კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოცხმოსაყოლებელი

ანუ, აღმართახნულნი

იმ მარტივი მიზეზით, რომ, თურმე, აღმართს არჩევანიც ხნავს, ჯერჯერობით საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ყველა კერძო კომპანია განაგრძობს „მეცხრე არხისა“ და „მაესტროს“ ტრანსლირებას, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე დამადლებული „მასთ ქერის“ გაგრძელებას პირველი ოქტომბრიდან ყველა არც აპირებდა. თუმცა, რაკი „კაცი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კომპანია) ბჭობდა, ღმერთი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამომრჩეველი) იცინოდაო“, ისე მოხდა, რომ ტელესივრცეში სრული იდილიაა (თვით იმ ზომამდეც კი, რომ „რეალ ტივი“ კიდეც დაიხურა და, ზედაც, გაიყიდა; „იმედი“ კი პირმოცინარმა გიორგი არველაძემ პირადად ჩააბარა ხელიდან ხელში ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს).
მართალია, იდილიაა და, თვით „სილქნეტიც“ კი, „მაესტრო“ და „მეცხრე არხი“ ერთადაც რომ ჩაუცვივდეს თვალში, არათუ ხელს არ ამოისვამს, მოითხოვს, მესამეც დამიმატეთო, მაგრამ, სამაგიეროდ, არა მხოლოდ „სილქნეტი“, ამ მიმართულებით, ანუ მავთულებით მომუშავე  ყველა კომპანია, შეიძლება ითქვას, საკუთარი დასუფთავების ვალდებულებას მოსახლეობას ჰკიდებს. კერძოდ, საკუთარი გაყვანილობების მონტაჟისას საცხოვრებელ კორპუსებში, საერთო სარგებლობის ტერიტორიაზე, ამ მონტაჟის შედეგად დახვავებულ ნაგავს უტოვებენ (ვითომ არ ეკადრებათ თავიანთივე ნაგვის გატანა?!), აღარაფერს ვიტყვი უშუალოდ აბონენტის ბინაში მონტაჟისას უთავბოლოდ აბურდულ მავთულებზე, რომელთა მოსაწესრიგებლად დამატებითი პერსონალის მოწვევაა აუცილებელი, რაც, ასევე, დამატებით ხარჯს უკავშირდება (ბუნებრივია, აბონენტისას).
ჰოდა, რაკი ასეა (და ეს ნამდვილად ასეა!), სანამ მომხმარებელს საკუთარი უფლებები გახსენებია, ვფიქრობ, უპრიანი იქნებოდა, კომპანიებს, ვისაც ეს ეხება (აი, იმათ, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით რომ გვაწონებენ თავს), სამუშაო ბრიგადებს საშუალო ზომის ცოცხიც გამოეყოლებინათ – ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საკუთარი ნაგვის საკუთარი ორთავ ხელით გასახვეტად.

скачать dle 11.3