კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იპოვეს დედამიწაზე ორჯერ დიდი ზომის ალმასის პლანეტა

ასტრონომებმა გამოიკვლიეს პლანეტა, რომელიც ზომით ორჯერ აღემატება დედამიწას და თავისი არსით გიგანტურ ალმასს წარმოადგენს. კლდოვანი პლანეტა, სახელწოდებით „55 Cancrie,“ კიბოს თანავარსკვლავედში, მზის მსგავსი ვარსკვლავის ირგვლივ იმდენად სწრაფად ბრუნავს, რომ მისი ერთი წელიწადი დედამიწის 18 საათის ტოლია.
პლანეტა მკვლევართა ამერიკულ-ფრანგულმა ჯგუფმა აღმოაჩინა. მისი რადიუსი ორჯერ აღემატება დედამიწის რადიუსს, ხოლო მასა – რვაჯერ მეტია. ამას გარდა, „55 Cancrie“ წარმოუდგენლად ცხელია. მისი ზედაპირის სიახლოვეს ტემპერატურა ცელსიუსით 1 648 გრადუსს აღწევს.
კვლევებმა, რომლებიც ტულუზის ასტროფიზიკისა და პალეონტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელ ოლივიე მოუსისთან ერთად, იელსელმა მეცნიერმა ნიკი მათჰუსუდანმა ჩაატარა, აჩვენა, რომ, შეიძლება, პლანეტის ერთ მესამედს მაინც (ეს დაახლოებით დედამიწის სამი მასის ტოლია) ალმასები შეადგენდეს.
ალმასის პლანეტები ასტრონომებისთვის ადრეც იყო ცნობილი, მაგრამ, ის პირველად აღმოაჩინეს და შეისწავლეს ისეთი ობიექტი, რომელიც მზის მსგავსი ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნავს.
აღსანიშნავია, რომ „მეზობელი“ ფარდობითი ცნებაა ასტრონომიაში, რადგან, პლენეტა „55 Cancrie“ დედამიწიდან დაახლოებით 40 სინათლის წლით, ანდა 370 ტრილიონი კილომეტრითაა დაშორებული.

скачать dle 11.3