კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„გაღმა გასულები“

ანუ – მარილზე

შესაძლოა, იმიტომ, რომ საკუთარი სამსახურებრივი მომავალი ჯერაც ნათლად არ ესახებათ, გამოცდების ეროვნული ცენტრის მესვეურები კონტაქტზე აღარ გამოდიან. უფრო მეტიც, მათ საზოგადოების ინფორმირება, აგერ უკვე სამი კვირაა, „ფეისბუქის“ გვერდზეც შეწყვიტეს. ანალოგიური ვითარებაა გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზეც: დაკავშირება, უბრალოდ, შეუძლებელია. თუმცა, ისიცაა, რომ ჯერჯერობით გამოცდების ეროვნული ცენტრია ის ერთადერთი დაწესებულება, სადაც ავტომოპასუხე გამართული ქართულით გელაპარაკება (გამარჯობა „თ“-ს გარეშე და, ნაცვლად ფრაზისა „ხორციელდება ჩაწერა“, მართებული და ლაკონური – იწერება).
მაგრამ, როგორც უნდა იყოს, აგერ უკვე არჩევნების შემდეგ, ხსენებულ უწყებას სტუდენტ-მაგისტრანტ-პედაგოგები სრულ საინფორმაციო ვაკუუმში ჰყავს. მაგალითად, ჯერაც არ გამოქვეყნებულა ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგები, თუმცა, მაგისტრებმა სწავლაც დაიწყეს და მათ სწავლის საფასურიც გადაახდევინეს. სხვათა შორის, უკლებლივ ყველას, ოღონდ, იმით დააიმედეს, რომ დაფინანსების აღების შემთხვევაში, გადახდილ თანხას უკან დაუბრუნებენ.
მეორე მხრივ, ვიდრე „მარილზე გავიდოდნენ“, გამოცდების ეროვნული ცენტრი „ფეისბუქის“ თავის გვერდზე განმარტავდა, რომ მაგისტრებს დაფინანსების შედეგების გამოქვეყნებამდე სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულება არ ჰქონდათ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს (ანუ, ტყუილია).
ისიც აშკარაა, რომ, აგერ უკვე ერთი თვეა, უმაღლესი სასწავლებლების ანგარიშებზე ჩარიცხულია ზედმეტი თანხა – ნახევარი მილიონი ლარი, თუმცა, გაუგებარია – რატომ,  რადგან, არა მხოლოდ გამოცდების ცენტრი, განათლების სამინისტროც „გაღმა გასულია“.

скачать dle 11.3