კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენმილიონიანი შემოსავლის მქონე კომპანიას ხელმძღვანელობს პურის მცხობელი ჯონ სტამპფი და რომელ სტადიონზე მუშაობდა გამყიდვლად ლოიდ ბლანკფაინი

ცნობილი ამერიკელი ინვესტორებისა და ფინანსისტების დიდი ნაწილის გზა „ფორბსის” მილიარდერების რეიტინგამდე არცთუ იოლი იყო. ყველა მათგანმა ურთულესი გზა განვლო, ჩვეულებრივი მუშაკიდან უზარმაზარი კორპორაციის დირექტორობამდე. მათი უმრავლესობა გაზეთების გამყიდვლად, ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორად, ან პურის მცხობლად მუშაობდა. მილიარდერებად რომ არ იბადებიან და არამედ ხდებიან, ამაზე „თბილისელების” ამ ნომრიდან შეიტყობთ, სადაც ცნობილი მილიარდერების პირველი პროფესიების შესახებ მოგაწვდით ცნობებს.
უორენ ბაფეტი: ბიზნესი დაიწყო საღეჭი რეზინის, „კოკა-კოლისა” და გაზეთების გაყიდვით
უორენ ბაფეტი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მილიარდერი და ინვესტორია, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია, სტაბილურად ინარჩუნებს მესამე პოზიციას მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში. თავისი პირველი დოლარი საკუთარი შრომით უორენ ბაფეტმა ექვსი წლის ასაკში იშოვა. ის ამერიკელთა სახლის კარზე რეკავდა და საღეჭ რეზინს ყიდდა. მოგვიანებით ბაფეტმა დივერსიფიკაცია გაუკეთა პროდუქტის ხაზს და ყველაზე პოპულარული გაზირებული სასმლის „კოკა-კოლას” გაყიდვა დაიწყო. გარდა ამისა, ბაფეტი დილაობით გაზეთების დარიგებასაც ასწრებდა. დღესდღეობით ბაფეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გავლენიანი საინვესტიციო ფონდის, „ბერკშაირ ჰეთევეის” დამაარსებელი და მფლობელია, ხოლო მისი კაპიტალი 44 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
მაიკლ ბლუმბერგი: მუშაობდა ავტოსადგომებზე
 ნიუ-იორკის ამჟამინდელი მერი, მაიკლ ბლუმბერგი ახალგაზრდობაში ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ავტოსადგომებზე მუშაობდა, რათა უნივერსიტეტში სწავლის გადასახადი დაეფარა. წლების შემდეგ ბლუმბერგი საფინანსო კომპანიაში მოეწყო სამუშაოდ, ხოლო 1981 წელს საკუთარი კომპანია დააარსა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბლუმბერგის მცირე კომპანია მსოფლიოს უმსხვილეს მედიაიმპერიად, კორპორაცია  „ბლუმბერგ ელპედ” გადაიქცეოდა. მიზანდასახულობამ და შრომისმოყვარეობამ მაიკლ ბლუმბერგს 22 მილიარდი დოლარის კაპიტალი მოუტანა.
ჯონ სტამპფი: მუშაობდა პურის მცხობლად
ჯონ სტამპფს დღეს იცნობენ, როგორც უზარმაზარი საფინანსო კომპანია „ველს ფარგოს” აღმასრულებელ დირექტორს. ახალგაზრდობაში კი მისი სახელი პურის მცხობელთა შორის იყო ცნობილი. სტამპფი მინესოტის შტატის პატარა ქალაქში მცირე ზომის პურის საცხობში მუშაობდა. „ველს ფარგოს” კი სტამპფმა გაცილებით მეტი დრო დაუთმო, ვიდრე პურის ცხობას. უკანასკნელი 30 წელია, ის სათავეში უდგას ფინანსურ გიგანტს და ბოლო წლის მონაცემებით კომპანიის შემოსავალმა 19,2 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
