კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მარტოხელა ვარსკვლავის სიკვდილი

1006 წლის 1 მაისს, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზული მოვლენა მოხდა ვარსკვლავთა დაკვირვების ისტორიაში – მგლის თანავარსკვლავედში ზეახალი ვარსკვლავი აფეთქდა, რაც ჩინურ, არაბულ და ევროპულ ქრონიკებშიც კი აისახა. მეცნიერებმა ახსნეს, რომ ეს იყო ერთ-ერთი მარტოხელა ვარსკვლავის ყველაზე „სანახაობრივი სიკვდილი“. SN 1006 სიკვდილის დროს ისე კაშკაშებდა, რომ ღამე შესანიშნავად ჩანდა საგნები, მათ ჩრდილებიც კი ჰქონდათ და რაც ძალიან საინტერესოა, ამ სინათლეზე კითხვაც კი შეიძლებოდა.
აღსანიშნავია, რომ, ჩვეულებრივ, ზეახალი ვარსკვლავი მაშინ ჩნდება, როდესაც ვარსკვლავი ვარსკვლავს ეჯახება ან ერთმანეთთან იმდენად ახლოს აღმოჩნდებიან, რომ ერთმანეთზე დიდ გავლენას ახდენენ. თერმობირთვული აფეთქება კი მაშინ ხდება, როდესაც ერთი ვარსკვლავი ამ ორმაგი სისტემიდან დროთა განმავლობაში იტაცებს კომპანიონის ყველა ნივთიერებას.
 ჩილეს პარანალის ობსერვატორიის ასტრონომებმა დაასკანერეს ცა SN 1006-ის გარშემო, მაგრამ, 16,5 სინათლის წლის მანძილზე ვერც რომელიმე ვარსკვლავი აღმოაჩინეს და ვერც მათი ნარჩენები. მეცნიერთა აზრით, გრავიტაციული ძალების გავლენით ვარსკვლავი იმ დონემდე მივიდა, რომ ვეღარ შეძლო საკუთარი მასის შენარჩუნება და თვითონ დაიწყო დაშლა, შედეგად, რამდენიმე წამში ვარსკვლავის დიდი ნაწილი ატომური სინთეზის გამო აფეთქდა და ისეთი კაშკაშა შუქი წარმოიშვა, რომელიც მილიონჯერ აღემატებოდა მზისას. წელიწად-ნახევრის შემდეგ კი ვარსკვლავი მთლიანად გაქრა.

скачать dle 11.3