთში ჩემი უნივერსიტეტიდან გავაკეთე გაცვლითი პროგრამა. რამდენიმე ქვეყანა იყო, მაგრამ მე საფრანგეთში, კერძოდ კი ნიცაში მინდოდა წასვლა – გაყინული შვედეთიდან მინდოდა, თბილ ნიცაში გავმთბარიყავი. თან‚ ძალიან მიყვარს საფრანგეთი და ფრანგები, მე მგონი‚ საუკეთესო ადგილას მოვხვდი – ზღვისპირა ქალაქია, სულ მზეა. აპლიკაციები შევავსე, ჩემი ნიშნები გავგზავნე და ამის მიხედვით რომ ამირჩიეს, ძალიან გამიხარდა. ამ პროგრამაში რომ არ მიმეღო მონაწილეობა, შვედეთში ერთი სემესტრით ადრე დავამთავრებდი სწავლას, მაგრამ, საფრანგეთში წასვლა და იქ სწავლა ვარჩიე. ეს წლები ყოველთვის მემახსოვრება და კარგად გამახსენდება. ამიტომ‚ როცა გაქვს იმის შესაძლებლობა‚ რომ კარგად გამოიყენო წლები, არ უნდა თქვა უარი, უნდა გარისკო კიდეც. თან, მე მიყვარს რისკზე წასვლა.
– როგორი იყო შენი პირველი შთაბეჭდილებები?
– შვედეთიდან სიცხიანი გავფრინდი საფრანგეთში. ყველაზე საშინელი ფრენა მქონდა, მაგრამ, საოცარი მოტივაციით ვიყავი. როგორც კი ფეხი დავდგი მიწაზე‚ იმ წუთიდან შემიყვარდა ეს ქალაქი, მით უმეტეს‚ მზე რომ დავინახე – შვედეთში რამდენი ხანია, არ მინახავს მზე, კარგი ამინდი და მონატრებული ვიყავი. მაშინვე გავთბი, ზუსტად ჩემი ხასიათის ქალაქია. შვედეთი მაინც დეპრესიული ქვეყანაა. ნიცაში კი ყველა გიღიმის, კარგად გხვდებიან. როდესაც შვედეთში ჩავედი, იქ ჩემი ქართველი მეგობარი, სოფო მყავდა. ნიცაში კი‚ ფაქტობრივად‚ მარტო ჩამოვფრინდი, არაფრის აზრზე არ ვიყავი. თუმცა‚ რთული არაფერია, ყველაფერს თანმიმდევრულად უნდა მიჰყვე და გამოგივა, ისწავლი ნელ-ნელა. საფრანგეთში ინგლისურად ისე არ ლაპარაკობენ, როგორც შვედეთში, ამის გამო‚ შეიძლება‚ ცოტა პრობლემები შეგექმნას; თან‚ არ უყვართ‚ ფრანგულად რომ არ ლაპარაკობ. ამიტომ, ფრანგულის სწავლა დავიწყე. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ აქ ფინანსებზე ვსწავლობ, რაც სულ სხვა განხრაა – შვედეთში მენეჯმენტის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და, ამ კუთხით რომ გამეგრძელებინა, ლიონში უნდა წავსულიყავი, რადგან, ნიცაში მხოლოდ ფინანსები იყო. რა თქმა უნდა ამაშიც გავრისკე და აქ წამოვედი, ეს გარკვეული სირთულე იყო, მაგრამ ამისთვის თავიდანვე მზად ვიყავი. საფრანგეთში სწავლის განსხვავებული სისტემაა – ბევრად მეტად გსტრესავენ, ბევრ დავალებას გაძლევენ და ბევრსაც ითხოვენ. შვედეთში ყველაფერი სტაბილურად მიდის, ნაკლებად გთხოვენ, სტუდენტი ხარ და, იციან, რომ ყველაფერი შენი გასაკეთებელია. ნიცაში რომ ჩამოვფრინდი, ნაცნობები დამხვდნენ, სახლში მიმიყვანეს, დამსვეს და, მორჩა – ყველაფერი უკვე ჩემი გასაკეთებელი იყო. პირველად როგორ მივედი უნივერსიტეტში‚ არ ვიცი, ნახევარი საათი მივდიოდი ფეხით. რაც შეეხება ჯგუფს, ძალიან კარგი ბავშვები არიან. ბევრნი არ ვართ, მაგრამ‚ ვინც არიან‚ საკმაოდ აქტიურობენ – წვეულებებს აწყობენ, ზღვაზეც დავდივართ ხშირად. გრაფიკი საკმაოდ დატვირთული მაქვს, ყოველდღეა ლექციები. შვედეთში არ იყო სავალდებულო ყველა ლექციაზე დასწრება, საფრანგეთში კი არ გაპატიებენ გაცდენას.
– უკვე მოახერხე თავის გამოჩენა?