ლოიდ ბლანკფაინი: მუშაობდა პირად მცველად და ასევე, გამყიდვლად ბეისბოლის სტადიონზე
კომპანია „გოლდმან საქსის” აღმასრულებელი დირექტორი და მფლობელი ლოიდ ბლანკფაინი თავის დროზე პირად მცველად და ასევე, სტადიონ „იანკიზე” გამყიდვლად მუშაობდა. მოგვიანებით, ბლანკფაინმა საკუთარი უძრავი ქონების სააგენტო გახსნა, ბრუკლინში, ხოლო ამჟამად ის ამერიკის უმსხვილესი საბანკო გიგანტის მფლობელია და მისი წლიური ხელფასი 16 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღწევს.
რეი დალიო: გოლფის ჯოხების დამტარებლად მუშაობდა
გოლფის ჯოხების დამტარებლის პროფესია, რომელსაც ამერიკაში კედდის უწოდებენ, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ყველაზე უინტერესო და უპერსპექტივო სამუშაოა მსოფლიოში. თუმცა, რეი დალიომ ამ სფეროშიც კი მოახერხა რევოლუციის მოხდენა. 12 წლის ასაკში ის გოლფის ჯოხებს დაატარებდა და ამაში მას რამდენიმე დოლარს უხდიდნენ. თუმცა, პარალელურად, დალიო მომავლისთვის აუცილებელ სანაცნობო წრესაც ეცნობოდა არისტოკრატებისა და უოლ-სტრიტის მოხელეთა სახით. დღესდღეობით რეი დალიო წარმატებული ჰეჯ-ფონდის „ბრიჯუოთერ ასოსიეიშენისა” და 10-მილიარდიანი კაპიტალის მფლობელია.
ჩარლზ შვაბი: კაკლით დატვირთული ტომარების დამტარებელი
ახალგაზრდობაში ჩარლზ შვაბი, რამდენიმე ათეული დოლარის სანაცვლოდ, კაკლით დატვირთულ ტომრებს დაატარებდა საკრამენტოსთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ საწარმოში. 1971 წელს შვაბმა საკუთარი საბროკერო კომპანია დააფუძნა, რომელიც მოგვიანებით, ამერიკაში ცნობილ კომპანიად „ჩარლზ შვაბ კორპორეიშენად” იქცა. შვაბის კაპიტალი ბოლო მონაცემებით 3,5 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
სენდი უეილი: ცნობარებს ჰყიდდა ნიუ-იორკის ქუჩებში
მეოცე საუკუნის 50-იან წლებში ახალგაზრდა სენდი უეილი ნიუ-იორკის ქუჩებში ცნობარებს ჰყიდდა, ამჟამად კი საფინანსო კორპორაცია „სითიგრუპის” აღმასრულებელი დირექტორია. მოგვიანებით, სენდიმ ბედი საბროკერო კომპანიაში სცადა უოლ-სთრიტზე და აქაც მეტ-ნაკლებ წარმატებას მიაღწია, შემდგომ კი „სითიგრუპს” ჩაუდგა სათავეში.
ტ. ბუნ პიკენსი: გაზეთის გამავრცელებელი
ახალგაზრდობაში ტ. ბუნ პიკენსი საკუთარი გამოცემის გაზეთის გამავრცელებლად მუშაობდა ოკლაჰომის შტატის პატარა ქალაქში. მოგვიანებით მან მეტ-ნაკლებ წარმატებას მიაღწია ამ სფეროში და გასავრცელებლად სხვა გაზეთებიც მიიზიდა, რის შემდეგაც ის გაზეთები მთლიანად გამოისყიდა. დღესდღეობით პიკენსი სათავეში უდგას საინვესტიციო ფონდ „ბპ კაპიტალ მენეჯმენტს“ და ასევე, არის ამერიკის ენერგეტიკული უსაფრთხოების პროგრამის ავტორი, რომელსაც „პიკენსის გეგმას” უწოდებენ. გაზეთების ექსგამავრცელებლის კაპიტალი 1,4 მილიარდი ამერიკული დოლარია.

 

скачать dle 11.3