კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკას „ზომბი-აპოკალიფსები“ ემუქრება

ამერიკულ ფუტკრებს რეალური საშიშროება ემუქრებათ – დაფიქსირებულია ამ სასარგებლო მწერების ბუზი-პარაზიტებით დასნებოვნების ახალი შემთხვევები, რის შემდეგაც ფუტკრები ისე იქცევიან, როგორც ზომბები: ღამით სკებს ტოვებენ, კარგავენ სივრცეში ორიენტირების უნარს, წრეზე დაფრინავენ და მალე იღუპებიან.
„ზომბური დაავადების“ პირველი შემთხვევები 2008 წელს სან-ფრანცისკოში დაფიქსირდა. დაინფიცირებული მწერები მთელ შტატში გავრცელდნენ, შემდეგ – მეზობელ ორეგონას შტატში, სამხრეთ დაკოტაში, ახლა კი – ვაშინგტონის შტატში.
პირველად ბუზი, რომელიც ფუტკრებს „ცოცხალ მკვდრებად” აქცევს, სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ბიოლოგმა ჯონ გაფერნიკმა.
პარაზიტი ბუზის მომწიფებული მდედრები ფუტკრების სხეულში დებენ კვერცხებს. გარკვეული დროის შემდეგ იქიდან იჩეკებიან ჭუპრები, რომლებიც თავიანთ „მასპინძელს“ შიგნიდან ჭამენ. როდესაც ფუტკარი კვდება, ბუზის მატლები გარშემო პარკს – მაგარ გარსს იკეთებენ, რომელიც ყავისფერ ბრინჯს მოგაგონებთ, საიდანაც ბუზები იბადებიან და ეს ციკლი უსასრულოდ მეორდება.
მიუხედავად იმისა, რომ მკვლელი ბუზის განვითარების ციკლი საოცრად ჰგავს ფილმ „უცხოში“ ასახულს, ადამიანისთვის  ეს ბუზი უვნებელია, თუმცა, საშიშია უკვე ყველა მწერისთვის, რადგან, მეცნიერებისთვის აქამდე ცნობილი იყო, რომ ის მხოლოდ ბზიკებზე პარაზიტობდა მაგრამ, უკვე რამდენიმე წელია, რაც ფუტკრებსაც „შეესია“.

скачать dle 11.3