კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბუდისტური სტატუეტი კოსმოსური წარმოშობისაა

მეცნიერებმა „ხელახლა“ აღმოაჩინეს 1938 წელს ნაცისტური ექსპედიციის მიერ ნაპოვნი ბუდისტური ღმერთი-მფარველის ქანდაკება. ეს მცირე ფიგურა 15 ათასი წლის წინათ ციმბირში ან მონღოლეთში ჩამოვარდნილი მეტეორიტის ნამსხვრევისგან არის გამოკვეთილი. გერმანელები ვერც იფიქრებდნენ, რომ ამდენად ფასეული ექსპონატი იპოვეს – მათთვის საკმარისი იყო, რომ ბუდისტური ღმერთის სამოსი სვასტიკით იყო შემკული.
ღმერთ ვაიშრავანის ისტორია ფანტასტიკური ფილმის – „ინდიანა ჯონსის” სიუჟეტს ჰგავს. ავსტრიელი და გერმანელი მეცნიერების აზრით, ქანდაკება მეთერთმეტე საუკუნეში ტიბეტში შეიქმნა. ფიგურა 24 სანტიმეტრი სიმაღლისაა და 10 კილოგრამს იწონის. თავიდან ის მოოქრული იყო. მის შემქმნელებს, ალბათ, არც წარმოედგინათ, რა ძვირფას მასალასთან ჰქონდათ საქმე – ეს მეტეორიტის იშვიათი სახეობაა.
ტიბეტში, სადაც ქანდაკება იპოვეს, ეძებდნენ ნაცისტი მეცნიერები მტკიცებულებებს, რომ არიული რასა სწორედ ამ რეგიონიდან წარმოიშვა. ამიტომ, ვაიშრავანის სვასტიკიანი ფიგურა შესანიშნავი აღმოჩენა იყო, თუმცა, ნაცისტების მიერ მეოცე საუკუნეში მიღებული ეს სიმბოლო ძველთაგანვე ითვლებოდა ბედნიერების, იღბლის სიმბოლოდ.
„რკინის ადამიანი“, როგორც მას დაარქვეს, კერძო კოლექციონერთან, გერმანიაში ინახებოდა, 2007 წელს კი მან ექსპონატი გამოსაკვლევად მეცნიერებს გადასცა.  გაირკვა, რომ ქანდაკება შეუფასებელია. ის ერთადერთი ადამიანის გამოსახულებაა, რომელიც მეტეორიტშია გამოკვეთილი.
ვაიშრავანა სიმდიდრისა და ომის ღმერთია. ის ხშირად არის გამოსახული ლიმონით ან ფულის ტომრით ხელში.

скачать dle 11.3