– ყველა მეკითხება, სულ ბედნიერი რატომ ხარო. არ მიყვარს‚ როდესაც რაღაც პრობლემა მაქვს და ამას სხვებს ვაჩვენებ – არ მინდა‚ სხვაც ცუდ ხასიათზე დავაყენო. შვედეთშიც იმავეს რომ მეკითხებოდნენ, ცოტა მიკვირდა, რადგან ვფიქრობდი, რომ იქ სრულიად შემეცვალა ხასიათი. არ შეიძლება‚ ნიცაში ცუდ ხასიათზე იყო, ისეთი ლამაზი და თბილია. თუმცა‚ როგორც კი ჩავედი, მაშინვე მოგვაყარეს დავალებები. სხვათა შორის‚ ერთ-ერთმა ლექტორმა მითხრა: რა კარგად ლაპარაკობ ინგლისურად, სად ისწავლეო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ინგლისურის მასწავლებელს საქართველოში, რადგან, ძალიან კარგად მასწავლა. პრეზენტაციებიც მქონდა, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა. საქართველოში, როცა ჯგუფში ბიჭები გყავს, იცი, რომ ყველაფერი შენ უნდა გააკეთო, მაგრამ იქ სულ სხვანაირად არის საქმე: ყველას ჩვენი ფუნქციები გვქონდა გადანაწილებული. მაგრამ, მე ძალიან მიყვარს აქტიურობა, ინიციატივის საკუთარ თავზე აღება. რაღაც იდეა რომ მომდის, შეიძლება‚ რასაც ვაკეთებ, ის გავაჩერო და ახალი იდეა ჩავიწერო და ამაზე სულ დამცინოდნენ.
– როგორ ერთობი ნიცაში?
– აქ კვირის ბოლოს ყველა მიდის გასართობად. ძალიან ლამაზი ცენტრია, სადაც პატარ-პატარა კაფეებია, თან, ყველაფერი ღია ცისქვეშ არის. იქ მივდივართ, ვსაუბრობთ. კიდევ, ბევრი პაბია, სადაც ცოცხალ მუსიკას უკრავენ. ძირითადად, ფრი-ფართებზე დავდივართ, ისე კარგად ვერთობით, ისეთ სიამოვნებას ვიღებთ, რომ მერე გვეზარება კლუბებში წასვლა. პაბებშიც ძალიან კარგ მუსიკას უკრავენ და სიამოვნებით ვუსმენ ხოლმე. ძალიან მინდოდა‚ რომელიმე პაბში მემღერა. ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ აქ არის ერთი ადგილი, სადაც შეიძლება, რომ ვიმღერო და ახლო მომავალში ვაპირებ წასვლას. სხვათა შორის‚ საფრანგეთში არ მითქვამს, რომ ვმღერი. ჩემმა ფრანგმა მეგობარმა მითხრა: დამაინტერესა ქართულმა სიმღერებმა, ჩავწერე „იუთუბიზე“ და, თურმე‚ მომღერალი ყოფილხარ. რატომ არ მითხარი, უნივერსიტეტში ჩვეულებრივი ადამიანივით როგორ დადიხარო. აბა, რანაირად უნდა ვიარო-მეთქი. საფრანგეთშიც და შვედეთშიც უკვირთ, რომ ვმღერი, „ჯეოსტარის“ გამარჯვებული ვარ და მაინც ვსწავლობ. გიჟდებიან – რატომ სწავლობო. მერე, ჩემი მეგობარი დათო ვისაც ხვდებოდა, ყველას ეუბნებოდა, რომ ვმღეროდი – „ჯეოსტარის“ გამარჯვებულია და, თან‚ როგორი მაგარი გოგოა ფინანსებსაც სწავლობსო. ორ ფრანგ გოგოს, რომ უთხრა‚ ვინც ვიყავი, არ დაიჯერეს. ვიდეოებიც ჩაურთო, მაგრამ, მაინც არ სჯეროდათ – არ ჰგავს თავის თავსო. ბოლოს, შუა უნივერსიტეტში დამაყენეს და მამღერეს – მგონი მთელმა უნივერსიტეტმა გაიგო‚ რომ ვმღერი.
– საფრანგეთმა შენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა?
– დიახ და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ შვედეთიდან აქ ჩამოვედი. ერთი წამითაც არ მინანია და არ მიმაჩნია, რომ სწავლის პერიოდი ხელოვნურად გავიგრძელე. ჩემი აზრით‚ ამით დიდ გამოცდილებას მივიღებ, რადგან, გარემო შევიცვალე – ახალი ურთიერთობები, ახალი ქვეყანა, კულტურა, უნივერსიტეტი...
– თუ მოახერხე სხვა ქალაქების დათვალიერებაც?
– მონაკო დავათვალიერე, ძალიან ლამაზია, საოცარი არქიტექტურაა. პრინცის სასახლეშიც ვიყავით, ულამაზესია. თან‚ სასახლის მეორე მხარეს პრინცის მთელი ოჯახი ცხოვრობს. დარაბები ჰქონდათ ღია და ვიკითხეთ, იქ ხომ არ იყვნენ. გვიპასუხეს, დიახ, აქ არიანო. წარმოიდგინე, ისინი სახლის ერთ ნახევარში ცხოვრობდნენ, ჩვენ კი მეორე ნახევარს  ვათვალიერებდით. ნიცაში 23 დეკემბრამდე დავრჩები  და მერე ისევ შვედეთში დავბრუნდები. დავწერ თეზისს, შევარჩევ თემას და ცოტათი გავირთულებ ამ კუთხითაც ცხოვრებას, რადგან, ძალიან მიყვარს სირთულეები. ალბათ‚ ყველა ადამიანი იმისთვის იღვწის, რომ რაღაც სირთულე შეიქმნას და შემდეგ ის გადალახოს და ასეთ დროს მიღებული შედეგი უფრო სასიამოვნოა. თან‚ როცა ბევრ სირთულეს გადალახავ, მერე რაღა უნდა გაგიკვირდეს ან რისი უნდა შეგეშინდეს?!

скачать dle 11.3