კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თაგვები მღერიან... სერენადებს

ამერიკელმა ბიოლოგებმა დაამტკიცეს, რომ თაგვებს აქვთ მუსიკალური მეხსიერება და შეუძლიათ მელოდიების შესწავლა, რომლებსაც ისინი ისმენენ; აგრეთვე, შეუძლიათ იმღერონ შეხმატკბილებულად სხვა თაგვებთან ერთად. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ, თუ მამრ თაგვებს ერთად მოვათავსებთ, მალე ისინი ერთმანეთისთვის ხმების შეწყობას იწყებენ.
ადრე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თაგვები მომღერალ ძუძუმწოვართა რიცხვში შედიან და მამრი თაგვები მდედრებს მოსახიბლავად „თაგვურ სერენადებს“ უმღერიან, მაგრამ, თაგვების მიერ გამოცემული ბგერები ისეთი მაღალია, რომ ადამიანები მათ ვერ გაიგონებენ. აკუსტიკური დამუშავების შემდეგ „თაგვების სიმღერის“ ჩანაწერები საწყალობელ წიკვინს მოგვაგონებს.
ახლანდელი აღმოჩენის სიახლე ისაა, რომ, თურმე, თაგვებს შეუძლიათ თავიანთი გამოცემული ბგერების სიმაღლის ცვლილება. ასეთ უნარს „ვოკალური შესაძლებლობა“ ეწოდება და ბუნებაში იშვიათად გვხვდება. ითვლება, რომ ეს უნარი მხოლოდ ზოგიერთ ფრინველს ჰქონდა, მაგალითად, თუთიყუშებსა და შაშვებს, აგრეთვე, ვეშაპებს, დელფინებს, სელაპებს, სპილოებსა და ღამურებს.
ჩრდილოეთ კაროლინის დიუკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თაგვებს ტვინის განსაკუთრებული სტრუქტურისა და ქცევების ხასიათის გამო, ვოკალის შესწავლის უნარი შესწევთ. „აღმოვაჩინეთ, რომ ტვინის არეები, რომლებიც თაგვებისთვის პასუხისმგებელნი არიან ვოკალიზაციაზე, აქვთ შუბლის ნაწილში, ზუსტად ისე, როგორც ადამიანს,“ – ამბობს კვლევების ხელმძღვანელი, დოქტორი ერიკ ჯარვისი. ამ უნარით თაგვებს უჭირავთ ადგილი არა მარტო ქათმებსა და მომღერალ ჩიტებს შორის, არამედ, პრიმატებსა და ადამიანებს შორისაც კი.

скачать dle 11.3