კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შედარებითი ადეკვატურობა

უიმედო, და მერე რა, რომ 5-თეთრიანი სიყვარული

ჯერჯერობით ამოუცნობ მიზეზთა გამო, მოკვდავი აბონენტისთვის დღემდე უცნობია, რა პრინციპით იანგარიშება ელექტროენერგიის, გაზის, წყლისა თუ დასუფთავების ტარიფი (ამ უკანასკნელის ბედი, შეიძლება ითქვას, თითქმის გარკვეულია, ვინაიდან, მართალია, 5-5 თეთრად, მაგრამ, მაინც  უიმედოდაა შეყვარებული თითო-თითო კილოვატ შუქზე). მეტიც, არა მხოლოდ მოკვდავი აბონენტებისთვის, თვით მოკვდავი ექსპერტებისთვისაც კი ბუნდოვანია, რატომ ნებდებოდა სემეკი წყალ, შუქ თუ გაზგამანაწილებელ კომპანიებს მათ მიერ წარმოდგენილ ტარიფებზე ოდნავი გაბრძოლების გარეშე (ვითომ, ნაგვისა და შუქის არ იყოს, აქაც სიყვარული იყოს თავში?!).
შესაძლოა, სიყვარული ნამდვილია, თუმცა, თუ სახელისუფლოდ გამზადებული ძალის წარმომადგენლების განცხადებებს გავიხსენებთ, არ არის გამორიცხული, გაზისა და ელენერგიის ტარიფებმა ნაგვის ბედი გაიზიარონ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დაიკლონ).
ეს ტრაგედია (ტრაგედია – კომპანიებისთვის, თორემ, მომხმარებლისთვის – კომედია) კი შემდეგნაირად ვითარდებოდა: ფინანსთა ჰა და ჰა მინისტრმა ნოდარ ხადურმა შეგვატყობინა, რომ ტარიფების კლებას მოსახლეობა ამ ზამთარშივე იგრძნობდა. თუმცა მას უმალ გამოეპასუხა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ბ-ნი ჩალაგაშვილი და მტკიცედ ბრძანა, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის ტარიფები ისეთი მაქსიმალური სიზუსტით არის დათვლილი, რომ ამ ეტაპზე რამე ცვლილება შეუძლებელიაო!
მაგრამ, ჰოი, საკვირველებავ და, იმავე სემეკმა (ტარიფების უცვლელობაზე მტკიცედ რომ იდგა და სხვაგვარად არც ძალუძდა), სულ რაღაც ერთიოდე დღის შემდეგ ბრძანა, რომ  „სამომხმარებლო ტარიფების გადახედვაზე მსჯელობისთვის მზად არის (ანუ, უკვე სხვაგვარადაც ძალუძს)“, ოღონდ, იქვე დასძინა, რომ „დღეისათვის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილია ზღვრული სამომხმარებლო ტარიფები“; ისიც შენიშნა, ტარიფის დაწევის საშუალება რომ ყოფილიყო, აქამდეც დაიწევდაო და იქვევე მოგვამადლა: „თუ გადახედავთ ევროკავშირის ქვეყნებს, მათთან შედარებით საქართველოში ყველაზე დაბალი ტარიფებია.“
ბუნებრივია, ევროკავშირთან შედარებით, საქართველოში ტარიფები დაბალია, თუმცა, რატომღაც, ეს ჩვენი სემეკი აღარ იხსენებს, რომ საქართველოში არსებული პენსია თუ საშუალო ხელფასი, ევროკავშირის ქვეყნებს ვინ ჩივის, სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებულზეც კი დაბალია (ოღონდ, ახლა უკვე მე შევნიშნავ, რომ სემეკის წევრთა ხელფასი ევროკავშირის სტანდარტისაა).

скачать dle 11.3